იარაღი და ტექნიკა სად არის ტანკების "სასაფლაო"? 2016, 22 იანვარი, 11:29 სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, ერაყი რამოდენიმეჯერ შეიჭა კუვეიტში.
ერაყს სურდა კუვეიტის დაპყრობა. მოგახსენებთ, რომ კუვეიტი არის ერთ-ერთი
უმდიდრესი ქვეყანა არაბულ სამყაროში და ასევე მთელ მსოფლიოში.
ერაყის გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა მსოფლიოს ლიდერებმა და
არაბულმა სამყარომ. ამ ყველაფრის შემდეგ კუვეიტში ტანკების "სასაფლაო" გაჩნდა... ტანკები უკვე წლებია 50 გრადუსი სიცხის ქვეშ დგანან. ამ უკაცრიელ ადგილზე ნებისმიერი ადამიანი დიდი ხნით ვერ გაჩერდება, რადგან რკინის ტანკები უფრო მაღალ ტემპერატურას გამოსცემენ. ეს ადგილი კუვეიტში უკვე ბევრ ტურისტს იწვევს, მაგრამ ტანკების "სასაფლაოს" მნახველებს ტერიტორიაზე, მხოლოდ და მხოლოდ 20 წუთით აჩერებენ. უფრო მეტხანს გაჩერებაც ფიზიკურად შეუძლებელია. ტანკების რამოდენიმე ათეული უდაბნოს ქვიშაშია ჩაფლული. ტერიტორიას იცავს კუვეიტის შეიარაღებული ძალები. ტანკების "სასაფლაოს" ყოველწლიურად მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს. ახლა ნახეთ კუვეიტში მდებარე ტანკების "სასაფლაოს" საინტერესო ფოტოები, რომლების მნახველები აღფრთოვანებული რჩებიან.... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1151 7-ს მოსწონს |