x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა გადაწყვეტილება მიიღო ინგა გრიგოლიამ ცხოვრებაში პირველად...


imageცნობილი ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უკვე მერვედ იწყებს ყველაფერს თავიდან. თავისი კარიერის განმავლობაში მან არაერთი ტელევიზია გამოიცვალა და არაერთხელ მოუწია საკუთარი გადაცემის დახურვა სხვადასხვა მიზეზების გამო.
ამჯერად, ჟურნალისტი ტელეკომპანია “პირველის“ გენერალური პროდიუსერი გახლავთ და საკუთარ გადაცემაზე მუშაობს, რომელიც ძალიან მალე
გავა ეთერში. უფრო კონკრეტულად კი, ინგა გრიგოლია პირველად, 1 თებერვლიდან ახალ ამბებს წაიყვანს დღეში სამჯერ, რაც მისთვის ნამდვილად ახალია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს და წერს:


„მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე და წავიყვან ახალ ამბებს, დღეში სამჯერ: ორზე, ოთხზე და შვიდზე... ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა ეს არ იქნება ტრადიციული ახალი ამბები....დღეში სამჯერ წავიყვან ნიუს თოქ -შოუს... ამბები, სტუმრები, ექსკლუზივები... საათში ერთხელ კი ნიუსი... არხის მთავარი თოქ-შოუ, რომელსაც ჟიჟი და ვახო სანაია უძღვებიან, ტრადიციულად საღამოს რვაზე იქნება ეთერში. ასე რომ, გვიყურეთ პირველი თებერვლიდან ტვ “პირველზე“. P.S.---- არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ - დიდ არხზე თუ პატარაზე, ნაციონალურზე თუ საკაბელოზე.... მთავარია არ გაჩერდე და გულით აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს. მე ძალიან მიყვარს ეს საქმე....ძალიან“.

0
621
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0