x
მეტი
  • 07.12.2016
  • სტატია:61728
  • ვიდეო:311144
  • სურათი:412112
ნინი წიკლაური თხოვდება

imageქართველი მომღერალი
ნინი წიკლაური საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო და მისი ცხოვრების
დეტალები, რომლებიც დედას და მის ოჯახს უკავშირდება, ყველასთვის ცნობილია. მომღერალი საკუთარ წარსულზე ყოველთვის ღიად საუბრობდა და ამ ყველაფერმა მის კარიერაზე დადებითი გავლენაც კი მოახდინა.
დღესდღეობით ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი ნიუ-იორკში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა და მეგობარ ნინი შერმადინთან ცხოვრობდა. მის შესახებ, დღემდე არაერთი ჭორი გავრცელებულა, თითქოს რომელიღაც მდიდარი ბიზნესმენის საყვარელი იყო და ა.შ. თუმცა, მომღერალი არცერთ ჭორს არ ადასტურებს და ამ ყველაფერზე მხოლოდ და მხოლოდ ხალისობს. წარსულისგან განსხვავებით, ის არავისთან საუბრობს მომავალსა და პირად ცხოვრებაზე. ასევე,
წარმატებით მალავს შეყვარებულის ვინაობას, რომელიც უკვე დიდიხანია ჰყავს და გავრცელებული ინფორმაციით, 23 იანვარს დაქორწინებასაც აპირებს და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა, რაც მეგობრებისთვისაც მოულოდნელი ამბავი იყო.

ნინიმ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თავისი პირველი საქორწინო საჩუქარი, ბეჭედი გამოაქვეყნა და წერს, რომ მას არასდროს არ მოიხსნის. რაც შეეხება საქმროს, მისი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის 23 იანვარს გახდება ცნობილი.

image

0
187
6-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0