x
image
Guns N Roses
როგორ მოქმედებს ქალური ლოგიკა? - ნებისმიერი ქალი ამოიცნობს თავის თავს

როგორ მოქმედებს ქალური ლოგიკა? - ნებისმიერი ქალი ამოიცნობს თავის თავს


ისტორია, რომელშიც ყველა ქალი ამოიცნობს საკუთარ თავს..


"გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩვეულებრივი სალათა, გამეხარებინა ოჯახი. სალათა ქათმით. სალათას სჭირდება ანანასები. გამოვიყენე ხილი კონსერვებიდან, წვენი დარჩა. დავლიო? არ მინდა.. დავლიო?? მენანება.

გავიხსენე ერთი ნამცხვრის რეცეპრი, ზუსტად აქ არის საჭირო ანანასის წვენი. გავაკეთე ნამცხვარი. ნამცხვრისთვის რატომღაც ყვიტირი და ცილები კი დამრჩა. ხო არ გადავაგდო?! მაცივარში შევდო - მოგვიანებით გადავყრი.

მოვიფიქრე! ბეზეს გავაკეთებ. ადვილად, სწრაფად, გემრიელად. ბეზეში გამოვიყენე ლიმონის ცედრა. ლიმონი დამრჩა. ასე, რომ დავტოვო მალე გახმება. ლიმონს რაღა ვუყო?!

სოუზი გემრიელი გამოვა სალათისთვის. სალათისთვის დამჭირდა ნივრის ნახევარი. მეორე ნახევარი დევს და მიყურებს მე, ამას რაღა ვუყო?

სპაგეტისთვის შეიძლება გემრიელი სოუსის გაკეთება. მაცივარში ვიპოვე "ტომატის" წვენის ქილა. დამჭირდა ნახევარი. მეორე ნახევარს რა ვუყო? ხომ არ გადავაქცევ. ჩემი გაკეთებულია, ნატურალურია, "კონსერვანტების" გარეშე.

ცოტახანი ვიფიქრე და გადავწყვიტე ბორში გამეკეთებინა. მაგრამ სახლში არ მქონდა ჭარხალი. სწრაფად მოვემზადე, გავიქეცი მაღაზიაში. ვიყიდე ჭარხალი, კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, კბილის პასტა, ნასკები ( ფასდაკლებით ), ჩუსტები ( ასევე აქცია იყო ), საპნის რამოდენიმე შეკვრა, ყოველი შემთხვევისთვის. სახლში დაბრუნებისას ბანკში შევირბინე. აქ გადავიხადე კომუნალური გადასხადები. ბანკის შემდეგ შევედი "ატელიეში", ჩემი ფეხსაცმელი წამოვიღე. პურის საცხოვში ვიყიდე პური და ბულკები ბავშვებისთვის. ძლივს მოვედი სახლში ამ ყველაფრით ხელში. გავაკეთე ბორში. აღარც მიმიქცევია ყურადღება დარჩა თუ არა რაიმე. დივანზე "დავეცი", წელი მტკივა, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ვეღარ ვგრძნობ...

ვფიქრობ, ნეტა დამელია ის ანანასის წვენი.."


ამოიცანით თქვენი თავი?


image

3
377
9-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
377
  
2016, 21 იანვარი, 12:57
კარგი გამოსავალია :დდ
2016, 21 იანვარი, 12:54
მე სხვანაირად ვიქცევი ხოლმე, ამგვარ ნარჩენ რაღაცეებს მაცივარში ვინახავ და რამდენიმე დღის მერე...ვყრი:)
2016, 20 იანვარი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3