x
სახალისო ისტორია, თუ როგორ შეაშინეს გოგირდოვანი წყლის დასალევად ჩასულმა ბავშვებმა, უცხოელი ოფიცერი კამეჩით.
20 იანვარი, 20:22

image ამ სტატიაში ძვირფასო მკითხველო მინდა მოგითხროთ გერმანელ ოფიცერზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი აფხაზეთში სამშვიდობო მისიის დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
მოგეხსენებათ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების და შეიარაღებული ძალების დაშორიშორების მიზნით გაერომ რუსული სამხედროები ჩააყენა, ხოლო დამკვირვებლებად სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცრები მოავლინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრიდან ორივე მხარეს 12 კილომეტრიანი ზონა გამოცხადდა დემილიტარიზებულ ზონად და ამ ტერიტორიას გაეროს სამხედრო დამკვირვებლები აკონტროლებდნენ.
რუსეთის სამხედროებმა როგორც წესი მათთვის მონიშნული საგუშაგო პოსტიდან, თითქმის კილომეტრით წაიწიეს და ერთერთი საგუშაგო ზუგდიდიდან 5 კილომეტრში სოფელ კოლხიდის ცენტრში მოაწყვეს.
ორი ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ჩააყენეს სპეციალურად მომზადებულ სადგომებში, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა მათ ავტოინსპექციის ფუნქციაც შეითავსეს და არცერთ მანქანას არ ატარებდნენ შემოწმების გარეშე.
თუმცა მოსახლეობამ გამოსავალი მალე იპოვა და საგუშაგოზე მდგარ სამხედროებს არყით გაუმასპინძლდა, არაყმაც თავისი საქმე გააკეთა და თუ ადრე ნებისმიერ მანქანას აჩერებდნენ უკვე მხოლოდ მაღალი გამავლობის სატვირთოების გაჩერებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს მდგარი სკოლის მოსწავლეებსაც მიჰქონდათ არაყი და სამაგიეროდ ზოგიერთს ჯარისკაცის ჩაფხუტი აჩუქეს, ზოგიერთ ტყვიამფრქვევის ვაზნების ჩასალაგებელი "ლენტა" ძაღლის საყელურად გადასაკეთებლად.
ესეც არაფერი, რამდენიმეჯერ სკოლიდან თითქმის ორი კილომეტრით დაშორებულ უბანში მთვრალმა ოფიცერმა ბავშვები ქვეითთა საბრძოლო მანქანით მიიყვანა სახლებში.
თუმცა რუსი "მშვიდობისმყოფელების" ლოთობას ბოლო მაშინ მოეღო, როცა 2004 წლის ივლისის თვეში მდინარე ჯუმში მობანავე რუსი სერჟანტი სიმთვრალის გამო დაიხრჩო, ხოლო ოფიცერი ადგილობრივებმა გადაარჩინეს დახრჩობას.
მთელი დანაყოფი შეცვალეს, მათ სანახავად კი დღეში სამჯერ მოდიოდა გაეროს დროშიანი ორი ჯიპი უცხოელი დამკვირვებლებით. ერთხელაც გაეროს სამხედრო დამკვირვებლების ყურადღება იქვე შეყრილმა ხალხმა და წყლის ბიდონებმა მიიქცია, რომ იკითხეს აუხსნეს, რომ გოგირდოვანი წყალი ამოდიოდა მიწის სიღრმიდან და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებს შეიცავდა.
უცხოელებმაც გასინჯეს წყალი და როგორც ჩანს მოეწონათ, რადგან უკვე მეორე დღესაც ჩავიდნენ ჯიპებიდან წყლის დასალევად.
ერთხელაც როცა რუსული საგუშაგო დაათვალიერეს, ისევ წყლის დასალევად ჩავიდნენ, წყლის მილთან კი სკოლის მოსწავლეები იყვნენ რიგში და ზოგი წყალს სვამდა, ზოგიც სახეს იგრილებდა ცივი წყლით, დილით ადგილობრივი მოსახლეობის ნახირიც მოდიოდა და მილიდან მომავალი წყლის გუბეებიდან სვამდა გოგირდოვან წყალს. გერმანელმა ოფიცერმა ჰკითხა თარჯიმანს (რომელიც თბილისელი აღმოჩნდა და კამეჩი მისთვისაც ისეთივე უცხო იყო, როგორც გერმანელი ოფიცრისათვის) თუ რა ცხოველი იყო უზარმაზარ რქებიანი შავი ცხოველი, თარჯიმანმა გოგონამაც იქვე მდგარ მოსწავლეებს ჰკითხა, ბავშვები მიხვდნენ თარჯიმანიც შინაურ პირუტყვს დიდად ვერ ანსხვავებდა და ისეთი ტყუილი "აჯახეს" თარჯიმანს თმა ყალყზე დაუდგა. მოკლედ რომ ვთქვათ ბავშვებმა უთხრეს ეს დედამიწაზე ერთერთი ყველაზე საშიში ცხოველია, გარეულ კამეჩზე ნუთუ არაფერი გსმენიათო?
თარჯიმნის ნათარგმნს კი სამხედრო ოფიცრების გაქცევა მოჰყვა, ჯიპებისაკენ ისე გაიქცნენ უკან არ მოუხედავთ და წყალი აბა ვის გაახსენდებოდა.
გავიდა რამდენიმე დღე და ეტყობა გული "გაიმამაცეს" უცხოელებმა, რაკი საგუშაგოს მონახულების მერე ისევ ჩავიდნენ წყლის დასალევად, წყალი დალიეს და ერთერთი მათგანი კერძოდ კი გერმანელი ოფიცერი წყლის მილიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარე აუზისაკენ გაემართა, სადაც რამდენიმე ათეული მეთევზე ჩამომჯდარიყო აუზის ნაპირებზე და თევზაობდა.
ჯერ გერმანულად მიესალმა, მერე ინგლისურად და მეთევზეებმაც სალამზე სალმით უპასუხეს (ვინ ქართულად და ვინ თავის დაქნევით).
გერმანელმა ოფიცერმა თევზაობის პროცესის ციფრული აპარატით გადაღება დაიწყო, დაჭერილი თევზიც გადაიღო და ის იყო უკან უნდა მობრუნებულიყო, რომ რამდენიმე კამეჩისაგან შემდგარი ნახირი მოვიდა გუბიდან გოგირდოვანი წყლის დასალევად.
ამის დანახვაზე გერმანელს შიშმა ისე "დარია ხელი" ადგილზე გაშეშდა, მის შემხედვარე მეთევზეებს ვერ გაეგოთ რა დაემართა უცხოელს და ერთმანეთს სახის გამომეტყველებით ეკითხებოდნენ, რა მოუვიდა რა სჭირსო?
სხვა სამხედრო დამკვირვებლებიც ჯიპებისაკენ გაიქცნენ, მხოლოდ ერთი დარჩა ადგილზე და ახლოს მოსული კამეჩების დანახვაზე ადგილიდან არც კი განძრეულა.
ჯიპიდან კი თარჯიმანმაც და სხვა ოფიცრებმაც დაუწყეს ძახილი: დროზე გამოიქეცი ველური კამეჩებია და მოგკლავენო, ამის გაგონებაზე კამეჩებთან მდგარი ოფიცერი ისე ახარხარდა ვინც კი იდგა სოფლის ბირჟაზე ყველამ იქ მოიყარა თავი რა ხდებაო?!
ოფიცერი მივიდა კამეჩებთან, მოეფერა, ზოგს ყურები მოქაჩა, ზოგს ქედზე მოუთათუნა ხელი და გერმანელი ოფიცრისაკენ გაემართა, რომელსაც გაქცევა არც კი უცდია, ისე "მოეთავებინა" შიშს და ძლივს დაარწმუნა, რომ ეს კამეჩები სულაც არ იყო საშიში.
ოფიცერი, რომელიც არ გაიქცა პაკისტანელი აღმოჩნდა და აბა პაკისტანელ კაცს, გარეული და შინაური კამეჩი შეეშლებოდა?!

361
16-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 იანვარი, 11:40
მადლობა, თქვენ ამ ისტორიის თვითმხილველის მონაყოლი უნდა მოგესმინათ, ისეთი ემოციით ჰყვებოდა ფეხზე არ იდგა ბოლოს არავინ. :))
21 იანვარი, 10:31
გავსკდი სიცილით
0 1 3
საოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერისაოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერი
ავსტრალიელი ფოტოგრაფი, კარლ უორნერი ამჟამად ლონდონში მუშაობს. მას ირგვ...
13  შოკისმომგვრელი  საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე  ვერავინ შეძლო13 შოკისმომგვრელი საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო
თავს მატერიალისტად თვლით? დარწმუნებული ხართ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
როგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეაროგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეა
მცენარე სიცოცხლის ნიშანია. გარდა იმისა, რომ ე...
კუმისის შემდეგ მარნეული ,,უჩინარი აჩრდილი''კუმისის შემდეგ მარნეული ,,უჩინარი აჩრდილი''
ყველა დაინტერესებულია კუმისში მომხდარი ფაქტით, ადგილობრივების თქმი...