x
ანჯელინა ჯოლის ისტორია და ფოტოები
20 იანვარი, 14:25

ანჯელინა ჯოლი - ანჯელინა ჯოლი ვოითი, ამერიკელი კინომსახიობი დაიბადა1975 წლის 4 ივნისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორიკინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში„ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს და მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან. ჯოლიმ ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005), სადაც მომავალ პარტნიორ ბრედ პიტთან ერთად ითამაშა. 2007 წელს ჯოლიმ შეასრულა მერიენ პირლის როლი დოკუმენტური ტიპის დრამაში „ძლიერი გული“. ფილმი პირლის ამავე სახელწოდების მემუარებზე იყო დაფუძნებული. ის ასახავს მერიენის ქმრის, „უოლ-სტრიტ ჟურნალის“ რეპორტიორ დენიელ პირლის გატაცების ამბავს პაკისტანში. ჯოლიმ ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ნომინაციები მიიღო. 2008 წელს ჯოლიმ შეასრულა მთავარი როლი კლინტ ისტვუდის დრამაში„ჩანაცვლებული“. ჯოლიმ განასახიერა კრისტინ კოლინსი, ლოს-ანჯელესში მცხოვრები დედა, რომელსაც 1928 წელს შვილი გასტაცეს, პოლიციამ კი სხვა ბავშვი დაუბრუნა. ჯოლიმ ამ როლისთვის მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის, კინომსახიობთა გილდიისა და BAFTA-ს ნომინაციები.



image
























14 წლის ანჯელინა ჯოლი

image























image














image
















image
























image

719
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზეფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზე
ფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზე...
14 ისტორიული ფოტო, რომლებიც შესაძლოა პირველად ნახოთ! ( II ნაწილი)14 ისტორიული ფოტო, რომლებიც შესაძლოა პირველად ნახოთ! ( II ნაწილი)
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალზედ საინტე...
23 ისტორიული ფოტო, რომლებიც შესაძლოა პირველად ნახოთ! ( I ნაწილი)23 ისტორიული ფოტო, რომლებიც შესაძლოა პირველად ნახოთ! ( I ნაწილი)
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალზედ საინტერ...
ქალის ცხრა ასაკი ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოპროექტშიქალის ცხრა ასაკი ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოპროექტში
ფრანგი ალექსანდრა სოფი (Alexandra Sophie) ჯერ მხოლოდ 23 წლისაა,...
სლავური სილამაზე: გოგონების პორტრეტები რუსი ფოტოგრაფებისგანსლავური სილამაზე: გოგონების პორტრეტები რუსი ფოტოგრაფებისგან
სლავური კულტურა უკვე მრავალი საუკუნეა არსებობს. ამ ...
20 დაუჯერებელი ფოტო, რომლებშიც გრამი ფოტოშოფი არ არის20 დაუჯერებელი ფოტო, რომლებშიც გრამი ფოტოშოფი არ არის
სამყარო, რომელიც ჩვენს გარშემოა, მშვენიერია. თუმცა, ამ...
"აი ის მომენტები" - მსოფლიო ისტორიის 22 დაუვიწყარი ფოტო!"აი ის მომენტები" - მსოფლიო ისტორიის 22 დაუვიწყარი ფოტო!
მსოფლიო ისტორიამ დღევანდელობას ძალიან ბევრი საინტერესო...
ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ  +11ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ +11
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თა...