x
დიადი მხატვრები მათი საინტერესო ფაქტებით
21 იანვარი, 0:13

1. პაბლო პიკასო
image










*დაიბადა: 1881 წლის 25 ოქტომბერს, ესპანეთში ქ.მალაგა.
*სრული სახელი და გვარი:Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Ruiz y Picasso
*ეროვნება: ესპანელი
*ცნობილია: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კერამიკა, დიზაინი, წერა.
*განათლება: პიკასოს მამამ – ხოსე რუის ბრასკომ (მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) 7 წლის ასაკიდან დაიიწყო შვილის მხატვრობასთან ზიარება. ხოლო როცა პიკასოს შეუსრულდა 13 წელი მამამ დაიფიცა, რომ არსდროს აღარ დახატავდა, ვინაიდან დაინახა, რომ მას შვილმა აჯობა ხელოვნების ამ სფეროში.
*გამორჩეული ნამუშევრები:Les Demoiselles d'Avignon(1907წ), Guernica (1937წ),
The Weeping Woman (1937წ)
*მიმდინარეობა: კუბიზმი, სიურიალიზმი
*მეუღლეები და საყვარლები:
~Fernande Olivier 18წლის—პირველი სიყვარული, (პიკასო იყო 23წლის),
~Marcelle Humbert ან Eva Gouel 27წლის (პიკასო 31წლის),
~Gaby Lespinasse —მისი ასაკი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ის იყო ძალიან ახალგაზრდა. (პიკასო 34წლის)
~Olga Khokhlova 26წლის — პირველი ცოლი (პიკასო 36წლის),
~Marie-therese Walter 17წლის- (პიკასო46 წლის),
~Dora Maar 29წლის- (პიკასო 55წლის),
~Francoise Gilot 21წლის (პიკასო-61წლის),
~Genevieve Laporte — მხატვრის ერთ-ერთი ბოლო საყვარელი ის იყო 20-21 წლის, ხოლო პიკასო -70წლის,
~Jacqueline Roque, პიკასოს მეორე ცოლი- 27წლის, ხოლო თვითონ პაბლო 79 წლის იყო.
*საინტერესო ფაქტები: როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი. არც არის გასაკვირი რომ ამ გებიოსი მხატვრის პირველი სიტყვა იყო PIZ, შემოკლებული ვარიანტი სიტყვისა LAPIZ (ფანქარი ესპანურად). პიკასო ძალიან ნიჭიერი იყო, მისი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. თუმცა მას აღიზიანებდა, როცა მასწავლებლებირჩევებს ან შენიშვნებს აძლევდნენ. ის მათ არასდროს არ ექვემდებარებოდა, რის გამოც ხშირად კეტავდნენ ე.წ. იზოლატორში — «calaboose». ეს იყო თეთრკედლებიანი ოთახი სადაც მარტო 1 სკამი იდგა. ხელოვანი იყენებდა იზოლაციას თავის ნამუშევრების სრულყოფისათვის, რადგან იქ მას არავინ არ უშლიდა ხელს დაეხატა ის რაც სურდა და დარჩენილიყო მარტო თავის ნამუშევრებთან ერთად. პაკოსო თვითოვე აღნიშნავდა, რომ მას მუდამ იქ ყოფნა სურდა რომ ეხატა, ეხატა და ეხატა . . .
*გარდაიცვალა: 1973 წლის 8 აპრილს, საფრანგეთში ქ.მუჟენი (91 წლის ასაკსში)
image


2. ვინსენტ ვან გოგი
image















*დაიბადა: 1853 წლის 30 მარტს, ჰოლანდია ქ.გროტ-ზიუნდერტი
*ცნობილი გამონათქვამები: “მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშიერებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ.”
*სრული სახელი და გვარი: ვინსენტ ვან გოგი
*ეროვნება: ჰოლანდიელი
*ცნობილია: ფერწერა, გრაფიკა
*განათლება: 1881 წელის დასასრულს, სამი კვირა მან გაატარა ანტონ მაუვეს(რომელიც იყო დედის მხრიდან მისი ბიძაშვილის ქმარი) სტუდიაში. სწორედ აქ მან პირველად სცადა ბედი მხატვრობაში, თავდაპირველად ზეთით ხოლო შემდეგ აკვარელებით განაგრძო ხატვა.
*გამორჩეული ნამუშევრები: ვარსკვლავიანი ღამე, მზესუმზურები(1888), მწუხარება, Bedroom in Arles, Portrait of Dr. Gachet.
*მიმდინარეობა: პოსტ-იმპრესიონიზმი
*საინტერესო ფაქტები: დღედაღამ ხატავდა, ვედროებით სვამდა აბსენტს, თავად მოიჭრა ყური და 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ, ექიმებმა 150 ზე მეტი სამედიცინო დიაგნოზი აღმოაჩინეს, რომლითაც დიდი მხატვარი იტანჯებოდა.
*გარდაიცვალა: 1890 წლის 27 ივლისს კვირა დღეს ქალაქგარეთ გაემგზავრა და შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. დაჭრილმა ვინსენტმა სასტუმროში დაბრუნება მოახერხა. 1890 წლის 29 ივლისს ღამის პირველ საათზე ვინსენტ ვან გოგი გარდაიცვალა, საფრანგეთი ქ.ოვერ-სიურუაზი.
image

3. ამადეო მედილიანი(ჩემი საყვარელი მხატვარი)
image















*დაიბადა: 1884 წლის 12 ივლისს, იტალიაში ქ.ლივონრო
*ცნობილი გამონათქვამები:
~“-სიურვაჟი: რატომ არის რომ შენს პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი მაქვს?
-მოდილიანი: იმიტომ, რომ შენ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას. მეორე თვალით საკუთარ თავშიი ხედები.”
~“ალკოჰოლი გვთიშავს გარესამყაროსგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენს შინაგან სამყაროს და შეგვყავს მასში გარე სამყარო”
~” ხაზი ჯადოსნური ჯოხია, მისი გამოყენება რომ შეძლო ამისთვის გენიოსობაა საჭირო”
~“როცა შევიცნობ თქვენ სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს”…
*სრული სახელი და გვარი: ამადეო კლემენტე მოდილიანი
*ეროვნება: იტალიელი
*ცნობილია: ფერწერით და მოქანდაკეობით
*განათლება: დაწყებითი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, რომელიც დედამისმა გახსნა.ბაბუა კი ხელოვნებას აყვარებდა, მუზეუმებში დაატარებდა, კულტურისა და ფილოსოფიის ინტერესს უღვივებდა. დაამთავრა ფლორენციის სამხატვრო აკადემია.
*გამორჩეული ნამუშევრები: Jeanne Hébuterne(1918),
*მიმდინარეობა: ექსპრესიონიზმი
საინტერესო ფაქტები: ამადეო მოდილიანი ხშირად
აბსენტით სავსე ბოთლს მიღმა უყურებდა მის გარშემო არსებულ საგნებს და ადამიანებს.შესაძლოა,
სწორედ აქედან წარმოიშვა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილიც: არათანაბარი პროპორციები, გედისებური
კისერი, დახრილი, ვიწრო მხრები, აპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები და ნუშისებური თვალები გუგების
გარეშე...
*გარდაიცვალა: 1920 წლის 24 იანვარს, 35წლის ასაკში ტუბერკულოზისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით, ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა, საფრანგეთი ქ.პარიზი. ჟანამ ვერ გადაიტანა მოდის სიკვდილი, მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. ამადეო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს, პერლაშეზის სასაფლაოზე. მათ ერთი ქვა ადევთ, რომელზეც გამოკვეთილია ეპიგრაფი წარწერით:
“სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო” .
image

4.სალვადორ დალი
image






















*დაიბადა: 1904 წლის 11 მაისი, ესპანეთი ქ.ფიგერასი
*ცნობილი გამონათქვამები:
~“რომ არ მყოლოდნენ მტრები დღეს არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. მადლობა ღმერთს, მტრები საკმარისად მყავდა"
~“ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი"
~ ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა, იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”
~“შეცდომა ღმერთისგანაა. ამიტომ ნუ ეცდებით გამოასწოროთ.უბრალოდ შეეცადეთ გაიგოთ"
~“არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი"
*სრული სახელი და გვარი:Salvador Domingo Felipe Jacinto Dalí i Domènech
*ეროვნება: ესპანელი
*ცნობილია: ხატვით, ფერწერით, გრაფიკით და სკულპტურით
*განათლება: დაამთავრა სან ფერნანდოს სახვითი ხელოვნების სკოლა მადრიდში.
*გამორჩეული ნამუშევრები: The Persistence of Memory(1931), Ballerina in a Death's Head(1939), The Elephants (1948).
*მიმდინარეობა: კუბიზმი, სიურიალიზმი, დადიზმი.
*მეუღლე: გალა დალი(ელენა ივანოვნა დიაკონოვა)
საინტერესო ფაქტები: სალვადორ დალი ხშრად იძინებდა კოვზით ხელში, იატაკზე კი თეფშს ტოვებდა.ჩაძინებისას როცა ხელი დუნდებოდა, კოვზი ხმაურით ეცემოდა თეფშს და მხატვარს ეღვიძებოდა.დალი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ სიზმარში ნანახი ახალი იდეები გათენებამდე არ დავიწყებოდა. დალი თურმე არც თაღლითობაზე ამბობდა უარს. დღეს სალვადორ დალის ბევრი ნახატის ადგილსამყოფელი არავინ იცის.ზოგიერთ კატალოგში მითითებულია, რომ მისი რამდენიმე ნახატის ზუსტი ზომა უცნობია. ეს კი ყალბი ნახატის ორიგინალურისგან გამოსარჩევად აუცილებელია. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ უმდიდრეს ადამიანს ფულისთვის თაღლითობაც შეეძლო. ე რთხელ თქვა კიდევაც : ” ძალიან მდიდარი ვარ, მაგრამ მაინც უსაზღვროდ მიყვარს ფული და ოქრო”.1974 წელს საფრანგეთ-ანდორის საზღვარზე, საბაჟოზე, ფურცლებით სავსე დიდი სატვირთო მანქანა დააკავეს. ცარიელ ფურცლებს სალვადორ დალის ხელმოწერა ამშვენებდა. როდესაც ისინი გადათვალეს, გაოცდნენ – 40 000 მეტი იყო. სულ მალე გაირკვა – 10 დოლარის ფასად სუფთა ფურცელს თვით დალი აწერდა ხელს, საათში კი ათას ხელმოწერას ასწრებდა. ეს ისტორია გახმაურდა და მისი ნახატების ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა. მიუხედავად ამისა მაინც ყველაზე ძვირი ღირდა.
*გარდაიცვალა: დიდი შემოქმედი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში.
image

262
5-ს მოსწონს
2
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ცნობილი  მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ  (+16)ცნობილი მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ (+16)
არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც მთელი ...
ქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდაქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდა
როგორც მოგეხსენებათ უცხოეთში აქტუალურია ქალიშვილობის გაყიდვა. არის ...
18 წლის ბელგიელ გოგოს შემთხვევით 56 ვარსკვლავი დაახატეს18 წლის ბელგიელ გოგოს შემთხვევით 56 ვარსკვლავი დაახატეს
18 წლის გოგონას სახეზე 56 ვარსკვლავი დაახატეს, ბრიუსელი...
2015 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნახატები.2015 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნახატები.
მსოფლიოს უდიდესი აუქციონის სახლი ''სოდბის'' და ''კრისტის'...
ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალებიყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები
ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნივთებიმსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნივთები
ფანტანი დუბაიში რომელიც დაჯდა 217 000 000 $ ყველაზე ძვ...
17 ნახატი-მაქცია, რომლებიც  ჩვიდმეტჯერ მოატყუებს  თქვენს ტვინს17 ნახატი-მაქცია, რომლებიც ჩვიდმეტჯერ მოატყუებს თქვენს ტვინს
უკრაინელი მხატვრის ოლეგ შუპლიაკის ნახატები გაიძუ...
ნახეთ რა საოცარ შედევრებს ქმნის ხელოვანი სუფრის მარილის მეშვეობითნახეთ რა საოცარ შედევრებს ქმნის ხელოვანი სუფრის მარილის მეშვეობით
მისი სახელია დინო ტომიკი და მან სულ ახლახანს ...