x
"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი" - ნიკა გვარამიას პოსტმა საზოგადოება აღაშფოთა
19 იანვარი, 17:21

image

როგორც ცნობილია, 30 იანვარს, ოპერისა და ბალეტის თეატრი, ჩვეულებრივ „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება. როგორც გაირკვა, ამჯერად ოპერაზე დასწრება შეზღუდული იქნება და მხოლოდ თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული. ცხადია ამ ფაქტმა საზოგადოებაში აღფოთება გამოიწვია. თუმცა უფრო დიდი აღშფოთებით შეხვდნენ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტს, რომელშიც ნიკა გვარამია ფალიაშვილის ოპერას აკრიტიკებს:


"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე." - წერს გვარამია.

image

პოსტმა ფეისბუქის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომხმარებელთა მცირე ნაწილი სტატუსის ავტორის აზრს იზიარებს, ზოგისთვის კი ეს შეურაცხყოფის ტოლფასია:


"ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"? - წერს პროფესორი ნოდარ ლადარია.


"ისე, მართლა, გაშალაშინება არ შეიძლება? წვეტიანი კუთხეები აქვს", - ამატებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე.


რეჟისორი დავით საყვარელიძე:

"ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწევს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ! მე მაინც ძალიან მიყვარს ქართული ოპერა! თან რაღაც მეცოდება, რომ ჩვენ ხელში აცდა ჭეშმარიტ გზას!"


მოსკოვში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ნიკა ნიყვაშვილი კი გვარამიას აკრიტიკებს:


"როგორ მაინტერესებს ამ ახალგაზრდა ჭაბუკს ან მეგობარი არ ყავს მუსიკოსი, ან ნაცნობი ან რა ვიცი ვინმე?! შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს... და რაც მთავარია ტელევიზიას ხელმძღვანელობს... ნამდვილად უმძიმესი ვითარებაა! ვუსამძიმრებ მის არხს და გულწრფელად ვუსურვებ გონებრივ განვითარებას!!!"

image

გვარამიას პოსტს ეხმაურება ასევე ანდრო ბარნოვიც:


"გემოვნებაზე სინამდვილეში ყველაზე მეტს დავობენ, თუმცა მაინც სრულიად გაუგებარი გამოხტომაა. ჯერ ერთი, არ მესმის რა კავშირშია ფალიაშვილის ნიჭი ოპერის თეატრის გახსნასთან. მეორეც, ფალიაშვილი ვერდი არაა, მაგრამ თრეში ნამდვილად არ არის. მსოფლიოში სულ რამდენიმე ერს შეუქმნია საოპერო ნაწარმოები, მათში გარკვეული არა-თრეშული ხარისხით ქართველებიც ვართ. ქართული კლასიკური მუსიკაც, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის ან რუსეთის კლასიკურ მუსიკას ნამდვილად ჩამოუვარდება, თუმცა თავისებური და ძალიან საინტერესოა. საერთოდაც, თრეშის მნიშვნელობა მუსიკაში გემოვნების საკითხის მიღმაა. ეპატაჟის გამო სისულელის ტირაჟირება კი - არასერიოზული"

image

საბოლოოდ დაპირისპირება იმდენად კრიტიკული გახდა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა თემას კიდევ ერთი სტატუსი მიუძღვნა:


"აბესალომის გამო ჩემთან, მათ შორის, იმ ხალხის დაპირისპირება, რომლებიც დეკლარირებული ევროატლანტისტები არიან, კიდევ ერთხელ აშიშვლებს ჩვენს მთავარ ეროვნულ პრობლემას - ღრმად პროვინციულ ეთნოცენტრიზმს.
განათლების სისტემაა ამაში დამნაშავე. სისტემა, რომელიც არ ეფუძნება კრიტიკული ანალიზის მეთოდს, მით უფრო, ეროვნული მითოლოგიის სფეროში, ისტორია იქნება ეს თუ კულტურა. ყველა მეფე განუმეორებელია, ყველა მწერალი და კომპოზიტორი - დიადი. ესაა სუფთად რუსული პარადიგმა და არაფერია მასში ევროპული. ეს სისტემა შობს სწორედ მავნებელ სტერეოტიპებს და ისვეა ჩვენი პროვინციალიზმის პირველწყარო.
მეორე საკითხია კიდევ ის, რომ რაღაც ჯგუფები გაჩნდა, რომლებიც, ეროვნული სინდისის პოლიციის ფუნქციას ითავსებენ და, სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური მიზნების მოტივირებით, აგრესიულად ურჩევენ საქმეს Ghia Nodia დუმბაძის გამო და მე აბესალომის გამო. პირად თავისუფლებაზე უფრო დიდი მიზნები არ არსებობს. სწორედ პირად თავისუფლებაზე გადის ყველა დიდი მიზნის მიღწევის გზა. კოლექტიური ფსიქოზის გზით ჰიტლერი აირჩიეს." - წერს გვარამია.
image

570
9-ს მოსწონს
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 იანვარი, 20:00
ჯიურიში რომ ჩასვეს ამ უტვინოს ტავი მარტლა შემფასბეელად მიაჩნია ხომ იცი, არადა არის ერტი უტვინო ადამიანი ფალიაშვილზე ამას რომ იტყვის დაისის ავტორზე ვინმე,მ ვაი ტქვენს პატრონს!
0 1 1
ნინი ბადურაშვილი გათხოვდანინი ბადურაშვილი გათხოვდა
ნინი ბადურაშვილი, ცნობილი ქართველი მომღერალი გათხოვდა. მისი მეუღლის სახელია ირაკლი, ნ...
ნუცა ბუზალაძის სექსუალური იმიჯინუცა ბუზალაძის სექსუალური იმიჯი
ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე საქართველოში ძალიან პოპულარულია (და არამარტო საქარ...
ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომებიყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომები
1. Their Greatest Hits ( 29 მილიონი ასლი) ჯგუფ Eagles-ის სიმღერები...
20  ალბომი,რომლის ჩანაწერის ხარისხიც აგღაფრთოვანებთ20 ალბომი,რომლის ჩანაწერის ხარისხიც აგღაფრთოვანებთ
შეიქმნა მუსიკა, ტექსტი.შემდეგი პროცესი უკვე არანჟირება და ხ...
სახელგანთქმული მუსიკოსების არანაკლებ ცნობილი გიტარებისახელგანთქმული მუსიკოსების არანაკლებ ცნობილი გიტარები
დღესდღეობით გიტარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმ...
ვანესა მეის კონცერტი და მის გარშემო ატეხილი დისკუსიებივანესა მეის კონცერტი და მის გარშემო ატეხილი დისკუსიები
ცნობილი ბრიტანელი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტს Blac...
"ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა""ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა"
იგი უყვარდათ და იგი სძულდათ მას აკერპებდნენ და მას ა...
გოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახისგოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახის
21 წლის სალომე ხომასურიძე, წარმატებული მევიოლინეა. უამრავი კონკურსის გამ...
ჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენსჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენს
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულ და ახალგაზრდა წყვილზე ბევრს საუბრობენ.ჯასტინ ბ...