x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
ბეტი ბროსმერი-50-იანი წლების სექსსიმბოლო

image


იყო მერლინი მონრო, რომელიც არა მარტო აშშ-ს, არამედ პლანეტის სექსსიმბოლოდ იქცა, თუმცა ცოტასთვის თუა ცნობილი ქალი, რომელიც 50-იანი წლების ყველაზე სექსუალურ ქალბატონად ითვლებოდა და მილიონობით მამაკაცი ჭკუიდან გადაყავდა.ეს გახლდათ ბეტი ბროსმერი.(Betty Brosmer)

image

მან მოიგო 50-მდე სილამაზის კონკურსი აშშ-ში.ის იყო თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სასურველი მოდელი.მისი პოსტერი 200-ზე მეტ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა.

image

მისი სხეულის პარამეტრები საკმაოდ იშვიათი იყო:91-45-96, ბეტის საოცრად ვიწრო წელი, ფართო თეძოები და დიდი მკერდი ჰქონდა.

მას მიაკუთვნეს ტიტული:"50-იანი წლების იდეალური ფიგურა".

image

ამის გარდა ბეტი ბროსმერის სურათებით დამშვენებული იყი კალენდრები, სარეკლამო ბილბორდები, კვების პროდუქტების გარეკანები, მოკლედ ყველგან ბეტი ბროსმერი იყო.


მისი სამოდელო მოღვაწეობა 13 წელი გაგრძელდა იქამდე, სანამ კულტურისტ ჯო ვეიდერს არ გაჰყვა ცოლად 1961 წელს.

image

ამის შემდეგ ბეტიმ შეიცვალა მოღვაწეობის სფერო, ეწეოდა ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას, აგრეთვე კულტურიზმის და ფიტნესის ინსტრუქტორი გახდა.

image

ამჟამად ბეტი 80 წლისაა და დღესაც აქტიურად მოღვაწეობს, გამოსცემს ქალთა ჟურნალს "Shape", არის აგრეთვე რამდენიმე წიგნის ავტორი.სხვათა შორის არნოლდ შვარცნეიგერის აღმოჩენაში და დიდ გზაზე დაყენებაში დიდი წვლილი მიუძღვით ბეტის და მის მეუღლეს ჯო ვეიდერს.

imageimage
image


1
36
7-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
22 იანვარი, 1:42
:))) საინტერესოო სტატიიააა
პ.ს გამარჯობა, მე დავბრუნდიი თუ გახსოვარ მიხარია ძველ სახეებს რომ ვხედავ :))
0 1 1