x
ცნობილი დიქტატორების შვილები - ვინ და როგორები არიან ისინი?
20 იანვარი, 13:03

image
სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი... და კიდევ ბევრი დიქტატორის სახელი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიოს ისტორიაში. მათ ცხოვრებას ხშირად იკვლევენ, კითხულობენ, ინტერესდებიან. მაგრამ რა ბედი ეწიათ მათ შთამომავლებს, გაიზარდნენ კი ისინი ნორმალურ ადამიანებად და ჰქონდათ თუ არა ნორმალური ცხოვრება? თუ მშობლების უსაზღვრო ძალაუფლება რაიმე სახით მაინც აისახა მათ ხასიათსა და ცხოვრებაზე?

ამის გასარკვევად თვალი გადავავლოთ 9 ყველაზე ცნობილი დიქტატორის შვილების ცხოვრებას.

1. კიმ ჩენ ინი - კიმ ჩენ ირის ვაჟი
image

კიმ ჩენ ინი მსოფლიოში ყვველაზე ძველ დიქტატორთა დინასტიის წარმომადგენელია. ეს დინასტია ჩრდილოეთ კორეას 1946 წლიდან მართავს.


თავიდან სახელმწიფოს მართავდა კიმ ირ სენი, რომელიც 1994 წელს შეცვალა ვაჟიშვილმა, კიმ ჩენ ირმა. დღეს კი ქვეყანას მართავს მისი უმცროსი ვაჟი - კიმ ჩენ ინი.

კიმ ჩენ ირის უფროსმა ვაჟმა, კიმ ჩენ ნამმა საკუთარ ითავის კომპრომეტირება მოახდინა, როცა შეეცადა ყალბი პასპორტით იაპონიაში მოხვედრას. როგორც მოგვიანებით განმარტა, მას უბრალოდ ადგილობრივ დისნეილენდში გართობა სურდა.

კიმ ჩენ ინმა კი განათლება შვეიცარიაში მიიღო, ასევე დაამთავრა ბაბუამისის სახელობის უნივერსიტეტი და სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ასევე კიმ ირ სენის სახელობისაა. კიმ ჩენ ინისთვის სპეციალური თანამდებობაც კი იქნა შემოღებული - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი მმართველი.

2. უდეი ჰისეინი - სადამ ჰუსეინის ვაჟი
image

სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს მისი ვაჟებისთვის ყველაფერი დასაშვები იყო. უდეი ცნობილი იყო სიმდიდრისა და ქალებისადმი სიყვარულით. ახალგაზრდა გოგონებს პირდაპირ ქუჩებში იტაცებდნენ და უდეისთან აპარტამენტებში მიჰყავდათ, სადაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ამას გარდა, ამბობენ, რომ უდეის სადისტური მიდრეკილებებიც ჰქონდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მან თავად ცემით მოკლა თავისი ორი დამხმარე, რომლებმაც რაღაც შეცდომა დაუშვეს.

3. ედა მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ქალიშვილი
image

ედა მამამისის ხელისუფლებაში ერთ-ერთ მინისტრს გაჰყვა ცოლად. მაგრამ ერთხელად სიძემ სიმამრის წინააღმდეგ მისცა ხმა და ამისათვის სიკვდილით დაისაჯა.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ედა შვეიცარიაში გაიქცა, სადაც ქმრის დღიურები ამერიკელებს გადასცა. დღიურების საშუალებით ცნობილი გახდა მეორე მსოფლიო ომში იტალიური ფაშისტური რეჟიმის მონაწილეობის დეტალები. ომის შემდეგ ედას ფაშისტური რეჟიმისთვის ხელშეწყობის გამო ორი წლით გადასახლება მიესაჯა. თუმცა თავად ედა ამას კატეგორიულად უარყოფდა.

1975 წეს ედამ თავისი ავტობიოგრაფია გამოსცა. 1995 წელს იგი რომში გარდაიცვალა.

4. ფიოდორ I — ივანე IV-ის შვილი
image

ივანე მრისხანეს მეორე ვაჟი, რომელიც დაბადებიდან გონებაჩამორჩენილი იყო, მამას განსაკუთრებით უყვარდა. იმ ცნობილი მოვლენის შემდეგ, რომელიც მოგვიანებით ილია რეპინმა გამოსახა თავის ცნობილ ნახატზე "ივანე მრისხანე კლავს საკუთარ ვაჟს" (1885), ფიოდორი გახდა ტახტის მემკვიდრე. მაგრამ მას არ ჰყავდა შვილები და ეს ნიშნავდა რიურიკოვიჩების დინასტიის დასასრულს. თუმცა ამაშიც თავად ივანე მრისხანეა დამნაშავე, რომელმაც მრისხანების შეტევის დროს მოკლა თავისი უფროს ვაჟი - ივანე.

5. ჟან-მარი ლოპე - ადოლფ ჰიტლერის ვაჟი (ერთ-ერთი ვერსიით)
image

ჰიტლერს ერთადერთი ოფიციალური ცოლი ჰყავდა - ევა ბრაუნი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. მაგრამ ზოგიერთი ცნობებით პირველი მსოფლიო ომის დროს მას რომანი ჰქონდა 16 წლის ფრანგ გოგონასთან - შარლოტასთან. მათი ურთიერთობა დასრულდა 1917 წლის სექტემბერში . 1918 წლის გაზაფხულზე შარლოტას ვაჟი შეეძინა და მას ჟან-მარი დაარქვეს. დაბადების მოწმობაში მითითებულია, რომ ბიჭის მამა გერმანელი ჯარისკაცია.

1951 წელს 33 წლის ჟან-მარიმ მოინახულა დედამისი, რომელთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სიკვდილის წინ ქალმა შვილს გაუმხილა, რომ იგი ჰიტლერის შთამომავალია.

ჟან-მარისთვის ძნელი იყო ამ ახალ ამბავთან შეგუება. 20 წლის შემდეგ იგი მივიდა ცნობილი ფრანგი ადვოკატის, ფრანსუა გიბოს ოფისში, აუწყა მას, რომ ჰიტლერის შვილია და არ იცის როგორ მოიქცეს. კიდევ 10 წლის შემდეგ გამოვიდა ავტობიოგრაფიული წიგნი "მამაშენი ჰიტლერია". ნაწარმოებს საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ და ბესტსელერად ვერ იქცა.

ჟან-მარი გარდაიცვალა 1985 წელს. დღემდე ისტორიკოსებს შორის არ წყდება დავა იმის შესახებ, იყო თუ არა იგი ნამდვილად ჰიტლერის შვილი.

6. იაკობ ჯუღაშვილი - იოსებ სტალინის ვაჟი
image

იაკობი იოსებ სტალინის უფროსი ვაჟი იყო, რომელსაც მამის სიყვარული არა და არ ეღირსა. მან თვითმკვლელობაც კი სცადა და იარაღი გულის მიდამოში მოირტყა. მაგრამ მამამ მხოლოდ დასცინა იმის გამო, რომ ტყვია ააცილა.

ალბათ ყველას სმენის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შესთავაზა ჰიტლერმა სტალინს ტყვედ ჩავარდნილი იაკობის გაცვლა ფელდმარშალ პაულსზე, რაზეც სტალინმა ცივად უპასუხა, რომ ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ გავლიდა.

7. მუტასიმ კადაფი - მუამარ კადაფის ვაჟი
image

მუტასიმი შედიოდა მმართველის ე.წ. ნდობით აღჭურვილ პირთა წრეში. თავის დროზე იგი ჰილარი კლინტონსაც კი შეხვდა, რამაც ხაზი გაუსვა ლიბიისა და ამერიკის ურთიერთობების მაღალ დონეს.

მუტასიმი მოკლული იქნა სირტის შტურმის დროს, ისევე როგორც მამამისი.

8. მარკო მილოშევიჩი - სლობოდან მილოშევიჩის ვაჟი
image

მას შემდეგ, რაც სლობოდან მილოშევიჩი ხელისუფლებაში მოვიდა, დაიწყო კანონების იმგვარად გადაკეთება, რომ პრაქტიკულად ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა. მაგრამ იგი თანამდებობიდან გადაყენებული იქნა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

მამისგან განსხვავებით, მარკოს არ აინტერესებს პოლიტიკა და აქვს საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

9. ნიკუ ჩაუშესკუ - ნიკოლაე ჩაუშესკუს ვაჟი
image
რუმინეთის დიქტატორის ვაჟი მამამისის წყაობით დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მაგალითად, მას შეეძლო ძალა ეხმარა ნებისმიერ ქალზე, რომელიც მოეწონებოდა და ამისათვის არც დაისჯებოდა. 1989 წელს მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ნიკუ 20 წლით ციხეში მოხვდა. გათავისუფლების შემდეგ ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.






1962
13-ს მოსწონს
31
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
4 თებერვალი, 17:24
სტალინი მაინც რა ჩათლახი იყო რა
24 იანვარი, 21:09
მადლობა :)
24 იანვარი, 18:20
უმაგრესი სტატიაა
0 1 3
20 საბედისწერო კადრი - ბოლო წამი20 საბედისწერო კადრი - ბოლო წამი
ამ ფოტოებს, რომ გადახედავს ადამიანი მიხვდება, რომ ცხოვრება არცთუისე მშვენიერ...
ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალებიყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები
ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ...
რონალდოს და ამბროზიოს თამამი ფოტოსესიარონალდოს და ამბროზიოს თამამი ფოტოსესია
პორტუგალიელმა ვარსკლვავმა კრისტიანო რონდალდომ და ბრაზილიელმა სუპერმოდელმ...
ფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზეფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზე
ფოტოგრაფმა გვაჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზე...
რა ჩაიდინა ფისუნია კატამრა ჩაიდინა ფისუნია კატამ
ფისუნია კატები ძალიან საყვარელი არსებები არიან და თუ რომელიმეს გყავთ და გიყვართ ეს არს...
iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზეiPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე
2016 წლის ყველაზე მოსალოდნელი და განხილვადი მოვლენა iPhone 7 და iPhone...
სულ გამო-ფოტოშოპდნენ რუსები !სულ გამო-ფოტოშოპდნენ რუსები !
მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის თავკაცი ლეონიდ ბოგატირევი გენიალური გამოგონებისთვის თან...
ყველაზე სასტიკი გამონათქვამები მსოფლიოშიყველაზე სასტიკი გამონათქვამები მსოფლიოში
1. შარლ მონტესკიე (1689-1755) -ყველაზე სასტიკი ტირანი...
არაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონიარაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი
1. იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა შეიძლება გაგიკვირდე...
ყველაზე ცნობილი სადისტი-მკვლელი ქალებიყველაზე ცნობილი სადისტი-მკვლელი ქალები
მოგითხრობთ რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ შემზარავ სადისტ- მკვლელ ქალზე, ...