x
image
Lerato
რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!
image


ნამდვილად, ამის შესახებ არავინ მოგიყვებათ რეკლამაში. ჩვენ კი პირდაპირ გეტყვით რაში მდგომარეობს საქმე. ყავა – ეს საკმაოდ საკამათო სასმელია. თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რომელი კუთხიდან შევხედავთ, შესაძლოა ან ძალიან სასარგებლოდ ან უკიდურესად საზიანოდ მოგვეჩვენოს.

მიუხედავად იმის რაც ყავაზე გსმენიათ, არის ბევრი კარგი რამ, რაც მას ახასიათებს. მაგალითად, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც ამცირებს ბევრი დაავადების განვითარების რისკს. ასევე, მის შემადგენლობაში შედის კოფეინი -სტიმულატორი, რომელიც ძილის დარღვევას იწვევს. სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ ყველა პლიუსზე და მინუსზე, რაც ყავას ახასიათებს.


ყავა შეიცავს საკმაოდ ბევრ, ორგანიზმისთვის საჭირო მკვებავ ნივთიერებებს და ანტიოქსიდანტებს.


1 ფინჯანი ამერიკანოს (240 მლ.) შემადგენლობაში შედის:


— ვიტამინი В2 (რიბოფლავინი): დღიური ნორმის 11%
— ვიტამინი В5 (პანტოტენის მჟავა): დღიური ნორმის 6%
— ვიტამინი В1 (თიანინი): დღიური ნორმის 2%
— ვიტამინი В3 (ნიაცინი ანუ ნიკოტინ მჟავა): დღიური ნორმის 2%
— ფოლის მჟავა: დღიური ნორმის 1%
— მანგანუმი: დღიური ნორმის 3%
— კალიუმი: დღიური ნორმის 3%
— მაგნიუმი: დღიური ნორმის 2%
— ფოსფორი: დღიური ნორმის 1%


შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ბევრი არ არის, მაგრამ გადაამრავლეთ ეს რაოდენობა 3-ზე ან 4-ზე, ან რამდენ ფინჯანსაც მიირთმევთ დღეში. ასე რომ, ამ სასმელს ნამდვილად შეუძლია გაამდიდროს თქვენი ორგანიზმი მკვებავი ნივთიერებებით. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ყავა შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს. ადამიანების უმრავლესობა ე. წ. დასავლურ დიეტას ამჯობინებს – ისინი ყავის მეშვეობით უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებენ, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან ერთად აღებული.

ძირითადი დასკვნა: თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას სვამთ და ამავდროულად რეგულარულად მიირთმევთ ხილს და ბოსტნეულს, მაშინ შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ იმის თაობაზე საკმარისი ოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს იღებთ თუ არა.


ყავა შეიცავს კოფეინს – სტიმულატორი, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა)


image
კოფეინი – ეს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. არაალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა ჩაი და შოკოლადი – შეიცავს საკმაო რაოდენობის კოფეინს. ერთ ფინჯანში კოფეინის შემცველობა 30-300 მგ. მერყეობს, საშუალო ზომის ფინჯანში 90-100 მგ.


კოფეინი – ეფექტური სტიმულატორია. თავის ტვინში ნეირომედიატორის უჯრედებს ბლოკავს, რეომელიც "დაღლილობის ჰორმონის" სახელწოდებითაა ცნობილი. ზრდის ტვინის აქტიურობას და აიძულებს უფრო აქტიურად გამოყოს სხვა ნეიროტრანსმიტერები: ნორადრენალინი და დოფამინი. შედეგად, დაღლილობა ქრება, თავს უფრო ფხიზლად გრძნობთ, ხართ კონცენტრირებული და ენერგიით სავსე.

უამრავმა კვლევამ ცხადყო, რომ კოფეინი ნამდვილად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას ხანმოკლე პერიოდის მანძილზე. განსაკუთრებით ეხმარება კონცენტრირებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და რეაქციის სისწრაფეს. კოფეინი ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს 3-11%. ზრდის ვარჯიშის ეფექტს 11-12%-ით.

თუმცა... ეფექტი ტვინისთვის ხანმოკლეა. თუ ყავას ყოველ დღე სვამთ, მაშინ მისადმი თქვენი ტოლერანტულობა საკმაოდ დიდია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეფექტი ნაკლებ შესამჩნევია.

ძირითადი დასკვნა: კოფეინის შედეგი ჯანმრთელობისთვის მინიმალურია. ის გეხმარებათ ცხოვრებასა და მუშაობაში, მაგრამ რაც უფრო ხშირად იღებთ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან რეალური დახმარების მოლოდინი. იმისთვის რომ გამოცოცხლების საშუალება გქონდეთ საჭირო მომენტში, უმჯობესია თუ არ დალევთ ყავას "ისე, უბრალოდ... სიამოვნებისთვის."


ყავა დაიცავს თქვენს ტვინს ხანდაზმულ ასაკში. ის ამცირებს ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს.


image



ალცჰეიმერის დაავადება – მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული ავადმყოფობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყავას რეგულარულად სვამენ, 65%-ით ნაკლებად რისკავენ, რომ ამ საშინელი ავადმყოფობით დაავადდებიან.

პარკინსონის დაავადება – თავისი მნიშვნელობით მეორე პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია ტვინის დაბერებასთან. ის ვითარდება, როდესაც ტვინი საჭირო რაოდენობის დოპამინის გამომუშავების უნარს კარგავს. ყავის მოყვარულები 32-60% –ით ნაკლები შანსი აქვთ ეს ავადმყოფობა შეხვდეთ.

ძირითადი დასკვნა: თუ ყავას სვამთ, ნაკლები შანსია რომ ამ საშიში დაავადებებით დაიტანჯოთ ხანდაზმულ ასაკში.


ყავის მოყვარულები გაცილებით ნაკლებად იტანჯებიან მეორე ტიპის დიაბეტით


image

მეორე ტიპის შაქრის დიაბეტი იმის გამო ვითარდება, რომ ორგანიზმის რეაქცია იცვლება ინსულინზე. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ დაავადების გავრცელება 10-ჯერ გაიზარდა. მთელს მსოფლიოში ამ ავადმყოფობით 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. ისინი, ვინც რეგულარულად სვამენ ყავას მთელი ცხოვრების მანძილზე 23-67% ნაკლებად რისკავენ, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადდნენ.

ძირითადი დასკვნა: თუ თქვენს გვარში ვინმე მეორე ტიპის დიაბეტით ავადობდა, შეიყვარეთ ყავა.

ყავის მოყვარულები ნაკლებად იტანჯებიან ღვიძლის დაავადებებით


image


თუ ალკოჰოლს გადაჭარბებული რაოდენობით იღებთ, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ ცეროზით დაავადდეთ. ეს ხდება, როდესაც ამ ორგანოს დიდი ნაწილი ნაწიბურებით იფარება. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ თუ დღეში 2 ფინჯან ყავას სვამთ, ნაკლებად რისკავთ, რომ ამ ავდმყოფობით დაავადდეთ.

ღვიძლის კიბო – მსოფლიოში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა. თუ ყავას რეგულარულად იღებთ, ამ რისკს 40%-ით ამცირებთ.

ძირითადი დასკვნა: ყავას სვამთ და ამით ღვიძლზე ზრუნავთ.

ყავის მოყვარულები ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით


image


დეპრესია – ძალიან გავრცელებული პრობლემაა. უფრო მეტიც, ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების დონეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ კვლევაში გამოვლინდა, რომ ყავის მოყვარულები 20% -ით ნაკლებად რისკავენ დეპრესიაში ჩავარდნას. სხვა სამი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ 53%-ით უფრო იშვიათად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

ძირითადი დასკვნა: ყავა აუმჯობესებს გუნება-განწყობას და იცავს ადამიანს ფსიქიკური აშლილობისგან.


ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამ თეზისის სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტები არსებობს. მაგალითად, 2012 წელს ჟურნალმა New England Journal of Medicine გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხებოდა 402 260 ადამიანის ჩვევებს. მათი ასაკი 50-დან 71 წლამდე მერყეობდა. მათზე დაკვირვებას 13 წლის მანძილზე აწარმოებდნენ. მათგან ცოცხალი უფრო მეტი დარჩა, ვინც ყავას რეგულარულად სვამდა.

ძირითადი დასკვნა: ყავა გიცავთ ნაადრევი სიკვდილისგან. გაცილებით ძლიერია ეფექტი, თუ დღეში 4 ფინჯან ყავას მიიღებთ.

ყავამ შეიძლება შფოთვის პროვოცირება მოახდინოს და ძილთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

image


არასწორი იქნება მხოლოდ პლიუსებზე ლაპარაკი ისე, რომ მინუსებიც არ ვახსენოთ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ყავას ასევე ახასიათებს ნეგატიური ასპექტები (თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულად ადამიანზე). თუ ზედმეტად ბევრ ყავას სვამთ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნევროზი, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და პანიკის გაძლიერებული შეტევები. თუ თქვენ ჰიპერმგრძნობიარე ხართ კოფეინის მიმართ, თუ ისე გაფხიზლებთ, რომ შფოთვები გეწყებათ, უმჯობესია თუ არ დალევთ.

მეორე არასასურველი უარყოფითი ეფექტი – ზოგიერთ ადაიანში უძილობას იწვევს. თუ ამასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, არ დალიოთ ყავა 2 საათის შემდეგ. ასევე, ყავა ზრდის არტერიულ წნევას. ამის შესახებ უნდა ახსოვდეთ მათ, ვინც ჰიპერტონიის განვითარების რისკ ჯგუფში იმყოფება.

ძირითადი დასკვნა: კოფეინი შფოთვის პროვოცირებას იწვევს. დააკვირდით როგორი ეფექტი აქვს მას თქვენზე.


კოფეინი იწვევს შეჩვევას


image


კოფეინი - ეს ნარკოტიკია. როდესაც ადამიანები რეგულარულად მოიხმარენ კოფეინს, მათი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება მის მიმართ. საჭირო ეფექტის მიღწევა სულ უფრო რთულდება, საჭიროა დოზის გაზრდა წინა შედეგის მისაღებად. ასევე ახასიათებს აბსტინენტური სინდრომი: თავის ტკივილი, დაღლილობა, გაბრუება და გაღიზიანება. შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

კოფეინზე უარის თქმის შემთხვევაში, დეპრესია კარგი მახასიათებელია ფიზიკური დამოკიდებულებისა ამ ნივთიერებაზე. ბევრ ადამიანს (გასაგები მიზეზების გამო) არ მოსწონთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი დამოკიდებულნი არიან რაიმე ქიმიურ ნივთიერებაზე. მათ არ სიამოვნებთ, როდესაც ორგანიზმს გარდა საკვებისა კიდევ სხვა რაღაც სჭირდება.

ძირითადი დასკვნა: კოფეინი იწვევს შეჩვევას. ყველა ნიშანი სახეზეა და კარგად შესწავლილი.




9
5602
17-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5602
  
2016, 31 იანვარი, 20:18
დიდი მადლობა შეფასებისთვის :)
2016, 31 იანვარი, 11:50
ძალიან მომეწონა სტატია
2016, 28 იანვარი, 11:05
მგონი 6-7 მეტისმეტია, კარგია თუ 4-ზე გაჩერდებით... საფრთხეებიც ხომ უნდა გავითალისწინოთ :)
2016, 28 იანვარი, 10:37
დღეში 6-7 ფინჯანს ვსვამ..თან ხსნადს......კარგია თუ მასეა
2016, 25 იანვარი, 12:54
მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს, ბოლო 2 პუნქტი რომ არ დაგემართოს :D მაინც, უდიდესი მადლობა
2016, 25 იანვარი, 12:45
უკვე გაზიარებულიაოო ...:(
2016, 25 იანვარი, 12:44
ეხლა ვსვავდი და კაკრაზ ვნახე..მადლობა ცოტა დავმშვიდდი :D
2016, 25 იანვარი, 12:32
დიდი მადლობა შეფასებისთვის :)
2016, 25 იანვარი, 9:41
ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა :)
0 1 9