x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩარჩოების დიზაინი

image

image

ინტერნეტში უამრავი, სხვადასხვა თემატიკის (ბავშვებისათვის, სადღესასწაულო, საახალწლო, ზღვის და ა. შ.) ჩარჩოა, სურათების გასაფორმებლად. ჩარჩოში ჩასმული უბრალო სურათი, შეიძლება, შედევრად იქცეს და ამ „შედევრის“ ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მას საკუთარი ხელი გავაკეთებთ. ჩარჩოს დიზაინი, არც ისე რთული და ძალიან საინტერესო პროცესია:
1) გავხსნათ ახალი დოკუმენტი, ბრძანებით: მენიუ File > New. ჩარჩოს ზომა უნდა შეესაბამებოდეს ფოტოქაღალდის სტანდარტული ზომას, რეზოლუცია 300 ppi, ფონი გამჭვირვალე.

image2) ჩარჩოს შესაქმნელად დაგვჭირდება: ფონი, ჩარჩო-ჭრილი, სურათის ჩასასმელად და კლიპარტები გამჭვირვალე ფონზე. ეს მასალა უნდა შევარჩიოთ ჩარჩოს თემატიკის მიხედვით. მაგ., თუ ჩარჩო ბავშვის სურათისთვის მზადდება, შეგვიძლია მულტ-პერსონაჟების კლიპარტები გამოვიყენოთ.

image3) განვათავსოთ ფონი და კლიპარტები ჩვენს მიერ გახსნილ დოკუმენტზე.

image4) გამოვყოთ სურათის ჩასასმელი ჩარჩოს შიდა პერიმეტრი და ამოვჭრათ ჩარჩოს ქვემოთ მოთავსებული ყველა ფენა.

image5) ბრძანებით: მენიუ File > Save As, შევინახოთ გამოსახულება მისი შემდგომი მოხმარებისთვის (ფენები შეგვიძლია გაავაერთიანოთ და ისე შევინახოთ PSD ან PNG ფორმატებში ან შევინახოთ დაშლილი სახით PSD ფორმატში):

image

image

ჩარჩოების გარდა, შეგვიძლია გავაკეთოთ წიგნის სანიშნები

1) გავხსნათ ახალი დოკუმენტი: ზომა – 20, 3 X 30, 5 cm, რეზოლუცია – 300 ppi, ფონი – შავი.
2) შევქმნათ ახალი ფენა > დოკუმენტის მარცხენა კიდეში, სწორკუთხა გამოყოფის ხელსაწყოს (Rectangular Marquee Tool) გამოყენებით, შევქმნათ 7, 5 სმ. სიგანის გამოყოფა მთელ სიგრძეზე > ჩავასხათ თეთრი ფერის საღებავი.
3) შევარჩიოთ ჩარჩო სურათის ჩასასმელად > Ctrl ღილაკზე დაჭერით, Layers პალიტრაში, მოვინიშნოთ ჩარჩო და თეთრი ფენა > მოვახდინოთ მათი კოპირება 3 – ჯერ > მიღებული ასლები, წყვილ-წყვილად, თანაბრად გავანაწილოთ დოკუმენტის სიგანეზე.

imageასე მივიღეთ მაკეტი 4 სანიშნისთვის, შესარჩევი ფონებით და გასაჭრელი ხაზებით. ვიდრე მუშაობას გავაგრძელებთ, შეგვიძლია PSD ფორმატში შევინახოთ.
4) თითოეულ თეთრ ფენას უნდა შევურჩიოთ კლიპარტი და ფონი: საღებავი (1), გრადიენტი (2), სტილი (3) ან ფერადი ფონი (4).

image

5) გავაერთიანოთ ყველა ფენა ჩარჩოების ფენების გარდა და მიღებულ ფენაზე ამოვჭრათ სურათის ჩასასმელი ჭრილები.

image6) გავაერთიანოთ ფენები და შევინახოთ PSD ან PNG ფორმატში, მისი შემდგომი გამოყენებისთვის:

image

0
264
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0