x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71146
  • ვიდეო:324196
  • სურათი:426221
ხალხის აპოთეოზი-გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძის ლექსები, ხალხის აპოთეოზი, გიორგი ქადაგიძე, giorgi qadagidze, leqsebi, poeti qada



ხალხის აპოთეოზი


ხალხი რას იტყვის, რომ გრძნობა გავამხილო
ხალხი რას იფიქრებს უყვარსო ოხერტიალს
ღმერთო დამეხმარე თვალი გავახილო
ვეღარ ვუმკლავდები ფიქრში ამ ხეტიალს


ხალხი რას იტყვის, რომ საქმე გავაკეთო
გულით დავაპურო ყველა მათხოვარი
ხალხი რას იტყვის, რომ ვცადო სასიკეთო
ყველას შევუსრულო მცირე სათხოვარი


ხალხი რას იტყვის, რომ ძველმოდურ დროზე
ქართულად მეცვას, ვუსმინო ქართულს
უცებ გამკიცხავენ არაფრის ფონზე
ევროპულობის გრძნობებში გართულს


ჩასაფრებულან დასაკორტნად, როგორც სვავები

კბილწამოსაკრავ ლეშს ეძებენ საკიცხ მასალად
ზიზღნარევ მზერას მადევნებენ ანჩხლნი, ავები
ჩემ ცხოვრებასაც განკითხავენ მე ვინ მაცალა


“ხალხი რას იტყვის?’’-რაც უნდა ის თქვან!
დარდი არ გქონდეს ამ სამი სიტყვის,
კოჭით-ყელამდეც, რომ შეიმოსო
ხალხს, რაც სწადია მას მაინც იტყვის.


გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

გიორგი ქადაგიძის ლექსები

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გოგილაშვილიი
ნათია გოგილაშვილიი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0