x
სკანდალი: პეტერბურგში სამსახურიდან დაითხოვეს მედიკოსები, რომლებსაც საკეისრო კვეთის დროს მშობიარის მუცელში ზეწარი დარჩათ
22 იანვარი, 0:02

მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში ხდებოდა, მაგრამ კურიოზული შემთხვევა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, რეალურია და სინამდვილეს შეეფერება.


image


როგორც გამომცემლობა "ექიმ პიტერს" ახლადნამშობიარებმა მარინა ნ.-მ უამბო, მან ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. გარდა აუტანელი ტკივილებისა, უშუალოდ ოპერაციის შემდეგ ის საგონებელში ჩააგდო მუცელმა, რომელიც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ორსულობის დროს. " მე აუტანლად მტკიოდა მუცელი, თუმცა ექიმები მამშვიდებდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა". მიუხედავად ტკივილებისა და მაღალი ტემპერატურისა, მშობიარე ორი დღის შემდეგ რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. როცა ტკივილები გაგრძელდა, მარინას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ქალის მუცელში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, გარდა დიდი რაოდენობით დაგროვილი სითხისა და ჰემატომისა. მშობიარეს ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და მე-12 დღეს საავადმყოფოდან გაწერეს ჩვეულებრივი მშობიარობისშემდგომი რეკომენდაციებით.


სამშობიაროდან გამოწერის მესამე დღეს ტკივილისაგან გონდაკარგული მარინა "სასწრაფო დახმარებამ" კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მიიყვანა. ქალს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის დროსაც მის მუცელში უცხო სხეული დაფიქსირდა. სასწრაფოდ ჩატარებული ოპერაციის დროს ავადმყოფს მუცლიდან საოპერაციო ზეწარი და სამ ლიტრამდე ჩირქი ამოუღეს.


როგორც პეტერბურგის აკუშერიისა და გინეკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკის (ეს ის კლინიკაა, სადაც ეს კურიოზული შემთხვევა მოხდა) დირექტორმა განაცხადა, "შემთხვევას არ შეიძლება ეწოდოს წინასწარგანზრახული ბოროტმოქმედება ან არაპროფესიონალიზმი. სამედიცინო პრაქტიკაში ასეთები, სამწუხაროდ, ხდება. უცხო სხეულის აღმოჩენა კი იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ პაციენტის კლინიკური სურათი სრულებითაც არ შეესაბამებოდა იმ მდგომარეობას, რომელშიც იგი იყო"...( ასეთ აბსურდულ თავის მართლებას ცინიკურის გარდა, აბა სხვა რა შეიძლება ეწოდოს?).


image


დღევანდელი ექიმების შემხედვარე, ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ, რომ ავად არასოდეს გავხდეთ, მაგრამ რა ქნან ორსულებმა? შვილებიც აღარ გააჩინონ მათი შიშით?!

747
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
22 იანვარი, 11:23
და ზეწარს რა უნდოდა მუცელში?
22 იანვარი, 0:14
მეშინია ექიმების და უსაფუძვლოდ არა:(((
22 იანვარი, 0:12
ჩემს ახლობელს ბრმანაწლავის ოპერაციის შემდეგ შპადელი თუ რაღაც დაუტოვეს და მაღლი ტემპერატურების ფონზე მიაკითხა ექიმს, თან ტკივილებიც ჰქონდა, კინაღამ სეფსისი განუვითარდა, გადარჩა საბედნიეროდ.
0 1 3
ციცინო შურღაია ბესოს კიდევ არ ასვენებსციცინო შურღაია ბესოს კიდევ არ ასვენებს
მოკლედ ამ ქალმა ამ კაცს სული ამოხადა, ვინც არ იცით გეტყვით მოსკოვში ცხო...
ცნობადი ტრანსგენდერი წყვილი შვილს ელოდებაცნობადი ტრანსგენდერი წყვილი შვილს ელოდება
ცნობადი ტრანსგენდერი წყვილი შვილს ელოდება. მამა, ფერნანდო მახადო, დ...
თვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანესთვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანეს
ექიმებმა ქალაქ "ბომბეიში" ჩაატარეს თვალის ოპერაცია და პაციენტს 13 სანტ...
სასწაული მედიცინაში- კიბოს სამკურნალო მცენარე აღმოაჩინესსასწაული მედიცინაში- კიბოს სამკურნალო მცენარე აღმოაჩინეს
კიბო (სიმსივნე) არის მდგომარეობა, როცა ერთი ან რამდენ...
ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაშიყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაში
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ...
ცნობილი  მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ  (+16)ცნობილი მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ (+16)
არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც მთელი ...
პირველად! მსოფლიოსთვის უცნობი - "ირანის მეორე სახე!"პირველად! მსოფლიოსთვის უცნობი - "ირანის მეორე სახე!"
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ "ირანის მეორე სახეს", რომელიც უც...
გატაცებული და შემდეგ ჩაძირული Mercedes -ი  (+ფოტოები)გატაცებული და შემდეგ ჩაძირული Mercedes -ი (+ფოტოები)
ნიდერლანდებში პოლიციის დევნა გატაცებული Mercedes-Benz ML6...
კრიშტიანუ რონალდუს ქალებიკრიშტიანუ რონალდუს ქალები
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" ასპარეზობს არის ერთ-ერთი ...