x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
პურიტანები

imageპურიტანები, რაც ლათინურად წმინდას აღნიშნავდა, მე-17 საუკუნეების ინგლისის ბურჟუაზისს რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეები იყვნენ, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მეფის ბანაკის და თავადაზნაურების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდნენ ინგლისის ეკლესიის გაწმენდას, რომის კათოლიციზმის ნარჩენებისგან.ისინი გამოირჩეოდნენ სამოსით და ვარცხნილობით რაც კათოლიკე ინგლისელების უკმაყოფილებას იწვევდა.მათი აზრით, თითოეულ კრებას სახელმწიფო რელიგიისგან დამოუკიდებლად უნდა ემართა საკუთარი თავი.ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ი მათ ძალიან ავიწროვებდა და ცდილობდა თავის გავლენის ქვეშ მოექცია ისინი.ასეთი გამოუვალი მდგობარეობის შედეგად მათ მოუწიათ ჰოლანდიაში გაქცევა სადაც მათ მეტი თავისუფლება ელოდათ, თუმცა ჰოლანდიაში შემწყნარებულმა დამოკიდებულებამ სხვადასხვა რელიგიებისადმი ცვლილებები მოახდინა და მათ მოუხდათ ჰოლანდიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლებულიყვნენ.ისინი მზად იყვნენ რელიგიის რწმენის გულისთვის, შორს გადახვეწილიყვნენ. პურიტანების რწმენა დაფუძნებული იყო ფრანგი პროტესტანტის, რეფორმატორის ჟან კალვინის სწავლებებზე. პურიტანებმა შეითვისეს სწავლება ბედისწერის შესახებ და სწამდათ, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ვის გადაარჩენდა და ვის სამუდამო წამებას მიუსჯიდა ჯოჯოხეთის ცეცხლში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა, რადგან მას არ შეეძლო თავიდან აეცილებინა მისთვის წინასწარ განსაზღვრული მომავალი. წინასწარ არავინ იცოდა ზეცაში ნეტარება ელოდა თუ ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა.პურიტანები შრომისმოყვარეობით, სიმამაცითა და თავიანთი რელიგიისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ხალხი დღესაც საუბრობს „პურიტანების ბუნებაზე“ და „პურიტანების პატიოსნებაზე“.







0
125
შეფასება არ არის
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0