x
5 რამ, რაც ფეხსაცმლის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ - ეს ბევრმა არ იცის!
21 იანვარი, 11:03

image

ძალიან ხშირად ფეხსაცმლის შეძენისას არ ვფიქრობთ მის კომფორტულობაზე და იმაზე, რომ იგი მინიმუმ ერთი სეზონი მაინც უნდა გვეცვას. ამიტომ ფეხსაცმელი პირველ რიგში უნდა იყოს მაქსიმალურად მოხერხებული ფეხებისთვის. აქედან გამომდინარე, ახალი წყვილის შეძენისას სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი:

1. უმჯობესია ფეხსაცმელი შევიძინოთ საღამოს
image

შეიძლება ეს რჩევა ცოტა უცნაურად ჟღერს - ვინ წავა საყიდლებზე სამსახურის შემდეგ, დაღლილი? მაგრამ ფეხსაცმლის ასარჩევად სწორედ საღამო ხანი სჯობს, რადგან ამ დროს ფეხი, როგორც წესი, დაღლილია და ცოტა შეშუპებულიც. შესაბამისად, ზომაშიც იმატებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფეხსაცმელი, რომელიც დილით მოგერგოთ, საღამოს აუცილებლად მოგიჭერთ და ფეხს გატკენთ.

2. არასტანდარტული სტანდარტები
image

სხვადასხვა მწარმოებლებს, ზომების მიხედვით, შეიძლება სხვადასხვა სტანდარტები ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შეიძინოთ ფეხსაცმელი მოზომების გარეშე, რადგან სწორედ ამ გზით შეიტყობთ ნამდვილად გერგებათ თუ არა იგი.

3. ზომა აიღეთ იმ ფეხიდან, რომელიც უფრო დიდია
image

შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ დადასტურებულია, რომ ადამიანთა უმეტესობას ერთი ტერფი ყოველთვის ოდნავ უფრო დიდი აქვს. ამიტომ უმჯობესია ფეხსაცმელი სწორედ დიდ ფეხზე მოვიზომოთ და ამის მიხედვით შევიძინოთ.

4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი სხვადასხვა შემთხვევისთვის
image

ფეხსაცმლის არჩევისას აუცილებელია ზუსტად გვქონდეს წარმოდგენილი რა მიზნით ვყიდულობთ. მაგალითად, თუ გჭირდებათ ყოველდღიური ფეხსაცმელი, რომელიც დილიდან საღამომდე უნდა გეცვათ, ნუ აირჩევთ მაღალ, ვიწრო ქუსლიან ფეხსაცმელს და უპირატესობა მიანიჭეთ ერთიან ძირს - ამგვარი ფეხსაცმელი ყოველთვის გაცილებით კომფორტულია.


5. არ დაივიწყოთ, რომ ფეხები იზრდება
image

გახსოვდეთ, რომ დროთა განმავლობაში ფეხი შესაძლია ოდნავ გაიზარდოს როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ამიტომ უმჯობესია ყოველ 2 წელიწადში შეამოწმოთ თქვენი ფეხის ზომა. ეს განსაკუთრებით აუცილებელია, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტ მაღაზიაში ყიდულობთ.









537
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!
ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის...
ცნობილი  მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ  (+16)ცნობილი მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ (+16)
არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც მთელი ...
შეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენშეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენ
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ქალების 80% უშვებს შეცდ...
გათავისუფლდით ზედმეტი თმებისგან სამუდამოდ!გათავისუფლდით ზედმეტი თმებისგან სამუდამოდ!
21-ე საუკუნეში ყველა ადამიანს აწუხებს ზედმეტი თმების მოშორების პრობლ...
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნ...
ქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდაქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდა
როგორც მოგეხსენებათ უცხოეთში აქტუალურია ქალიშვილობის გაყიდვა. არის ...
სოსო პავლიაშვილის ოჯახის და ულამაზესი სახლის ფოტოებისოსო პავლიაშვილის ოჯახის და ულამაზესი სახლის ფოტოები
1997 წელს სოსო პავლიაშვილმა ცოლად მოიყვანა ირინა პატლახი. ...
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ...