x
ადრიანა ლიმას საუკეთესო ფოტოები
19 იანვარი, 16:23

ადრიანა ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს. ლიმა ბრაზილიელი სუპერმოდელია. ამჟამად თანამშრომლობსVictoria's Secret-თან და რეკლამირებას უწევს მას, ლიმამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა, მან 2009 წლის 15 თებერვალს იქორწინა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე.

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.

ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის“ ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი“, რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire“ და „Vogue“. იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს“, „Fendi–ის“, „ Emanuel Ungaro–ს“, „Giorgio Armani–ს“, „Valentino–ს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს“. 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess“ და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.




image




















image




















image












image























image










image






















image










image




















image






















image















image

220
6-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
შიშველი მოცეკვავეების 19 ფოტო, რომლებიც გიჟურ ენერგიას ასხივებენშიშველი მოცეკვავეების 19 ფოტო, რომლებიც გიჟურ ენერგიას ასხივებენ
ამერიკელი ფოტოგრაფისთვის, ჰოვარდ შატცისთვის ფ...
ფოტოები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებსფოტოები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს
ხან ერთი სურათის მიღმა მთელი ცხოვრება დგას თავისი სიხარულით და უბედ...
ლამაზმანები ინსტაგრამიდან (44 ფოტო)ლამაზმანები ინსტაგრამიდან (44 ფოტო)
ინსტაგრამი ერთ-ერთი პოპულარული სოციალური ქსელია, ამაზე მოწმობს ის ფაქტიც რ...
ფოტოსურათებით გადმოცემული  გასაოცარი  ცხოვრებისეული ფაქტებიფოტოსურათებით გადმოცემული გასაოცარი ცხოვრებისეული ფაქტები
ფოტოსურათებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ - აღარაფერს ...
ცნობილი ადამიანების უნიკალური საქორწინო ფოტოებიცნობილი ადამიანების უნიკალური საქორწინო ფოტოები
1) პრისცილა ბოლიე და ელვის პრესლი-1967 წელი.ამ დროს პრისცილა 14...
"აი ის მომენტი" - საოცარ მომენტში დაფიქსირებული 15 ფოტო!"აი ის მომენტი" - საოცარ მომენტში დაფიქსირებული 15 ფოტო!
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 15 ფოტოს, რომლის დასა...
კაცობრიობის ყველაზე ემოციური ფოტოსურათებიკაცობრიობის ყველაზე ემოციური ფოტოსურათები
მამა წლების შემდეგ ჯარიდან დაბრუნებულ შვილს ნახულობს მან გ...