x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები
imageდილა გათენდა. კამერაშიც და ტალანშიც სიწყნარეა. საჭმელი
დავარიგეტ შემოვედი და წამოვწექი. ყავა მოვიმზადე და სიგარეტი გავაბოლე და ტელევიზორს
ვუყურებ. ნელ ნელა შემოლაგდნენ ბიჭები ვსაუბრობთ. უცებ ტელევიზორში ნაცნობ სახეებს
მოვკარი თვალი. ვანო იანტბელიძე, ვენერა ფეიქრიშვილი, თემო ხუნაშვილი, ზურაბ ლომიძე,
ზურაბ ანთელავა, მოკლედ საზმაოზე ალალე და ცეტები გადის. გული გამითბა. აქ ხომ ნაცნობი
ხმა იშვიათად გესმის, ტელეფონში, ან თვეში ერთხელ როცა ჩემები მოდიან პაემანზე.

მამა ილიას უთქვამს ჩემზე მერვეში ვიკითხე და გადაუყვანიათო, მალე იქაც შევალ და ვნახავო.გამახსენდა თელავის თატრი, უსაყვარლესი ადამიანები და კიდევ ერთი უკეთილშობილესი კაცი, მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი. თბილი ტკბილი წყნარი და მშვიდი ადამიანი. რომელმაც ნაადრევად დატოვა ეს ქვეყანა. ადამიანი რომელმაც ვერ აიტანა დუტას ხელში თეატრში გამეფებული განუკითხაობა და პირდაპირ მასთან თათბირზე გაუსკდა გული. არასოდეს დამავიწყდება მისი თბილი და კეთილი მზერა და ღიმილი.


კამერაში ბადრი შემოვიდა, „ძმაკაცურად“ ჩამოჯდა და დაიწყო. ამის დედა ვატირე ცუდს რას ვაკეთებ აქ თავებს მიმარხავენ უფროსობასთან მიჩივიან. ახლა ცოტანი ხართ კიდევ ერთი კაცი შემოგემატებათო. საზიზღარი ირონიით ჩაიცინა დ წავიდა. საღამოს თათბირი დანიშნეს. სანიტრებს ზედ გადაუარა
თავებს მიმარხავთო და მერე ჩვენში ყველაზე წესიერ ადამიანს მიადგა. პაპას რომელიც მის ოთახში ცხოვრობს და დირექტორის მოადგილის ბავშვობის მეგობარია. ვერავინ მივხვდით რაზე აუშარდა. ამ კეთილ და თბილ ადამიანს. ეს საღამო იმით დამთავრდა რომ პაპა ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ბადრის კი ორკაციანი კამერა საკუთარ მფლობელობაში დარჩა. ოთახში ჩობანა შემოვიდა. ის დაახლოებით 40 წლისაა წერა კიტხვა არ იცის. ჩობანას რატომ ეძახიან ეგეც არ ვიცით. ადრე ვწერდი მანქანის სარკეები მოიპარა თქო ეს სწორედ ისაა. სანადირო იარაღზე ვსაუბრობდით გარიკამ ჰკითხა ჩობან თქვენში თოფის წამალს რას ეძახიანო. ჩობანამ ფალიასო, არაო გარიკამ. ჩობანამ არც აცია არც აცხელა და როგორ არა თექვსმეტი წლიდან მაგასა ვტენიდი სანამ დამიჭერდნენო. გარიკამ მაგასაც ვტენე და შენი კეთილებიცო, ამის თქმა იყო და წამოუხტა წამოუხტა და ჩობანა გარეთ გავარდა. კუკურას რომელიც პაპას თანასოფლელია ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს. სამეურნეო ნაწილიდან ამოეწერა და ჩაკეტეს. ჩენ რითიც შეგვიძლია ყურადღებას ვაქცევთ. დღეს კიდევ ერთი პატიმარი დაიღუპა რეანიმაციაში. ვერ ვიგებ რა მოხდება უკვე უგონოდ მყოფი პატიმრები სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც რომ გაიყვანონ სახლში და საკუთარ ოჯახში დალიონ სული. მათ უმეტესობას გრძნობაც არ აქვთ და ვერ ხვდებიან საერთოდ სად არიან. დღეს მეტი აღარაფრი მომხდარა დავწექი და სიგარეტის ბოლში გავეხვიე. ბევრს ვეწევი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს.


დილით ვიღაცის ღრიალი მღვიძებს. ჩოჩქოლი სირბილი აქეთ იქით კამერიდან გავიხედე ბადრი ტალანში დგა შედით კამერაშიო. სანიტრები და საკაცე დავინახე. უკანა გზაზე დავინახე როგორ გაატარეს უგონო პატიმარი სანიტრებმა. რადგან საკაცე სანიტრებს მიაქვთ ესეიგი პატიმარი უგონოდ კი არაა მიცვალებულია. ყველას გვაინტერესებს რა მოხდა. ბოლოს მაინც გავიგეთ. პატიმარი რომელიც წინა დღეს მორგში აწამეს დღეს დილით საკუთარ საკანში პარაშაში ჩამომხრჩვალი უნახავთ. მის კამერაში ყველა მწოლიარეა ერთის გარდა, იმ ერთსაც ეძინა და დიდი ხანი ვერ მოიკითხე თანასაკნელი. როცა მოიკითხეს უკვე გვიან იყო. რადიოში თქვეს რომ ამ პატიმრის ოჯახმა ამბავი გაიგო და მაშინვე არასამთავრობოებს მიმართა, ზურა რუხაია კი რომელიც ჩვენი დაწესებულების დირექტორია გავრცელებული ინფორმაციით ოჯახისგან ითხოვს ხელწერილს რომ მიცვალებულის გადაცემის სანაცვლოდ არ უჩივლებენ. თუ რადიოს დავუჯერებთ გამოდის რომ რუხაია გვამებით ვაჭრობს. თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე სულაც არ გამიკვირდება ეს ინფორმაცია ნამდვილი იყოს. ბოლო პერიოდია ჩვენთან საკადრო ცვლილებებია. მედიით გახმაურებული ამბების შემდეგ
ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა დაწეებულებეში გადაიყვანეს გიორგი ავსაჯანიშვილი (უსაფრთხოების უფროსი), ზურა ბულბულაშვილი (სოციალური სამსახურის უფროსი) და ალექსი თოლორდავა (რეჟიმის უფროსი). სამი ადამიანი რომლებმაც ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი აქ პატიმრების წამებით. საღამოა ეტაპი მოვიდა. პირველ სართულზე ვარ. სპეც ეტაპი მოვიდა. ამით განსაკუთრებული პატიმრები დაჰყავთ. დაწესებულების კარებში ცოტნე გამსახურდია შემოვიდა
მაშინვე ვიცანი. მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს. მსმენია რაც ამ ადამიანმა გადაიტანა. როგორ აწამეს და დაავადმყოფეს მხოლოდ იმიტომ რომ უსამართლობას არ ურიგდება. სამარტოო საკანში შეიყვანეს. ეს ერთკაციანი საკანია ვიდეო კამერით აღჭურვილი. აკვირდებიან მის ყველა მოქმედებას, რაში სჭირდებათ, რა უნდა ქნას ორ თუ სამ კვადრატულ ოთახში ადამიანმა. მის კამერაში შევიხედე რაც თვალში მეცა უამრავი წიგნია. სხვადასხვა ენაზე. ოთახში შევედი გარიკა არ ჩანს მოვიკითხე. დაბლა ჩაიყვანესო, მეგონა საცემად წაიყვანეს. ასე ათ წუთში
დაბრუნდა იცინის და მურიან ხელებს თვალწინ მიტრიალებს. ვერ მივხვდი რა მოხდა.


-უდო შემეხო, ერეკლე მიშვებენ, მითხრა და გადამეხვია. საღოლ გარიკ ძმაო გზა მშვიდობისა. მალე თქვენც სვაბოდა ძმებო. თქვა და გავიდა დავინახეთ როგორ გაიყვანა ვახტაზე კონტროლიორმა ღმერთმა აქ აღარასოდეს მოგიყვანოს ვთქვი გულში.



მაინც რა ეგოისტია ადამიანი, გულში საკუთარ თავისუფლებამდე დარჩენილი დღეები გადავთვალე. სამი თვე დამრჩა. აღმოვაჩინე რომ დღეს პირველი სექტემბერია სასამართლოდან ერთი წელი გასულა. სულ რარაც სამი თვე და თავისუფლების
დღე დადგება.




1
383
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
383
  
2016, 22 იანვარი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1