x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61690
  • ვიდეო:311063
  • სურათი:412065
კატასტროფული პრობლემები - "მადრიდის რეალს" "BBC" გამოაკლდება?!

როგორც იცით ამ "უქმეებზე" გაიამრთა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტური სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და სპორტინგის ხიხონი დაუპირისპირდა. მადრიდელებმა 5-1 იმარჯვეს და სამი ქულაც ჩაიწერს. თუმცა ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდა გუნდს. რონალდუს თავისი არასპორტული საქციელის გამო შეიძლება დისკვალიფიკაცია მიენიჭოს და შემდეგ ტურში ვერ ითამაშოს. რაც შეეხება კარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილს, მათ სტადიონი ნაადრევად დატოვეს ტრავმების გამო. BBC-ს გარეშე მადრიდის „რეალი“ ალბათ რთული წარმოსადგენი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ანდალუსიელებთან შეხვედრა ზიზუს შესაძლოა, ვასკესის, ხესეს ხამეს როდრიგესის იმედზე მოუწიოს.


რონალდუს საქმე ეხება მატჩის მეორე ტაიმის 52-ე წუთზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რონალდუს „სპორტინგის“ ფეხბურთელთან მართლაც ზედმეტი მოუვიდა. სადისციპლინო კომიტეტი ამ მომენტს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს.


რაც შეეხება კარიმ ბენზემას, მას ტრავმა ტერფზე აქვს. პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „ცხრიანს“ ტერფზე აქვს დაზიანება და შესაძლოა, 2-3 კვირის გამოტოვება მოუწიოს. დღევანდელი დაკვირვებით, პროგნოზი შეიცვალა და კარიმის მდგომარეობა უფრო შემსუბუქებულად იქნა წარმოჩენილი. ექიმები იმედოვნებენ, რომ სრულფასოვანი კვლევის შემდეგ, ბენზემას უმოკლეს დროში დააბრუნებენ მოედანზე.


ყველაზე ზუსტი ინფორმაცია გარეთ ბეილის შეასხებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, გარეთ ბეილი 1 თვეს იუქმებს. დაახლოებით 3 კვირაში გარეთი სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს, 1 თვეში კი სრულ მზადყოფნაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ უელსელს „რომას“ წინააღმდეგ ასპარეზობა შეეძლება. მომდევნო ტურში „ბეტისთან“, შემდეგ კი „ესპანიოლთან“, „გრანადასთან“ და სავარაუდოდ, ბილბაოს „ატლეტიკთანაც“, ბეილს თამაშის საშუალება არ მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზინედინ ზიდანს შეტევაში ცვლილებების განხორციელება მოუწევს.


image

504
7-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0