x
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
21 იანვარი, 15:47

ბოლო დღეებში იმატა გრიპის შემთხვევათა რაოდენობამ, არის პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევებიც. ვესაუბრებით თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების ექიმს, თინათინ ქორიძეს:

- ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში საგრძნობლად იმატა მომართვიანობამ, ერთ დღეში 25 ბავშვი შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ მითითება, რომ გრიპის ყველა შემოსული შემთხვევა რეგისტრირდეს, როგორ H1N1 ვირუსი, ანუ ღორის გრიპი, რადგან ამ ეტაპზე ვირუსის მხოლოდ ეს ქვეტიპი ფიქსირდება.
2 წლის წინ, როცა მსგავსი გააქტიურება იყო ამ ვირუსისა, ყველა პაციენტს ვუტარებდით ღორის გრიპის ვირუსის სადიაგნოსტიკო ტესტს – ცხვირ-ხახის ნაცხის ლაბორატორიულ ანალიზს,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტესტის სიზუსტე არც ისე მაღალია. ამიტომ ამ ეტაპზე ასეთი კვლევა არ ტარდება. ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ვატარებთ სისხლის ანალიზს PCR-ის მეთოდით, მაგრამ ეს კვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც გრიპის სიმპტომებთან ერთად აქვთ სხვა ქრონიკული პათოლოგიები და გართულებების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან.
ეპიდემია ჯერ არ გამოცხადებულა, რადგან რეგისტრირებულ პაციენტთა რიცხვს არ მიუღწევია ეპიდემიის მაჩვენებლისთვის. ეპიდემია იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს.



image

















თავიდან ახალ გამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ „ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ გავრცელებულ ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს „ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან, (ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ არნიშნული გენებისაგან)



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას.


A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.



















161
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზეაღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე
ყველა დამეთანხმება, რომ საზოგადოებრივ საპირფარეშოში "მოსაქმება", ხშირ ...
რამდენად სწორად არჩევთ კბილის პასტას? - სასწრაფოდ შეამოწმეთრამდენად სწორად არჩევთ კბილის პასტას? - სასწრაფოდ შეამოწმეთ
კბილები საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენელი ორ...
სასწაული მედიცინაში- კიბოს სამკურნალო მცენარე აღმოაჩინესსასწაული მედიცინაში- კიბოს სამკურნალო მცენარე აღმოაჩინეს
კიბო (სიმსივნე) არის მდგომარეობა, როცა ერთი ან რამდენ...
ეს საოცრებაა- ბოტოქსის მაგივრად გამოიყენეთ სახამებელიეს საოცრებაა- ბოტოქსის მაგივრად გამოიყენეთ სახამებელი
ბოტოქსის საშუალებით ნაოჭების მოშორება ერთ-ერთი ყველაზე პო...
რაში დასჭირდა ირინა შეიკს თავზე შემოხვეული ფოლგით მზეზე გასვლა?რაში დასჭირდა ირინა შეიკს თავზე შემოხვეული ფოლგით მზეზე გასვლა?
ალბათ ბევრს აინტერესებს, რაში სჭირდება ყველასა...
თვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანესთვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანეს
ექიმებმა ქალაქ "ბომბეიში" ჩაატარეს თვალის ოპერაცია და პაციენტს 13 სანტ...