x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უილ სმიტი ოსკარის ცერემონიალს არ დაესწრება!

imageროგორც უკვე იცით, ოკარის რიგით 88-ე დაჯილდოვების ნომინაციების გამოცხადებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მსახიობები (და არა მარტო ისინი) აპროტესტებენ ფაქტს, რომ უკვე მეორე წელია, რაც ყველა ნომინანტი თეთრკანიანია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უილ სმიტის მეუღლე, მსახიობი ჯადა პინკეტ სმიტი არ დაესწრებოდა 28 თებერვალს გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალს.
უილი ცოლს უერთდება და ამბობს რომ თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ოსკარის 20 სამსახიობო ნომინაციიდან ყველა ნომინირებული თეთრკანიანია.



„ჩემი მეუღლე არ მიდის, ძალიან უცნაური იქნებოდა მე რომ შარლიზთან (ტერონი) ერთად წავსულიყავი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მართალია ამ საზოგადოების წევრები ვართ, მაგრამ ამ მომენტში, ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს და არამართებულად მიგვაჩნია თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგადაა.“



უილ სმიტი საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ორჯერ იყო ნომინირებული ფილმებისათვის “ალი” და “ბედნიერების კვალდაკვალ“.
მაყურებელი მას ახალი ფილმისათვის “შერყევა” უწინასწარმეტყველებდა ნომინაციას იმავე კატეგორიაში, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0