x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თმის ვარცხნილობა -" კუდი"
ვარცხნილობა "კუდი" თითქმის ყოველთვის წაუგებელი ვარიანტია, როცა გჭირდებათ "საქმიანი" ვარცხნილობის შექმნა ან უბრალოდ დრო არ გყოფნით უფრო სერიოზული ვარცხნილობის გასაკეთებლად. ამგვარად იფიქრეს ცნობილმა დიზაინერებმაც და თავიანთ ჩვენებებზე "კუდის" ბევრი საინტერესო ვარიანტი წარმოადგინეს.

image

პრიალა და გლუვი თმა შეგიძლიათ შეკრათ კუდის სახით. როგორც მაგ. წარმოდგენილი იქნა Donna Karan და Jaeger London-ის საგაზაფხულო კოლექციების ჩვენებაზე.
მსგავსი ვარცხნილობის შესაქმნელად თმის ლაქი დააფრქვიეთ სავარცხელს, ჩამოივარცხნეთ თმის რიგები და შეკარით „კუდი“.

image

Donna Karan


image

Tommy Hilfiger

image

Jaeger London
შეგიძლიათ აირჩიოთ ვარცხნილობა Carolinа Herrera, Krizia-ს ჩვენებიდან. შეკარით დაბალი კუდი, გაათავისუფლეთ რიგები შუბლის დონეზე, დააუთავეთ, გადაივარცხნეთ უკან, შემოახვიეთ თმა კუდის გარშემო, თავისუფალი ძირები დაამაგრეთ
სამაგრებით.

image
Mary Katrantzou

image

Krizia
image

Carolinа Herrera

ბერძნული „კუდის“ შექმნას Hervé Léger -ის ჩვენებიდან დასჭირდება რამდენიმე წთ. მოაგროვეთ თმების მესამედი და აიწიეთ მაღლა, კიდევ მესამედი შეკარით თავის შუაგულში, დანარჩენი კი დაბლა კეფაზე. ზედა კუდი თმის რეზინით მიყოლებით შეკარით თმის დანარჩენ კონასთან.

image

Hervé Léger
ასევე აქტუალურია ე.წ. "თავისუფალი კუდი", რომლის შესაქმნელად თმები დაიმაგრეთ რაც შეიძლება ქვევით, რისთვისაც თამამად გამოიყენეთ თავშესაქცევი აქსესუარები-ლენტები, ბაფთები ან თავსაფარი, მაგ. როგორც მოდელებს Viktor & Rolf-ის ჩვენებიდან.

image
Viktor & Rolf


3
3083
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
3083
  
2012, 8 დეკემბერი, 22:03
მომეწონნააა
2012, 11 სექტემბერი, 12:37
Mომწონს
0 1 3