x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
რას ნიშნავს ნათლისღება და რატომ აღინიშნება ეს დღესასწაული

ყველასათვის ცხადია, რომ მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს უდიდეს დღესასწაულს- ნათლისღებას, რომელიც ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ხდება ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს "განწმედილი" წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.


სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.


ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.


ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.


მასასადამე, ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

imageimage



P.S. ქრისტეს მიერ საყვარელნო, დღეს ჩვენ დიდ წყალობას გვიმზადებს უფალი. ნაკურთხმა წყალმა უნდა განაახლოს ჩვენი დამძიმებული სული და სხეული, მან უნდა შემოიტანოს თითოეულ ჩვენგანში სული წმიდის მადლი და მასთან ერთად სიხარული. ამიტომ გისურვებთ საკურნებელად გექცეთ იგი. მან გაანათლოს თქვენი სულები, ოჯახები, ეკლესია და ერი. ღმერთმა მრავალ წყალკურთხევას დაგასწროთ ყველანი, ამინ!

3
300
14-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
19 იანვარი, 12:53
დიდი მადლობა გუჯა, ასევე გილოცავ, ღვთისგან მუდამ კურთხეული ყოფილიყოს შენი ლამაზი ოჯახი.
19 იანვარი, 12:30
გილოცავ მაკა ოჯახთან ერთად შენც და მთელ მართლმადიდებელ სამყაროსაც.
0 1 3