x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61777
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
„დღეს ტაქსით ვიმგზავრე. თავი ეკლესიაში მეგონა..."

image
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე რელიგიური ატრიბუტების საჯაროდ გამოფენის წინააღმდეგ გამოდის და საკმაოდ ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში:


დღეს ტაქსით ვიმგზავრე. თავი ეკლესიაში მეგონა. ამან ფეისბუკზე ახლახან დაწერილი მეზობელი ქვეყნის მუსლიმი ტურისტის სიტყვები გამახსენა:

ტაქსით მივდიოდი ღამითო თბილისიდან ბაკურიანშიო, რომელიც ჯვრებით და ხატებით იყო მორთულიო. არ ვიცოდი, მშვიდად ვყოფილიყავი თუ მეღელვაო.
ამან ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს მეთორმეტეკლასელ ქალიშვილთან საუბარი გამახსენა ამავე თემაზე. პატარა რომ ვიყავი და როცა მარტო მიწევდა სადმე ტაქსით მგზავრობა, პირველი იმას ვაკვირდებოდი, ხატები თუ უკეთიაო. როცა თვალს მოვკრავდი, ვმშვიდდებოდიო. ვფიქრობდი, არ შეიძლება ასეთი ადამიანი ცუდი ყოფილიყოო.

მე კი ასეთი რამ წარმოვიდგინე: ვთქვათ, მიდიხარ კაიროში ტაქსით სადღაც ღამით ბნელ ქუჩებში. მოგეხსენებათ, ჩვენი სამლარიანი ტაქსები იმათთან შედარებით ცინცხალ მერსედესებად გამოიყურებიან. მძღოლები ხომ გაქნილი აფერისტები არიან. ხედავ, რომ მანქანა ყურანიდან სტროფებით და სხვა ატრიბუტებით აქვს აჭრელებული. ფიქრობ კაცი, ნეტავ რა წერია აქ: ის რომ რომელიმე ურჯულოს თუ მიასიკვდილებ, სამოთხეში 200 ულამაზესი ქალწული დაგხვდება ცეკვა-ცეკვით ( როგორც ისლამური სახელმწიფოს ფანატიკოსებს სჯერათ), თუ ის, რომ რა ერთი ადამიანი მოგიკლავს და რა მთელი კაცობრიობა?


ამასობაში კი ერთ სიკვდილს გამოივლი კაცი.


მაინც უფრო სწორი მგონია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ატრიბუტიკის გამოყენება. თუმცა, რა უფლებით შეზღუდავ ამას, ისე, რომ არ შეეხო პიროვნების გამოხატვის თავისუფლებას?
ძნელია.

სახელმწიფო დაწესებულებებებში კი ეს წესი მკაცრად უნდა იყოს დაცული.
აქ აინშტაინის კლასიკური გამონათქვამი უფრო სამართლიანია: „ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება“, - წერს რომან გოცირიძე.


image

2
821
8-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 იანვარი, 17:19
სულ უფრო მომრავლდნენ უსჯულოები, პირად საკუთრებას როგორც მინდა ისე გამოვიყენებ და რა მორთულებას მივმართავ, ესეც მხოლოდ ჩემი და ყველა ინდივიდის საქმეა. ყველგან რომ სიბილწეს და პორნოებს აწყდებიან, ამაზე რატომ არ აქვთ მსაგვსი რეაქცია?? მხოლოდ ხატები ედებათ ეკლებათ, ჩლუნგები....
21 იანვარი, 12:40
ჰმმ
0 1 2