x
პირველი ლედი, რომელმაც დაარღვია ისლამური ეტიკეტი
21 იანვარი, 9:04

ნათქვამია, რომ იყო მოდური არ არის რთული, თუმცა სრული სიზუსტით მოირგო სტილი, ეს უკვე ძნელია. ისიც ცხადია, რომ მოდურად ჩაცმა სულაც არ მიუთითებს ჩვენს იდეალურობას, რადგან ხშირია ამ დროს ფაქტები სასაცილოდ გამოვიყურებოდეთ, ხოლო დახვეწილი გემოვნების შესაბამისად ჩაცმა მოდას კი არ აგაყოლებთ, არამედ თვით მოდას ააწყობინებს თქვენზე ფეხს. იმასაც ამბობენ, რომ ევროპაში წარსულში არსებობდა უამრავი ცნობილი ქალი, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ "სტილის ხატები", მაგალითად ე.წ. "კოკო შანელი" და სხვანი, მაგრამ გასაოცარია შეიძლება კი აღმოსავლური ლამაზმანები შევიდნენ მათ სიაში მაშინ, როცა მათი ჩაცმა მხოლოდ შეფუთვას ხელმძღვანელობს? თქვენ წარმოიდგინეთ დიახ და ამის დასტურად ყველაზე დახვეწილ და გემოვნებიან ქალბატონს ეხლავე გაგაცნობთ.


image



როგორც ცხადია რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალები თმიდან ფეხის კოჭამდე შემოსილნი არიან და ფერიც ძირითადად შავია, თუმცა სტილის ეტალონის ნათელი მაგალითია ყატარის შეიხის ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის მეუღლე- "მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი".

მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი ეგვიპტის პრეზიდენტის Nasser bin Abdullah Al-Missnid-ის ქალიშვილია, რომელიც დაიბადა 1959 წელს კანადის ქალაქ ალქორში. 1977 წელს, 18 წლის ასაკში იგი მიათხოვეს ცოლად პრინც ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის, რომელიც დღეს კატარის მმართველი შეიხია და ტრადიციის მიხედვით მოზას გარდა კიდევ ორი ცოლი ჰყავს, თუმცა მისი განათლებისა და გამორჩეულად დახვეწილი სტილის გამო საზოგადოების წინაშე სწორედ რომ მოზასთან ერთად ჩნდება ხოლმე. მოზა საკმაოდ განათლებულია, 1986 წელს კატარის სოციოლოგიის უნივერსიტეტის ბაკალავრი დაამთავრა და ასევე აქტიურადაა ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმოადგენს კატარის განათლების, მეცნიერების და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარეს; უზენაესი საბჭოს საოჯახო საქმეთა მინისტრს; უმაღლესი საბჭოს განათლების პრეზიდენტს; იუნესკოს სპეციალურ წარმომადგენელს. სწორედ მისი წყალობით შეიქმნა განათლების ორი ახალი პროექტი:"ბავშვთა არხი ალ-ჯაზირა" და "ცოდნის ქალაქი". "ცოდნის ქალაქი" ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქი და თავად უნივერსიტეტი, სადაც სწავლებებს აწარმოებენ ა.შ.შ-ს ცნობილი უნივერსიტეტების- "ვირჯინიის" და "კარნეგის" პროფესორები. თვითონ მოზაც ხშირად კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთის ქალებზე არსებული მითების გაბათილებაზე თანამედროვე საზოგადოებასთან, რისთვისაც კარნეგის უნივერსიტეტმა მას "საპატიო დოქტორის" წოდება მიანიჭა.


imageimageimage

image






56 წლის შეიხი მოზა შვიდი შვილის- 5 ვაჟის და 2 ქალიშვილის დედაა და ამის მიუხედავად შესანიშნავ ფიგურას ფლობს. ის პირველად გამოჩნდა ხალხში პირბადის გარეშე, რითაც ისლამური ეტიკეტი დაარღვია, თუმცა ამის გამო არ გაიკიცხა. მას ჩაცმის და თვითგამოხატვის უნიკალური სტილი აქვს, რომელსაც ჭეშმარიტი სარწმუნოების ტრადიციებს შესანიშნავად უხამებს- წელში გამოყვანილი გრძელი კაბები მის სილუეტს უფრო ნათელს ჰფენს, აქსესუარების და თავსაბურავის ფერთა და ფორმათა შეხამება კი მეტ ელეგანტურობას მატებს, რასაც ასევე ავსებს ტრადიციული, აღმოსავლური ქვების დიდი ბეჭდები, მძივები და საყურეები. ამ უნიკალური, გამორჩეული და იშვიათი სტილით კი მოახერხა და ჟურნალ Vanity Fair-ის მიხედვით მსოფლიოს ელეგანტური ქალების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პირველი ლედი ძირითადად იმოსება Valentino,
Chanel და Yves Saint Laurent -ის სამოსში.
image



ეხლა კი სახასიათოდ მის უამრავ ფოტოს შემოგთავაზებთ:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

P.S. ისე ცნობისათვის, სტატია ჩემია და ავტვირთე ბოლო აპრილის 18 რიცხვში, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დროს კი ტექნიკურმა სამუშაოებმა დაბლოკა სტატიასთან არსებული ყველა ფოტო, ვინაიდან და რადგანაც ვერ გამოასწორეს ხარვეზი, რაზეც ადრე 2-ჯერ განვაცხადე, გადავწყვიტე სტატიის ხელახლა ატვირთვა და აქამდე ვინ, როდის და რა საიტზე წაიღო ჩემი სტატია, რაც ხშირად ახასიათებთ, ნაკლებად მადარდებს. ესეც ფოტო-ფაქტი, რომ სტატია ნამდვილად ჩემია.

image



560
16-ს მოსწონს
157
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 იანვარი, 21:47
შენ სტატიებით მე კი ვიდეოებით ვამარაგებთ რამდენიმე საიტს. :))
21 იანვარი, 21:45
სულ ეგრე აშენდა სხვა სოც-ქსელები ამ 3 წლის მანძილზე ჩემი სტატიებით, აქ კი ვინ მაფასებს :)))) მთავარზეც არ იდება, რა ჯანდაბათ მინდა ეს პირველი ადგილი, ხალხს რომ ვეუბნები რა კაპიკებს ვაკეთებ, სასაცილოდ არ ყოფნით, აქ ნახვები არ ფიქსირდება, სხვები კი "გულაობებ" ჩემი სტატიებით :))) ვერ ველევი აქაურობას ისე შეგეჩვიეთ, თორემ შემოთავაზება 3 საიტიდან მაქვს. :)
21 იანვარი, 21:40
აჰა ახლა ვნახე და წყარო მიუთითებიათ უკვე. :))
21 იანვარი, 21:38
მოგპარეს სტატია მაკუშ უნამუსოდ.
პირველი ლედი, რომელმაც დაარღვია ისლამური ეტიკეტიდღეს,
January 21, 2016 მოდა
ლინკსაც დავდებდი, მაგრამ საიტის წესებს დავარღვევ ამით.
მე უცნაურით რომ იწყება ის საიტი მპარავს მასალებს, მაგრამ არ ვაპროტესტებ უკვე-ფულს შოულობს ის კაცი ალბათ იქ და ცოდვაა. :))
0 1 4
არაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონიარაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი
1. იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა შეიძლება გაგიკვირდე...
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონებიმსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები შავგვრემანები არიან ამ ფრაზას ბევრი ეთანხმ...
10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი
უკანასკნელ წლებში მადისაღმძვრელი უკანალი ქალის სილამ...
საოცარი ტყუპები დაიბადნენ სან-დიეგოშისაოცარი ტყუპები დაიბადნენ სან-დიეგოში
ამერიკელი ექიმები უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდნენ.ტყუპები-სხვადასხვა დღეს ...
ცნობილები მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე (40 ფოტო)ცნობილები მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე (40 ფოტო)
უცხოელი სელებრითები არ დაიჯერებთ და ჩვეულებრივი ადამიანები არია...
ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზანახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა
ყველა წყვილს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ძილის პოზა, თ...
ქალებმა „ჩართეს“ ლოგიკა და მოხერხებულობა და... უბედურებაც დაიწყოქალებმა „ჩართეს“ ლოგიკა და მოხერხებულობა და... უბედურებაც დაიწყო
ქალური ლოგიკა. რაშია საქმე? და რატომ გახდა ის ...
ბრედის და ანჯელინას კრახამდე:ბრედ პიტის ქალებიბრედის და ანჯელინას კრახამდე:ბრედ პიტის ქალები
სანამ დასავალურ ტაბლოიდებს სალაყბო თემა გამოუჩდათ ჰოლივუდის ყველ...
ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი შორდებიან.მიზეზი მარიონ კოტიარია?ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი შორდებიან.მიზეზი მარიონ კოტიარია?
დასავლეთის პრესა გავსებულია ახალი ინფორმაციით.ჰოლი...