x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ!
imageვარსკვლავად გადაქცევა არაფრის მქონე ადამიანებსაც შეუძიათ. ამის მაგალითი ცნობილი მსახიობები და მომღერლები არიან, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, მძიმე გამოცდილების და უსიამოვნო მოგონებების გარდა. გთავაზობთ იმ ვარსკვლავების სიას, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ.

• ლეიტონ მისტერი
imageლეიტონ მისტერის მშობლები, კონი და დაგ მისტერი, იამაიკიდან აშშ-ში მარიხუანას კონტრაბანდას ეწეოდნენ. დაკავების დროს, მომავალი მსახიობის დედა ფეხმძიმედ იყო და ტეხასის ციხეში იმშობიარა. კონის ათი წელი მიუსაჯეს, თუმცა უფრო მალე გაათავისუფლეს. დედის ციხეში ყოფნისას ლეიტონს ბებია ზრდიდა.


• სარა ჯესიკა პარკერი

image50 წლის სარა ჯესიკა პარკერი მასწავლებლისა და ვაჭრის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. სარას დედას მის გარდა შვიდი შილი ჰყავდა და უკიდურეს სიღრიბეში ცხოვორბდა, თუმცა მაინც ახერხებდა ქალიშვილის ცეკვის გაკვეთილებისათვის ფულის შეგროვებას. „მახსოვს როგორია სიღარიბეშჳ ცხოვრება. სახლში ხშირად გვითიშავდნენ განათებას გადაუხდელობის გამო. მთელი წლისათვის ორ ფეხსაცმელს და 99 ცენტის ღირებულების კაბას გვყიდულობდნენ. ალბათ, სწორედ ამიტომ მაქვს ფულტან უცნაური დამოკიდებულება, ყოველთვის მინდა მისი შენახვა და დაგროვება, ასეც ვაკეთებ.“- განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.



• ჯიმ ქერი
imageმსახიობი 15 წლის იყო, როდესაც სკოლას თავი დაანება, რადგან მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახს ჯიმი ეხმარებოდა. უფროს და -ძმასთან ერთად, ის დამლაგებლად მუშაობდა. მოგვიანებით მან ფოლადის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსახიობი არ გახდებოდა, ქარხანაში მუშაობას გააგრძელებდა.



• დემი მური

imageმსახიობის მამამ დედა ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს მიატოვა. დედა მეორედ გათხოვდა, თუმცა ბედნიერება მაინც ვერ იპოვა. მამინაცვალს არ ჰქონდა მუდმივი სამუშაო, გარდა ამისა, ის დედასთან ერთად ძალიან ბევრს სვამდა, ამიტომ 16 წლის დემი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა და მოდელად დაეწყო მუშაობა.


• ლეონარდო დიკაპრიო
image„ჩვენ ვცხოვრობდით ძალიან ცუდ ადგილას. „ტაქსის მძღოლის“ მსგავსად, ჩვენი ქუჩის კუთხეში იყო მეძავების ადგილი, საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ძალადობასა და დანაშაულს დაინახავდი“- იხსენებს ლეონარდო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობის დედას რამდენიმე სამუშაო ჰქონდა, რომ შვილისათვის უკეთესი მომავალი შეექმნა.


• ტომ კრუზი
imageმსახიობი გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მას უფრო დიდი პრობლემა ჰქონდა, ეს იყო მოძალადე მამა, რომლეიც ოთხ შვილს ხშირად სცემდა. „ თუ რამე ისე არ იყო, როგორც მას უნდოდა, გვცემდა. მაშინაც კი, როცა კარგ ხასიათზე იყო და ვიცოდი, რომ მშვიდად იყო, მოულოდნელად მოვიდოდა და ჩამარტყამდა.“
მომავალი ვარსკვლავის ოჯახი სამსახურის ძიებაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ამის გამო ტომმა აშშ-სა და კანადაში 15 სკოლა გამოიცვალა.


• სელინ დიონი
imageსელინი 14 დედმამიშვილს შორის ყველაზე პატარაა. უზარმაზარი ოჯახი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ფულისა და ადგილის ნაკლებობას მშობლების სიყვარული ანაზღაურებდა. „ვერ ვიტყვი, რომ უკიდურეს სირარიბეში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენი სახლი კვებეკში ძალიან, ძალიან პატარა იყო, მაგრამ ის მუდამ სავსე იყო სიყვარულით და მხარდაჭერით.“



• ჯენიფერ ლოპესი
imageჯეი ლო ბრონკსის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქუჩაზე გაიზარდა, პუერტო-რიკოელების, გვადალუპე როდრიგესისა და დევიდ ლოპესის, ოჯახში, ისინი ინგლისურად ძალიან ცუდად საუბრობდნენ. ჯენიფერი ორ დასთან და მშობლებთან ერთად ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მშობლები ყოველთვის პოულობდნენ საშუალებას, რომ გოგონები სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე ეტარებინათ.



• სელენა გომესი
imageსელენა გომესი დაიბადა 17 წლის რიკარდო გომესისა და 16 წლის მენდი ტიფის ოჯახში, რომელთაც სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნდათ. ისედაც პატარა ოჯახი, კიდევ უფრო შემცირდა 5 წლის სელენასთვის, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, დედა ყოველთვის შთააგონებდა მომავლის იმედს. „დედას სამი სამსახური ჰქონდა, ყოველთვის დავყავდი მუზეუმებსა და კონცერტებზე, მან ჩემ გამო ყველაფერზე თქვა უარი და ეს 16 წლის ასაკში მოხდა!“



• ნიკი მინაჟი
imageნიკი მინაჟი არა მხოლოდ გაჭირვებულ, არამედ უუნარო ოჯახში იზრდებოდა. მამამისი ნარკომანი და ალკოჰოლიკი იყო, რომელიც დედას გამუდმებით სცემდა. ერთხელ სახლიც კი გადაწვა. თინიჯერობის პერიოდში ნიკი ღამეებს მანქანაში ათევდა.


• ემინემი
imageდებორა მეტერსმა ემინემი 17 წლის ასაკში გააჩინა, მამამ კი მიატოვა. დედა-შვილი უმეტეს დროს მანქანაში ატარებდა, რადგან დებორა გამუდმებით სამსახურ ეძებდა. როდესაც ემინემი პოპულარული გახდა, მან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა დედასთან და დაგროვილი ტკივილი სიმღერების საშუალებით გადმოსცა.


• ჯეი ზი
imageჯეი ზის ბავშვობა საკუთარი შვილის, ბლუ აივის, ბავშვობისაგან რადიკალურად განსხვავდება. რეპერმა აღიარა, რომ თავის სარჩენად ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ჯეი ზი ბრუკლინში მამის გარეშე გაიზარდა. დედა, გლორია 4 შვილს ზრდიდა, მათ არასოდეს აკლდათ საკვები, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ბიუჯეტი საკმაოდ მცირე იყო. „ხან განათებას ვიხდიდით, ხან გაზს, ხან ტელეფონს. სკოლაში სიარული გვცხვენოდა, რადგან მუდამ გაცვეთილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გვეცვა.“












































0
414
3-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0