x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლიბერალიზმი

imageტერმინს ''ლიბერალური'' მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული ხმარობენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელობა შეითავსა.ლათინური სიტყვა ''ლიბერ"
თავისუფალ ადამიანს აღნიშნავდა, ადამიანს რომელიც არც მონა იყო და არც ყმა.ეს ტერმინი პოლიტიკურ დატვირთვას უფრო გვიან იძენს, კერძოდ 1812 წელს ესპანეთში გამოიყენეს.უკვე XIX საუკუნის 40 იან წლებში ამ ტერმინით ფართოდ აღინიშნებოდა პოლიტიკურ იდეათა განსაკუთრებული ერთობლიობა.ლიბერალური იდეები ევროპაში ფეოდალიზმის რღვევისა და მის ადგილზე კაპიტალისტური საზოგადოების შედეგია, ეს იდეოლოგია ასახავდა განვითარებადი საშუალო ფენის მისწრაფებებს, რომლის ინტერესები მონარქთა და მიწათმფლობელთა ინტერესებს უპირისპირდებოდა. ლიბერალები ემხრობოდნენ მთავრობის ჩარევისაგან ''თავისუფალ" საბაზრო და ეკონომიკურ წყობას, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემდა მოგებაზე ემუშავა, ხალხს კი თავისუფალ ვაჭრობაში შეუწყობდა ხელს.ადრინდელი ლიბერალებისაგან განსხვავებით, რომლებიც მთავრობისაგან მოითხოვდნენ, რაც შეიძლება ნაკლებ ჩარეულიყვნენ მოქალაქეთა ცხოვრებაში, თანამედროვე ლიბერალებმა აზრი შეიცვალეს და თვლიან, რომ მთავრობას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა ისეთ სოციალურ მომხასურებებზე, როგორიცაა : ჯანდაცვა, პენსიები, განათლება და ა.ე.
ლიბერალური დემოკრატია, რომელიც თავდაპირველად დასავლეთ ავროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარდა, 1989-91 წლებში აღმოსავლეთ ევროპაშიც იმკვიდრებს ადგილს.მეცხრამეტე საუკუნიდან განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ლიბერალური იდეოლოგიის ბუნებასა და არსს აშკარა კვალი დაამჩნია.ლიბერალიზმი ცრდილობს, ისეთი პირობები დაამყაროს, როდესაც ადამიანები და ჯგუფები თვითონ განსაზღვრავენ, რა აის კარგი ცხოვრება და შეძლებენ სწორედ ასეთი ცხოვრებით იცხოვრონ.

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0