კერძები ბოსტნეულისაგან ბადრიჯანი იტალიურად ნიორით 2011, 30 ოქტომბერი, 6:35
მომზადება: გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი და მოთუშეთ, დროდადრო მოურიეთ, მიიყვანეთ ოქროსფერამდე.გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან, დაამატეთ რეჰანი, მარილი და პილპილი. გააცხელეთ გრილი. დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე 2 სმ-ის სისქის ნაჭრებად. ოდნავ ჩაჭერით ნაჭრები ჯვრისებურად.დააწყვეთ ბადრიჯანი გრილის ცხაურზე. ოდნავ გადაუსვით მომზადებული ზეითუნის ზეთი ქვაბიდან. შეწვით 10 წთ ცეცხლიდან 10 სმ-ით დაშორებით.გადააბრუნეთ, კიდევ წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფრთხილად ჩააწყვეთ ნიორი და რეჰანი გაჭრილ ნაწილში. შეწვით კიდევ 10 წთ, ბადრიჯანი დარბილდება.გადაიტანეთ თეფშზე. კიდევ წაუსვით დაჭრილი რეჰანი და ზეითუნის ზეთი.მოაყარეთ ლიმონის ცედრა. 9825 7-ს მოსწონს
|