x
რა გავლენას ახდენს ნაყოფზე ორსულობისას თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღება
22 იანვარი, 15:12

image თამბაქოს გავლენა ნაყოფზე
ნივთიერებებს შორის, რომლებიც ნაყოფის ნორმალურ
ზრდა-განვითარებას აფერხებენ, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი თამბაქოს ბოლში შემავალ ტოქსინებს უკავიათ. თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძაღღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. თუმცა, ქალები, რომლებიც ორსულობისას ეწევიან დამატებითი ჯანმრთელობის რისკების ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს და ნაყოფს. ორსულობის
დროს მოწევის საფრთხეები მოიცავს ახალშობილის ნაადრევ დაბადებას, გარკვეულ თანდაყოლილ პათოლოგიებს და ახალშობილთა სიკვდილს.ორსულობისას სიგარეტის მოწევა 20-30 პროცენტში იწვევს ნორმაზე ნაკლები წონის ბავშვების დაბადებას, ასეთი ახალშობილები უფრო სუსტები არიან და მეტი დროით დაყოვნება უწევთ საავადმყოფოში, ზოგიერთი მათგანი იღუპება კიდეც, 14 პროცენტში ნაადრევ მშობიარობას და დაახლოებით 10 პროცენტში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას. ორსული ქალის თამბაქოს წევასთანაა დაკავშირებული მათ შთამომავლობაში ავთვისებიანი სიმსივნეები (თავის ტვინის სიმსივნისა და ლეიკემიის) განვითარების გაზრდილი რისკი.თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს.
თამბაქოს მომხმარებლებში ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება.რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე, უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რონ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს.

თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს, რაც ორსულობისას ბავშვისთვის საკვებისა და ჟანგბადის მიწოდების წყაროს წარმოადგენს. ასევე, შესაძლოა მოხდეს პლაცენტის საშვილოსნოსგან ნაადრევი აცლა, რაც იწვევს სისხლდენას და საშიშია.როცა ფეხმძიმე ქალი ეწევა ბავშვი იღებს თამბაქოს შემადგენელ ყველა ტოქსიკურ ნივთიერებას დედის სისხლის მეშვეობით. ნახშირჟანგი ხელს უშლის ნაყოფისათვის ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას. სიმსივნის გამომწვევი აგენტები აზიანებენ გენეტიკურ მასალას – დნმ-ს და შედეგად ზრდიან ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკს. ასევე:
• შემცირებულია სმენითი ორიენტაცია და ადეკვატური ქცევითი რეაქცია.
• ახალშობილებში ტრემორი
• სკოლამდელ ასაკში ზოგადი უნარ – ჩვევების
ტესტებში დაბალი შეფასებები.
• სკოლაში შესვლამდე ქცევითი და ფსიქოლოგიური პრობლემები.
• სკოლის პერიოდში ვერბალური შეფასების დაბალი ქულები.
• მომატებული აქტივობა, იმპულსურობა
და უყურადღებობა.
• მოზარდობის პერიოდში ქცევითი დარღვევები (ვაჟებში)
და ნივთიერებებზე-ნიკოტინ დამოკიდებულება (გოგონებში).

შეიძლება განვითარდეს სპონტანური აბორტი (ნაყოფის სიკვდილი). ასეთი რისკი უფრო მეტია ისეთ ორსულებში, რომლებიც 20 ღერზე მეტს ეწევიან დღეში. ქალების
ახალშობილებში მეტია ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების ალბათობა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს თუ დაანებებს
თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი იცოცხლებდა, თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.

რა არის ორსულისთვის მოწევისთვის თავის დანებების
დადებითი მხარეები?
1.მოწევისთვის თავის დანებება თავს უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენი ბავშვისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს;
2.როდესაც თავს ანებებთ მოწევას: თვენ ბავბშვს მეტი ჟანგბადი მიეწოდება;
3.მცირდება რისკი, რომ თქვენი ბავში დროზე ადრე დაიბადება;
4. იზრდება ალბათობა, რომ თქვენი ბავშვი თქვენთან ერთად დაბრუნდება სახლში სამშობიაროდან.



imageალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღება იწვევს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხებას, როდესაც ფეხმძიმე ქალი სვამს - "ნაყოფიც სვამს”. ალკოჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ნერვულ
სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება, ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება. იმის უმთავრესი მიზეზი, ბავშვები გონებრივი განვითარების შეფერხებით იბადებიან არის ალკოჰოლური სინდრომი. ისინი
კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან და
აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება, ალკოჰოლურ ნივთიერებათა ფართო სპექტრი აზიანებს ძირითადად ნაყოფის ძვალ-სახსროვან სისტემას და საბოლოო ჯამში გამოიხატება მკვდარშობადობით, ნაყოფის განვითარების შეფერხებით, ნაადრევი მშობიარობით.
გონივრულია, რომ ფეხმძიმე ქალებმა ან მათ, რომლებიც აპირებენ ბავშვის გაჩენას, საერთოდ არ მიიღონ არანაირი ალკოჰოლი.

74
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
ფეხმძიმობის პერიოდში ბავშვის განვითარების ეტაპებიფეხმძიმობის პერიოდში ბავშვის განვითარების ეტაპები
წარმოგიდგენთ ფეხმძიმობის პერიოდში ბავშვის მუცლადყოფნის დასურა...
ფეხმძიმობის პერიოდში წონის მატების ნორმებიფეხმძიმობის პერიოდში წონის მატების ნორმები
ფეხმძიმობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსული ქალების წონის კ...
უცნაური დაავადებებით დაბადებული 10 ახალშობილი (+ვიდეო)უცნაური დაავადებებით დაბადებული 10 ახალშობილი (+ვიდეო)
სტატიის თემა ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ მაინც საინტერეს...
მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაური და საინტერესო ახალშობილის ისტორია!მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაური და საინტერესო ახალშობილის ისტორია!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ...
ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება!ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება!
ინგლისში 23 წლის დედამ გააჩინა სამი ტყუპი. როდესაც ბეკი-ჯო ალენმა შეიტ...
ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარაქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა
უნიკალური შემთხვევა მოხდა ამერიკის "Helen DeVos" კლინიკაში, რომელიც მდებ...
ორსული მამაორსული მამა
ტომას ბიუტი ტრანსექსუალია ამერიკიდან.მან მსოფლიოს ყურადღება იმიით მიიქცია, რომ გადაწყვიტა თავისი მ...
ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდიჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი
სამხრეთ ამერიკაში გასაოცარი სამედიცინო ''აღმოჩენა'' გააკეთეს გინეკოლოგიაში....
9 ახალშობილი, რომლებსაც თანდაყოლილი ორგანოები ჰქონდათ...9 ახალშობილი, რომლებსაც თანდაყოლილი ორგანოები ჰქონდათ...
ყველაფერი უფლის ნებაა... სჯობს ასე დავიწყოთ, შესაზლოა...
კატამ ბავში სიკვდილს გადაარჩინაკატამ ბავში სიკვდილს გადაარჩინა
საინტერესო ფაქტი მოხდა ირლანდიაში, კატამ პატარა ბავშვი სიკვდილ გადაარჩინა, ...