x
ყველაზე დიდი ვარსკვლავი - VY დიდი ქოფაკი ( + ვიდეო )
18 იანვარი, 17:01

VY დიდი ქოფაკი, ასე უწუდოეს მეცნიერება წითელ ჰიპერგიგანტ ვარსკვლავს, რომელიც ყველაზე დიდი ცნობილი ვარსკვლავია ვარსკვლავია. VY დიდი ქოფაკი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედშია მოთავსებული. ( ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. ამ თანავარსკვლავედშია ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი სირიუსი, რომლის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე არის 1, 4. ხილვადობის ყველაზე უკეთესი პირობებია დეკემბერსა და იანვარში. პატარაი ინფორმაცია სირიუსზე - სირიუსი ცის ყველაზე ბრწყინვალე, — 1, 46 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავია. მზიდან მანძილი ≈ 2, 7 პს, ნათება 22-ჯერ აღემატება მზისას; ორი ვარსკვლავის სისტემაა (A და B). სირიუსის თანამგზავრი აღმოჩენის რიგის მიხედვით პირველი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია, ≈ 10000-ჯერ მკრთალი სირიუსზე. ) ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია მზის რადიუსით და თავის ტიპში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი რადიუსი დაახლოებით 1420 ± 120 მზის რადიუსია ეს ტოლია 13, 2 ასტრონომიული ერთეულის ან 1 976 640 000 კილომეტრისა. დედამიწიდან 3900 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.


VY დიდი ქოფაკი ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც ნახევრადრეგულარულ ცვალებადაა კატეგორიზირებული და მისი პერიოდი დაახლოებით 2000 დღეა. მისი საშუალო სიმკვრივე 5—10 მგ/მ3-ია. ესვარსკვლავი მზის სისტემაში მზის ნაცვლად რომ იყოს მოთავსებული, მისი ზედაპირი იუპიტერის ორბიტის გაღმა გადაიჭიმებოდა (იმის მიუხედავად, რომ კვლავ არსებობს მისი რადიუსის შეფასებაში ცვალებადობები). VY დიდი ქოფაკის შესწავლისა და დაკვირვების პირველი ჩანაწერები ჯერომ ლალანდის ვარსკვლავურ კატალოგში გვხვდება 1801 წლის 7 მარტს, რომელსაც ეს ვარსკვლავი 7 ვარსკვლავიერი სიდიდიან ობიექტად შეჰყავს სიაში. მეცხრამეტე საუკუნეში მის ხილულ ვარსკვლავიერ სიდიდეზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 1850 წლიდან მოყოლებული ვარსკვლავი მკრთალდებოდა. 1847 წლიდან მას „სისხლიანი ვარსკვლავი“ ჰქვია. მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა მისი, სულ ცოტა, 6 დისკრეტული კომპონენტი განსაზღვრეს, რის შედეგადაც ცხადი ხდებოდა, რომ ის მრავალი ვარსკვლავი იყო. ახლა ცნობილია, რომ ეს დისკრეტული კომპონენტები მის გარშემო არსებული ნისლეულის კაშკაშა ადგილები იყო. 1957 წელს ჩატარებულმა ვიზუალურმა დაკვირვებებმა და 1998 წელს მაღალი რეზოლუციით ფოტოს გადაღებამ აჩვენა, რომ VY დიდ ქოფაკს კომპანიონი ვარსკვლავი არ ჰყავს. VY დიდი ქოფაკი მაღალი სიკაშკაშის M ტიპის ვარსკვლავია, რომლის ეფექტური ტემპერატურა 3500 კელვინია, რის გამოც ის ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავურ დიაგრამაში ზედა მარჯვენა მხარესაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ძალზე განვითარებული და ევოლუციაგამოვლილი ვარსკვლავია. მთავარ მიმდევრობაში ყოფნისას ის O ტიპის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომლის მასა 15-35 M☉ იყო. 1976 წელს ჩარლზ ლადამ და მარკ რაიდმა გამოაქვეყნეს აღმოჩენა კაშკაშა რგოლიანი მოლეკულური ღრუბლისა, რომელიც ამ ვარსკვლავიდან 15 არკწუთით აღმოსავლეთით იყო. კაშკაშა რგოლით შემოსაზღვრული ღრუბლის კიდეში CO გამოსხივების უეცარი ვარდნა და 12 CO გამოსხივების ზრდა იქნა შემჩნეული, რაც მიუთითებდა მოლეკულური მატერიის შესაძლო განადგურებასა და გაზრდილ სითბოს ღრუბელ-რგოლის ინტერფეისში, შესაბამისად. ლადამ და რეიდმა მიიჩნიეს, რომ მოლეკულური ღრუბლის მანძილი თითქმის იგივეა, რაცვარსკვლავებისა, რომლებიც ღია გროვა NGC 2363-ის წევრებია. ეს ვარსკვლავები კი რგოლს აიონიზირებს. NGC 2362-ის მანძილი 1, 5 ± 0, 5 კილოპარსეკია მისი ფერი-მაგნიტუდა (ვარსკვლავიერი სიდიდე) დიაგრამის მიხედვით. VY დიდი ქოფაკი „წამოშვერილია“ ღრუბლის რგოლის წვერზე, რის გამოც მისი ამ ღრუბელთან ასოცირება ხდება. გარდა ამისა, მოლეკულური ღრუბლის სიჩქარე ძალიან ახლოსაა ვარსკვლავის სიჩქარესთან. ეს უფრო მიუთითებს ვარსკვლავის მოლეკულურ ღრუბელთან ასოციაციაზე, ანუ NGC 2362-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ VY დიდი ქოფაკიც 1, 5 კილოპარსეკითაა დაშორებული.
ბოლო დროს ჩატარებული გაზოვმები NGC 2362-მდე მანძილის დასადგენად შედეგად 1, 2 კილოპარსეკი აჩვენა.


კარგად დააკვირდით სურათს:


image











გთავაზობთ ვიდეოს:





შეგიძლიათ წარმოიდიგნოთ ასეთი ზომის ობიექტი?

121
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
26 წლის შემდეგ გამოიღვიძა...26 წლის შემდეგ გამოიღვიძა...
დედამიწიდან 8 000 წლის სიშორეზე მდებარე ერთ-ერთ შავ ხვრელზე უცნაური მოძრაობები ...
ბუნების უნიკალური და ულამაზესი მოვლენებიბუნების უნიკალური და ულამაზესი მოვლენები
ბუნების უნიკალური და ულამაზესი მოვლენები ბუნების სილამაზეს სი...
მთვარე –  საეჭვო ფაქტები.მთვარე – საეჭვო ფაქტები.
1969 წლის 20 ივლისს პირველად კაცობრიობის ისტორიაში მთვარის ზედაპირზე დაეშვა კოსმოსურ...
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებიყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სტატიის სათაურიდან გამომდინარე, ძალაში მოიაზ...
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიე...
რითი ემუქრება ახალი პლანეტა დედამიწას? 10 გასაოცარი ფაქტი მასზერითი ემუქრება ახალი პლანეტა დედამიწას? 10 გასაოცარი ფაქტი მასზე
2016 წლის დასაწყისში, კერძოდ იანვარში მსოფლიოს...
განსაცვიფრებელი ფოტოები სივრციდან, რომელსაც NASA ავრცელებს!განსაცვიფრებელი ფოტოები სივრციდან, რომელსაც NASA ავრცელებს!
ნასა - აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ერ...
როგორ შეიქმნა დედამიწა? მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები...როგორ შეიქმნა დედამიწა? მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები...
ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების თ...