x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311078
  • სურათი:412069
ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიშა მესხი და მისი მეგობარი უკრაინელმა სამართალდამცავებმა სიკვდილს გადაარჩინეს(+ვიდეო).

image
უკრაინულ საიტებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, ტაქსიში იმყოფებიან. ორივე უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ მისი მეგობრის გამოფხიზლება და გონზე მოყვანა შეძლეს. მას ჯიბიდან ამოუცვივდა აბები და კითხვაზე, თუ რა წამალი ჰქონდათ მათ მიღებული, უპასუხა რომ "ლირიკა" დავლიეთო. იგი ვერ ხვდებოდა თუ სად იმყოფებოდა, ის კი გაიხსენა რომ თბილისელი იყო და როდესაც უთხრეს, რომ იგი კიევში, "ბორისპოლის" აეროპორტში იმყოფებოდა, მას შემდეგ გაახსენდა, რომ თბილისში აპირებდნენ გაფრენას. უგონო მდგომარეობაში მყოფ მიშა მესხს კი, როგორც ვიდეოდან ჩანს, ექიმების დახმარება დასჭირდა და იგი ტაქსიდან საკაცით გადაიყვანეს. უკრაინელმა პატრულმა მიშა მესხის ვინაობის დადგენა შეძლო და განაცხადა, რომ იგი თბილისში ცნობილი მსახიობი და საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი ფეხბურთელის მიხეილ მესხის შვილიაო. კიეველი სამრთალდამცავების დახმარებით მიშა მესხი და მისი მეგობარი სიკვდილს გადაურჩნენ.

უკრაინული ტელევიზია espreso.tv ავრცელებს შემდეგი სახის ინფორმაციას სათაურით:

"კაიფის ქვეშ" მყოფმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა "ბორისპოლის" აეროპორტში გონება დაკარგა.

"ორი საქართველოს მოქალაქე ტაქსიში ღრმა ძილს მიეცა. ტაქსის მძღოლმა, რომელსაც ისინი აეროპორტში მიყავდა, გამოიძახა პოლიციელები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დროულად შეძლეს ნარკომანების სიცოცხლის გადარჩენა."

გთავაზობთ ვიდეოს:



276
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0