x
რა უნდა ვიცოდეთ H1 N1 და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში
22 იანვარი, 1:42

გრიპს კლინიკურად ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულის რევა, პირღებინება და დიარეა.

ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სიმპტომებია:

* გახშირებული ან გართულებული სუნთქვა,

* კანის სილურჯე,

* სითხის მიღების შემცირება,

* მივარდნილობა, არაკონტაქტურობა,

* გაღიზიანებადობა,

* გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად მაღალი სიცხე და ხველა,

* ცხელება და გამონაყარი.

მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სიმპტომებია:

* გახშირებული და გართულებული სუნთქვა,

* ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში,

* უეცარი თავბრუსხვევა,

* მოუსვენრობა, შფოთვა,

* მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

თუ თავს გრძნობთ შეუძლოდ, გაქვთ ცხელება, ახველებთ, გტკივათ ყელი...

* დარჩით სახლში, მოერიდეთ სამუშაო ოთახს, სკოლას ან თავშეყრის ადგილებს,

* დაისვენეთ, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე,

* ხველისა და ცემინების დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ერთჯერადი ქსოვილი (ხელსახოცი). გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გაანადგურეთ.

* ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ხველის ან ცემინების შემდეგ,

* მოერიდეთ ადამიანებთან კონტაქტს.

* საავადმყოფოში მისვლამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგ. ახლახანს იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები).

* მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი. მკურნალობისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირის (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება, ასევე თავიდან აგაცილოთ სერიოზული გართულებები. A(H1N1)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

დაავადებისაგან თავის არიდება შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით:

* ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით,

* ეცადეთ, იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში,

* თავი აარიდეთ სტრესებს,

* კარგად გამოიძინეთ,

* მიიღეთ სითხეები,

* იკვებეთ ჯანსაღად,

* მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს,

* ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით.

დღეისათვის საქართველოში დაფიქსირებულია ვირუსით დაავადების რამდენიმე მსუბუქი შემთხვევა, ისიც უცხოეთში ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით არ არსებობს რეალური საფრთხე. გისურვებთ ჯანმრთელობას!image

204
4-ს მოსწონს
35
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
   ქართული კლავიატურა
22 იანვარი, 2:24
მადლობ
22 იანვარი, 2:06
მადლობა კარგი სტატიაა.
0 1 2
ყველაზე ძვირადღირებული კბილის პასტა მსოფლიოშიყველაზე ძვირადღირებული კბილის პასტა მსოფლიოში
პირველად კბილის პასტა ნახსენებია ეგვიპტურ მონუსკრიპტში, რომელიც ...
სასკოლო დაფაზე შესრულებული საოცარი ნახატებისასკოლო დაფაზე შესრულებული საოცარი ნახატები
იაპონის ერთერთ სკოლაში მხატვარი და მასწავლებელი ხიროტაკა ხამასაკი ხ...
ჰერმანის ბადე: რამდენ შავ წერტილს ხედავთ თქვენ?ჰერმანის ბადე: რამდენ შავ წერტილს ხედავთ თქვენ?
ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანის თვალს არ შესწევს უნარი გადაამუშა...
მსხვერპლის ფსიქოლოგიამსხვერპლის ფსიქოლოგია
მსხვერპლის ფსიქოლოგიას შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც ვიქტიმოლოგია ეწოდება. ვიქტიმოლოგი...
კაცი, რომელიც +19 გრადუსზე გაიყინა – დაუჯერებელი რეალური ისტორიაკაცი, რომელიც +19 გრადუსზე გაიყინა – დაუჯერებელი რეალური ისტორია
XX საუკუნის 50-იან წლებში სატვირთო ხომალდი, რ...
ევთანაზია-დანაშაული თუ დახმარება ?!ევთანაზია-დანაშაული თუ დახმარება ?!
თუ როგორც ბევრი ადამიანის აზრით სიკვდილი არის ბუნებრივი მოვლენა და ფაქტობრი...
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
ცოდნის მენტალური რეპრეზენტაციაცოდნის მენტალური რეპრეზენტაცია
კავშირის ცოდნა: ნახატი სიტყვების წინააღმდეგ ცოდნა სხვდასხვა გზით შეიძლება იქნა...
ამ ოთხი ვარიანტიდან რომელს მიეკუთვნებით?ამ ოთხი ვარიანტიდან რომელს მიეკუთვნებით?
შეგიძლიათ შეკრათ მუშტი და გაიგოთ რომელ ვარიანტს მიეკუთვნებით ამ ოთხიდა...