x
რომანტიზმი
18 იანვარი, 18:37

image
რომანტიზმი ერთ–ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. შოპენჰაუერის ფილოსოფიის მიხედვით
ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, მაგრამ ეს სურვილი განხორციელებული ხდება, მხოლოდ
უმაღლეს ადამიანებში.ამის განხორციელებაში კი მხოლოდ ხელოვნება თუ დაეხმარება ადამიანს.რომანტიზმმა ლიტერატურაში წამოაყენა საკუთარი გმირი - ღრმა განცდებისა და მგზნებარე ტემპერამენტის, მოუსვენარი, დაუმორჩილებელი, ამასთან ერთად ცოტა დაბნეულიც კი რეალურ სინამდვილესთან მიმართებაში. რომანტიზმი იყო ერთიანობა აზრებისა და პრინციპებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა.რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა, ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას.არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.XX ს-ში რომანტიზმი აღარ შეადგენს ერთიან მხატვრულ მიმდინარეობას, უფრო მეტიც, ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაში მხოლოდ რომანტიზმის ნიშნებიღაა შენარჩუნებული. რომანტიკოს მწერლებმა ახალი კონცეფცია

შემოიტანეს, მოხსნეს შეზღუდვები და უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს.მათი მიზანი იყო არა რეალობის ზუსტი აღქმა არამედ თავიანთი ვარიანტის
შეთავაზება მკითხველისთვის.ისინი ეყრდნობოდნენ ბუნების მისტიურ სახეს, პოეტურ განცდას, გრძნობაზე დამყარებულ ხედვას, ბრძოლას, გმირობას, სილამაზეს, უცნაურობას, სიყვარულს.რომანტიკოსებმა სიახლე შემოიტანეს ყველა ლიტერატურულ ჟანრში, ისინი უარს ამბობდნენ პოეზიაში ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე და თავიანთ გრძნობებზე დაყრდნობით თხზავდნენ რათა მკითხველს გულით გაეგო და არა გონებით.
ასევე მუსიკაშიც რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა რაც გულისხმობს ემოციის, ოცნების, ფანტასტიკური ელემენტების, პოემების, ომის, სიყვარულის, და რაც მთავარია კომპოზიტორის იდეის ერთიანობას.რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია. მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.
რომანტიზმს ჰქონდა განმასხვავებელი თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. ასე მაგ., ინგლისში რომანტიკულად ამაღლებულ პეიზაჟებს ქმნიან უ. ტერნერი, ჯ. კონსტებლი, რუსეთში კი რომანტიზმმა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა უმთავრესად, პორტრეტული, აგრეთვე პეიზაჟური ფერწერის განვითარებაზე (ბრიულოვი, აივაზოვსკი, ივანოვი).XIX საუკუნეში საქართველოში რომანტიზმის შემოსვლა ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო, თუმცა თავად ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ - რუსეთის, მერე კი უკვე საბჭოთა იმპერიის განაპირა პროვინციას წარმოადგენდა. საბჭოთა ეპოქაში ქართული რომანტიზმის შესწავლა მსოფლიო კონტექსტში წარმოუდგენელი იყო და არც არასდროს
მომხდარა. რომანტიზმის ეპოქის მხატვრები არიან ეჟენ დელაკრუა, ფრანსისკო გოია, თეოდორ ჟერიკო, გასპარ დავიდ ფრიდრიხი და ა.ე.

113
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც "ბავშვობიდან ერთად მოდიან"ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც "ბავშვობიდან ერთად მოდიან"
ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც "ბავშვობიდან ერთად მო...
მსოფლიოს სამი ყველაზე ძვირადღირებული წიგნიმსოფლიოს სამი ყველაზე ძვირადღირებული წიგნი
პირველი წიგნი, უფროსწორად კი ნამუშევარი , , ლესტერის კოდექსი აუქციო...
უცნობი საქართველოუცნობი საქართველო
საქართველოს ყველაზე მივიწყებულ კუთხეში, ლეჩხუმში, უამრავი ბუნებრივი საგანძურია, რომელთა შე...
intermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსსintermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის პირობე...
2016 წლის გინესის წიგნში შესული უცნაური რეკორდების ნაკრები2016 წლის გინესის წიგნში შესული უცნაური რეკორდების ნაკრები
გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლება გამოაქვეყნ...
ფოტოები რომელიც ისტორიას დარჩებაფოტოები რომელიც ისტორიას დარჩება
რუსი ვეტერანი იმ ტანკის წინ იჩოქებს რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა ...
შოკისმომგვრელი გრაფიტული ნამუშევრები ნაგვითშოკისმომგვრელი გრაფიტული ნამუშევრები ნაგვით
ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფი...
დამნაშავე თოჯინა  XX საუკუნის დასაწყისიდანდამნაშავე თოჯინა XX საუკუნის დასაწყისიდან
დაუჯერებელია, მაგრამ უკვე დადასტურებულია, რომ თოჯინაც კი შეიძლება ...
სერიალების გავლენა ადამიანზესერიალების გავლენა ადამიანზე
სერიალები ბოლო 20 წელია აქტუალურია საქართველოში, სატელევიზიო ეთერი სერიალების მრ...
მათ 29 წლით დაიგვიანესმათ 29 წლით დაიგვიანეს
XVIII საუკუნეში, ლუდივიკო XVIV-მ გადაწყვიტა თავისი ვაჟის აღზრდაზე ეზრუნა. მან ბრძანა შე...
ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებსფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხ...
თმებს ყალყზე დაგიყენებთ მათი ტრადიციათმებს ყალყზე დაგიყენებთ მათი ტრადიცია
ამაზონის ღრმა და ბნელი ჯუნგლები მოცულია უამრავი საიდუმლოთი. მის გაუვალ ტყ...