x
"თვითმარქვია" ელექტრიკოსის პირველი და უკანასკნელი სამუშაო დღე მაღალი ძაბვის ქვესადგურში. რეალური ამბავი
21 იანვარი, 20:58

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ
შევარდნაძის პრეზიდენტობის "ჩაბნელებულ" პერიოდში მოხდა, ზუგდიდის რაიონის ერთერთ ელექტროგამანაწილებელ ქვესადგურში.
მაღალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელ ქვესადგურში დენის მოსვლა ძალზე იშვიათი "ხილი" იყო, მაგრამ ქვესადგურზე მუდმივად უნდა ყოფილიყო მორიგე ოპერატორი, რადგან იმ პერიოდში ალუმინის და ფერადი ლითონების მოპარვა და თურქეთში გატანა ლამის ბიზნესად აქცია ზოგიერთმა "ვა ქართველმა. ქვესადგურში მომუშავე ოპერატორებმა ერთ დღეს ხელმძღვანელობას პროტესტით მიმართეს: ორ კაცს გვიწევს მორიგეობა და იქნებ მესამე ოპერატორი დაგვიმატოთ შტატში, ჩაგვანაცვლებდა და ჩვენც "სულს მოვითქვამდითო".
ხელმძღვანელობაც დაპირდა მათ, საკითხს განვიხილავთ და სავარაუდოდ შტატში დავამატებთ ერთ ოპერატორსო.
გავიდა რამდენიმე დღე და მართლაც ქვესადგურში მორიგე ოპერატორს საშუალო ასაკის მამაკაცმა მიაკითხა, ახალი ოპერატორი ვარ და როდის მომიწევს მორიგეობაო. მორიგემაც აუხსნა, ხვალ მეორე ოპერატორი გამოვა სამორიგეოდ და ზეგ დილით 9 საათზე აქ იყავითო, თან ახალმოსული სამორიგეო ოთახში შეიპატიჟა და რამდენიმე ჭიქა არახიც "გადახუხეს", საუბარს რომ შეჰყვნენ უკვე შეზარხოშებულმა სტუმარმა თავის ქების "კორიანტელი" დააყენა, აქ ვმუშაობდი, იქ ვმუშაობდი და საერთოდ ჩემი დონის ელექტრიკოსი რეგიონში კი არა საქართველოშიც იშვიათიაო. მორიგე ოპერატორი (გარდაცვლილია და ღმერთმა ნათელში ამყოფოს) საქმის პროფესიონალი იყო და ეგრევე მიხვდა, სტუმარი "ბაქია" რომ იყო და მისი ცოდნა, ჩამრთველის ჩართვა–გამორთვის ცოდნით, რომ შემოიფარგლებოდა.
როგორც შეთანხმდნენ მესამე დღეს გამოცხადდა ახალი ოპერატორი ქვესადგურში და დენგამორთული ქვესადგური ჩაიბარა სამორიგეოდ.
მოხდა საოცრება და მისი მორიგეობის პირველსავე ღამეს ქვესადგურში დენი მოვიდა და მაღალი ძაბვის ქვესადგურიც სამუშაო რიტმში აზუზუნდა, რაც ახალ ოპერატორს არ მოეწონა და ქვესადგურის ტერიტორიიდან ქუჩაში გავიდა.
ისედაც შეკოწიწებული ელექტროსადენები სავალალო მდგომარეობაში იყო და შემოდგომის ქარებმა უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, ქვესადგურში საავარიო სისტემამ რამდენიმე უბანი ავარიულად გამორთო და რიგრიგობით ჩააბნელა შუქს მონატრებული ხალხი.
მორიგე ოპერატორს (თქვენი ნებართვით სახელს შევუცვლი და ნუგზარს დავარქმევ) მშველელად ისევ ალიოშა გამოუჩნდა, რომელიც მეგობრის სახლიდან მოდიოდა და გზაზე მდგარ ნუგზარს გამოესაუბრა, რა ხდება ქუჩაში რატომ დგახარ ამ ქარშიო! სამორიგეო ოთახისაკენ გაემართა და ნუგზარიც უკან მიჰყვა. შესვლისთანავე
ნუგზარმა "არც აცია და არც აცხელა" ისე მიახალა: რომელიღაც ტრანსფორმატორი ურევს ისე ზუზუნებსო, ალიოშას გაეცინა და უპასუხა: იცი რამდენი ათასი ვოლტის ქვეშაა ახლა ქვესადგურის ტრანსფორმატორებიო? შენ ზუზუნი წვიმიან ამინდში უნდა ნახოო და ავარიულად გამორთული ჩამრთველების დანახვაზე ჰკითხა: მეორეჯერ ჩართვა არ სცადო, სანამ საავარიო ბრიგადა რადიოკავშირზე არ გამოვა და მითითებებს არ მოგცემენო.
გამოემშვიდობა და წავიდა ალიოშა თავის გზაზე. ნუგზარი კი უკვე დამშვიდებული შებრუნდა სამორიგეო ოთახში, ტელევიზორი ჩართო და მორიგე ოპერატორის დივანზე წამოწვა.
დენგამორთული უბნების გაბრაზებული მოსახლეობის ნაწილი კი რამდენიმე მანქანით მთვლემარე ნუგზარს დაადგა თავზე და ყვირილი დაუწყო, ყველგანაა შუქი და ჩვენ რატომ გამოგვირთეო?
ნუგზარიც პასუხობდა: ავარიულად გამოირთო და ასე დამიბარა უფროსმა ოპერატორმა, სანამ რადიოკავშირზე არ გამოვლენ არ ჩართოო.
არც მოსულებმა დაუთმეს და ნუგზარს მათი უბნების ჩართვა მოსთხოვეს, შეშინებულმა ნუგზარმაც გადაწყვიტა ჩაერთო ისევ ავარიულად გამორთული უბნების ჩამრთველები და აქ გამოჩნდა მისი "დონე", სოფლის ტრანსფორმატორების ჩართვის ნაცვლად ქვესადგურიდან ჩხოროწყუსაკენ მიმავალი მაღალი ძაბვის ხაზი გამორთო, რის გამოც მალე რადიოკავშირზე გამოსულმა ჩხოროწყუს ოპერატორმა ჰკითხა დენი ყოფილა და რატომ მითიშავთო, საბრალო ნუგზარმა დიდი ვაივაგლახით დატვირთა ისევ ჩხოროწყუს ხაზი და როგორც იქნა გამორთული უბნების ჩამრთველებსაც მიაგნო (რომ არა მისი უცოდინრობა, რა მიგნება უნდოდა თითოეული ჩამრთველის ქვეშ ეწერა ტრანსფორმატორის ნომერი და უბნის დასახელებაც), მიაგნო და ის იყო ჩართვა გადაწყვიტა, რომ მოსულებიდან ერთერთმა, რომელიც ტელევიზორის ხელოსანი იყო და ასე თუ ისე ელექტრობასთან შეხებაც ჰქონდა იკითხა: ჩვენი უბნები შენ გამორთე თუ ავარიულად გამოირთოო, ნუგზარმა უპასუხა– მე არ გამომირთავსო, ტელევიზორის ხელოსანმა მასთან ერთად მოსულებს მიმართა–წავედით ახლა, ეს კაცი შარში არ გავრიოთ, ავარიულადაა ხაზები გამორთული და მისი ხელახლა დატვირთვა საშიშიაო.
არ დაუჯერეს და ნუგზარმაც ჩამრთველები მუშა მდგომარეობაში დააბრუნა, დააბრუნა და ისეთი იქუხა საავარიო სისტემამ ვინ საით გარბოდა ვინ იცის, ხაზზე ავარიის გამო ხელახლა დატვირთულმა სისტემამ ავარიული გამორთვა დროზე ვერ მოასწრო და მაღალი ძაბვის ხაზებს შორის "გადაფარვა" მოხდა, რის გამოც ლამის მთელი საავარიო სისტემა და ჩამრთველების დაფა პრაქტიკულად "აფეთქდა". კიდევ კარგი ზუგდიდის გამანაწილებელი ქვესადგურის საავარიო სისტემამ დროზე გამორთო ქვესადგურისათვის მაღალი ძაბვის დენის მიწოდება.
შეტრუსული და შიშით "გათანგული" ნუგზარი კი იმ ღამის მერე არავის უნახავს ქვესადგურში და მით უფრო ელექტრიკოსად, ახლაც ხანდახან რომ შეახსენებენ, სიმწრის ოფლი ასხამს კაცს–რას გადავურჩიო.
ასე დაიწყო და დამთავრდა რაღაც ხრიკებით ელექტრიკოსად დანიშნული "თვითმარქვიას" მუშაობა ქვესადგურში.

287
14-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
25 იანვარი, 15:26
აქსიომაა
25 იანვარი, 0:52
ასეა, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, ტყუილად არა ნათქვამი :) მართლა კარგად გადარჩენილა :) .
0 1 2
10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი
უკანასკნელ წლებში მადისაღმძვრელი უკანალი ქალის სილამ...
იცით თუ არა ვინ არის ეს ქერა ლამაზმანი,იცით თუ არა ვინ არის ეს ქერა ლამაზმანი,
თუკი თქვენ ახლა ამ პოსტს კითხულობთ ესეიგი თქვენ გაინტერესებთ თუ ვინ არი...
კრიშტიანუ რონალდუს ქალებიკრიშტიანუ რონალდუს ქალები
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" ასპარეზობს არის ერთ-ერთი ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემა 2016ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემა 2016
ნავთობის ბიზნესის ისტორიაში ასეთი ღრმა კრიზისი რამოდენიმე ათეული წელიწა...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...