x
image
მანჩო 777
ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონები უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე
ჩვენ გასაოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ. უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიებმა საოცარი ნახტომი განიცადა პროგრესისაკენ. ჯერ კიდევ სულ ცოტაოდენი ხნის წინ მობილური ტელეფონები ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ბევრს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო მასზე, დღეს კი ეს გაჯეტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მოდით, დღევანდელ პოსტში ერთად გავიხსენოთ ის მობილური ტელეფონები, რომლებიც ყველაზე პოპულარული იყო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. რომელიმე მათგანის მფლობელი თქვენ აუცილებლად იქნებოდით.



image





1996 წელი - Motorola StarTAC


image

ეს იყო მობილურების ისტორიაში პირველი გასაშლელი ტელეფონი, რომელმაც სათავე დაუდო მსგავსი ტიპის გაჯეტების წარმოებას და კიდევ, Motorola StarTAC იყო პირველი მასობრივი ტელეფონი, რაც განაპირობა ორმა ფაქტორმა- იმ დროისათვის საკმაოდ თანამედროვე ფუნქციებმა და შედარებით ხელმისაწვდომმა ფასმა- 1000$. საერთო ჯამში სულ გაიყიდა 60 მილიონი ეგზემპლარი. დღევანდელი საზომით ეს სასაცილო ციფრია, თუმცა იმ დროისათვის შთამბეჭდავი.



1997- Nokia 6110


image

წლის ბოლოს გამოსული Nokia 6110 ერთბაშად რამოდენიმე სფეროში გახდა პიონერი. ეს იყო პირველი მობილური ტელეფონი ხატულებზე (იკონა) დაფუძნებული სამომხმარებლო ინტერფეისით. მანამდე მომხმარებლებს მხოლოდ ტექსტური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ. ამასთან ეს იყო პირველი მობილური ტელეფონი, რომელზეც დამონტაჟებული იყო ინფრაწითელი პორტი მონაცემთა გადაცემისათვის.



1998 - Nokia 5110


image

ეს იყო ნამდვილად პირველი მასობრივი ტელეფონი ჯერ ერთი, ხელმისაწვდომობის, მეორეც - გაფართოებული შესაძლებლობების გამო. ის ნამდვილი ჰიტი გახდა და 160 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.



1999 - Nokia 3210


image

არანაკლებ წარმატებული იყო 1999 წელს გამოსული Nokia 3210 -170 მილიონამდე გაყიდული ერთეული მთელ მსოფლიოში. ეს იყო ისტორიაში პირველი ტელეფონი მასში ჩამონტაჟებული ანტენით. სწორედ ეს გახდა ძირითადად მისი პოპულარობის განმსაზღვრელი-უკვე აღარავის აღარ მოსწონდა ტელეფონების კორპუსებიდან გამოჩრილი ანტენები.



2000 - Nokia 3310


image

დიახ, სწორედ Nokia 3310 გახლდათ ცნობილი "აგური". მიუხედავად იმისა, რომ ის თავის ორ წინამორბედთან შედარებით ნაკლები რაოდენობით გაიყიდა-სულ 126 მილიონი ეგზემპლარი, ტელეფონი პოპულარული გახდა საოცარი გამძლეობის და ამტანობის წყალობით, რის გამოც მას თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს თანამედროვე სმარტფონებს.



2001 - Ericsson T39


image


2001 წელს გამოსული Ericsson T39 გაყიდვების მიხედვით სუპერპოპულარული არ ყოფილა, მაგრამ ის გახდა გამორჩეული იმით, რომ ეს იყო მობილურების ისტორიაში პირველი ტელეფონი Bluetooth-ის ფუნქციით.



2002 — Nokia 7650


image

2002 წელს ტექნოლოგიებმა დიდი ნახტომი განიცადეს ერთბაშად რამოდენიმე სფეროში. მობილურ ტელეფონში მასიურად დაიწყეს ფერადი დისპლეის და კამერების გამოყენება. ძალიან პოპულარული გახდა ტელეფონი Nokia 7650, რომელმაც მაშინათვე აითვისა ეს ორი ნოვაცია.



2003 — Nokia 1100


image

იმ დროს, როცა მწარმოებლებმა მასიურად დაიწყეს ფერადეკრანიანი და კამერიანი მობილური ტელეფონების წარმოება, Nokia-მ გამოუშვა გამარტივებული მოდელი 1100 სწრაფად მზარდი ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ძირითადად გათვლილი იყო ჩინური ბაზრისათვის, მაგრამ სიმარტივის და საიმედოობის წყალობით ეს ტელეფონი Nokia-ს გაყიდვების ლიდერი გახდა. მისი გამოსვლიდან მხოლოდ პირველი ხუთი წლის განმავლობაში გაიყიდა 200 მილიონამდე ეგზემპლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ წლებში ერთი კვირის განმავლობაში საშუალოდ მილიონამდე ამ სერიის ტელეფონი იყიდებოდა.



2004- Motorola RAZR V3


image

Nokia 3310-ის მსგავსად, Motorola RAZR V3 გამოსვლისთანავე გახდა საკულტო ტელეფონი. გამოსვლის მომენტიდან ის კომპანიის ფლაგმანი იყო. მისი დამახასიათებელი თავისებურება გახდა ზეთხელი პროფილი ( იმ დროისათვის) და ლოთონის სიუხვე დიზაინში, მათ შორის ლითონის კლავიატურა. მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში მსოფლიოს ბაზრებზე 130 მილიონამდე Motorola RAZR V3 გაიყიდა.



2005- Sony Ericsson K750i


image

ტელეფონმა, რომელიც ნამდვილი ბესტსელერი გახდა ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაამაგრა კომპანია Sony Ericsson-ის პოზიცია მობილური ტელეფონების მწარმოებელთა შორის. ბევრი სპეციალისტის აზრით, Sony Ericsson K750i იყო კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტი მთელი მისი არსებობის მანძილზე.



2006 — Nokia N73


image

"ნოკიას" მეტად პოპულარული პროდუქტი, რომელსაც დღესაც კი იყენებს ბევრი მომხმარებელი. ეს იყო ფინური კომპანიის პირველი ტელეფონი 3, 2 მეგაპიქსელიანი კამერით. მოდელის ინოვაცია იყო ერთდროულად ორი დინამიკის არსებობა სტერეოჟღერადობის მისაღწევად.



2007- iPhone


image

2007 წელს მსოფლიოში პირველი iPhone-ის გამოსვლით დაიწყო სმარტფონების ერა. ეს იყო რევოლუცია მობილური ტელეფონების ისტორიაში. პირველ რიგში აიფონის უპირატესობა განოიხატებოდა ციფრული კლავიატურის მაგივრად სენსორების გამოყენებაში.



2008 -HTC Dream


image

HTC Dream არაა ყველაზე პოპულარული და ცნობილი ტელეფონი, მაგრამ ამ სიაში მოხვედრას იმსახურებს თუნდაც იმის გამო, რომ ეს იყო პირველი ტელეფონი ანდროიდული მართვით. გამოსვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ აშშ-ში მილიონამდე HTC Dream გაიყიდა.



2009- iPhone 3GS


image

წინა მოდელების შვილობილი iPhone 3GS- სმარტფონი S ინდექსით, რაც სიჩქარეს («Speed») აღნიშნავს, ორჯერ უფრი სწრაფი იყო მის წინამორბედებზე. აპარატის კომერციული წარმატება გასაოცარი იყო. მხოლოდ პირველ კვირაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ მოდელი მხოლოდ 9 ქვეყანაში იყიდებოდა, მისი 1, 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.



2010- Nokia 5230


image

ეს იყო წინა ფლაგმანის Nokia 5800-ის საბიუჯეტი ვარიანტი. ტელეფონის ტექნიკური შიგთავსი საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მოძველებული დიზაინი არქაულად გამოიყურებოდა პოპულარული iPhone-ის და სენსორული HTC-ის ფონზე. მოუხედავად ამისა, პირველივე წელს ტელეფონის 150 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.



2011- Apple iPhone 4S


image

ეს იყო კომპანია Apple-ის პირველი ტელეფონი, რომელშიც გამოყენებული იქნა ხმოვანი დამხმარე Siri. ამ დროიდან მოყოლებული ტელეფონების უმეტესი ფუნქციის მართვა შესაძლებელი გახდა ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონს საკმაოდ ბევრი მინუსი ჰქონდა დასატენი ბატარეის, კამერისა და სხვა მხრივაც, მან გაყიდვების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა - 83 მილიონი დააგროვა.



2012 - Samsung Galaxy S*


image

Samsung Galaxy S2 და S3 2012 წლის ნამდვილ ჰიტებად იქცა. ეს აპარატები ბევრ მომხმარებელს მოსწონდა დიზაინის, ტექნიკური მახასიათებლების, დიდი ეკრანის და 4-ბირთვიანი პროცესორის წყალობით. ტელეფონების მხოლოდ მესამე ვერსიის 40 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.



2013 - Nokia Lumia 1020


image

ეს იყო სმარტფონი კამერის გაფართოების უპრეცენდენტო შესაძლებლობით-კერძოდ, 41 მეგაპიქსელამდე. გამოსახულების მაქსიმალური ზომა 7136х5360 პიქსელს აღწევდა.



2014 - iPhone 6 და iPhone 6 Plus


image

კომპანია Apple-ის მიერ 2014 წელს გამოშვებული ეს ორი სმარტფონი 74, 5 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. ამ აიფონებში პირველად იქნა დამონტაჟებული NFC-ჩიპები.



2015 - Samsung Galaxy S6 edge


image

კორეული კომპანიის ფლაგმანი მსოფლიოში პირველი სმარტფონი გახდა, რომლის გადაღუნვაც შესაძლებელია ორივე მხარეს. ეკრანის დიაგონალი 5, 7 დუიმია, გაფართოება 1440х2560 და პიქსელების სიხშირე 518 ppi. გაყიდვების რაოდენობაზე ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ის სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ Samsung Galaxy S6 edge-ზე მიღებული შეკვეთების რაოდენობამ გაცილებით გადააჭარბა Samsung Galaxy S6-ზე არსებულ შეკვეთებს.




p.s. ცხოვრება წინ მიდის, ტექნოლოგიები გამუდმებით ვითარდება. თუ რა საოცრებებს შემოგვთავაზებენ უახლოეს ხანებში მობილური ტელეფონების მწარმოებლები, ამას მომავალი გვიჩვენებს.

20
1114
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1114
  
2017, 10 მარტი, 11:46
K750i ეხლაც მაქ , სათადარიგო ტელეფონად და როგორც ახალი ისე მუშაობს , არც ელემენტი აწუხებს და არც სენსორი :-))
2016, 23 იანვარი, 0:26
:D
2016, 23 იანვარი, 0:24
მიხვედრილი ხალხი მიყვარს :D
2016, 23 იანვარი, 0:22
სამარიაჟოდ ხო? :DDD
2016, 23 იანვარი, 0:21
რავიცი ვერ ვიტან და მომკალი ჰა :) არა გოგოსთვის მართლა კარგია... :)
2016, 23 იანვარი, 0:19
რატომ? მოსახერხებელია სენსორი, უბრალოდ თავად ტელეფონია სუსტი.
2016, 23 იანვარი, 0:14
K800i მაქვს უკვე 9 წელია :) ერთი სენსორიანი ტელესიც... თუ მაგასაც ტელეფონი ქვია :)
2016, 22 იანვარი, 21:20
სონი ერიქსონი კია სიაში :)
2016, 22 იანვარი, 21:08
ჩემი სონი რატომ ვერ მოხვდააა:-(
2016, 22 იანვარი, 21:08
:D :D მერე და დამცველები რისთვის არსებობს :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10