x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაში
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

1895 წელს, პარიზში კაპუცინების ბულვარზე ძმებმა ლიუმერებმა წარმოადგინეს ახალი სანახაობა- მათ კინო სწორედ როგორც ატრაქციონი ისე ჩაიფიქრეს. ლიუმერებმა გამოაცოცხლეს გამოსახულება. ოღონდ ეს გამოსახულება ფოტოქაღალდის ნაცვლად ცელულოიდის ფირზე იქნა დაბეჭდილი. მათ წარმოადგინეს ორი ფილმი: დოკუმენტური- „მატარებლის შემოსვლა“ და მხატვრული- „ გაწუწული მებაღე“.


image


თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა. დღევანდელ სტატიაში კი მინდა გამცნოდ ყველაზე საუკეთესო წყვილები კინემატოგრაფიის ისტორიიდან, რომელთა კრებული შეადგინა ყველაზე პრეტენზიულმა გამომცემლობამ Bigpikchi-მ. აი ისინი:




1. Vivien Leigh და Clark Gable. "ქარწაღებულნი"

imageimage






2. Gregory Peck და Audrey Hepburn. "რომაული არდადეგები"

imageimage




3. Goldie Hawn და Kurt Russell. "ადამიანი ბორტს მიღმა"

imageimage





4. Patrick Swayze და Jennifer Grey. "ბინძური ცეკვები"

imageimage




5. Richard Gere და Julia Roberts. "ლამაზმანი"

imageimage




6. Michael Douglas და Sharon Stone. "ძირითადი ინსტინქტი".

imageimage




7. Marcello Mastroianni და Sophia Loren.

image

image






8. Bruce Willis და Milla Jovovich. "მეხუთე ელემენტი".

imageimage




9. Vincent Cassel და Monica Bellucci.

imageimage





10. Ryan Gosling და Rachel McAdams. "უბის წიგნაკი"

imageimage



11. Brad Pitt და Angelina Jolie. "მისტერ და მისის სმიტები"

imageimage






12. Kristen Stewart და Robert Pattinson. "ბინდი"

imageimage





13. Javier Bardem და Penelope Cruz. "ვიკი, კრისტინა და ბარსელონა"

imageimage


P.S. რამოდენიმე ფოტოს შეგნებულად არ დავურთე ფილმის სათაური, ვინაიდან ნანახი არ მქონდა ეს ფილმები და აქედან გამომდინარე, იქნებ დამეხმაროთ კომენტარებში? და აქვე, სტატია ჩემია, რომელიც გასული წლის 16 აპრილს ავტვირთე, თუმცა ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ტექნიკურმა ხარვეზებმა ჩემი 10 სტატია გააფუჭა, ზოგადად კი მასთან არსებული ფოტოები დაბლოკა და შესაბამისად აღარსად ჩანდა, ამიტომ თითოეული მათგანი პერიოდულად ხელახლა ავტვირთე.


ესეც ფოტო ფაქტი:

image

6
2787
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2787
  
2016, 28 იანვარი, 20:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 22 იანვარი, 22:56
რომაული არდადეგები
2016, 22 იანვარი, 12:24
:) კარგია მაკ მაგრამ ზოგია არ მომწონს
2016, 22 იანვარი, 9:21
დიდი მადლობა ლეელ, საყვარელო :*
2016, 22 იანვარი, 9:20
"ქარწაღებულნი" – ჩემი საყვარელი რა თქმა უნდა გავაზიარე :)
0 1 6