x
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები
18 იანვარი, 18:17

“მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები – შავგვრემანები არიან” – ამ ფრაზას ბევრი ეთანხმება და ბევრი სასტიკად უარყოფს, თუმცა არსებობს სტატისტიკა: სილამაზის ორი მთავარი კონკურსის – „მის სამყაროსა“ და „მის მსოფლიოს“ გამარჯვებულების 90% სწორედ შავგვრემანებს წარმოადგენს.


გთავაზობთ რამდენიმე ლამაზმანს:


ბრაზილიელი: ადრიანა ლიმა

image


ყველაზე სექსუალური „ანგელოზი“ ნამდვილ “მტაცებლად” ითვლება. ჭეშმარიტი ბრაზილიელი ზედმეტი ქალური ფორმებით გამოირჩევა. ადრიანა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ითვლება.



ინდოელი: აიშვარია რაი

imageინდოეთის და არამარტო ინდოეთის მთავარმა ლამაზმანმა „მის მსოფლიოს“ ტიტული 1994 წელს მიიღო. აიშვარიას ბოლივუდის მსახიობებისგან განსხვავებული გარეგნობა აქვს – ხორბლისფერი კანი და ღია ფერის თვალები. მშობიარობის შემდეგც კი, როდესაც მსახიობმა 30 კილოგრამი მოიმატა, ის კვლავ პლანეტის ულამაზესი ქალების რეიტინგში შედიოდა.



ამერიკელი: მეგან ფოქსი


image


ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ თავის სილამაზეს მეგანი არა ბუნებას, არამედ პლასტიკურ ქირურგიას უნდა უმადლოდეს. რაც არ უნდა იყოს და რამდენი ოპერაციაც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მეგან ფოქსი იდეალური პროპორციების მქონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია.



იტალიელი: მონიკა ბელუჩი


image


უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მონიკა არავის უთმობს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს. მის სილამაზეს იმდენად ბევრი ადამიანი იზიარებს, რომ უმეტესობას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამ სადავეებს ლამაზმანი ოდესმე დათმობს. ულტრაქალურმა მონიკამ, მგრძნობიარე ტუჩებითა და ჭკვიანი თვალებით სილამაზის სამყარო დაიპყრო. 51 წლის ასაკშიც კი, ის კვლავ უკონკურენტოა.



ესპანელი: პენელოპა კრუსიimage


ჰოლივუდის საბედისწერო ქალი, რომელსაც ხშირად ტემპერამენტთან ასოცირდება. მან მართლაც იმდენად კარგად გაითავისა ექსპრესიული ესპანელი ქალის, მარია ელენას როლი ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“, რომ ამ როლისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა. რეალურ ცხოვრებაში ის გაცილებით მშვიდია. მუქი კანი, თაფლისფერი თვალები და შავი თმა მისი სავიზიტო ბარათი გახდა.



ბრიტანელი: კეტრინ ზეტა-ჯონსი


image



ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მსახიობმა, მაიკლ დუგლასმა ერთხელ ამ ქალბატონზე თავი დაკარგა, თანაც იმდენად, რომ თავის იმჟამინდელ ცოლს რეკორდულად დიდი თანხა გადაუხადა განქორწინების სანაცვლოდ. მიზანი კი ოცნების ქალთან ერთად ყოფნა იყო. დღეს ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და შვილებს ზრდიან.



მექსიკელი: სელმა ჰაიეკი


image

ერთ დროს მექსიკელი მსახიობი სექსუალურ ლამაზმანებსა და მთავარი გმირების მეგობარ გოგონებს ანსახიერებდა, დღეს კი ის მსახიობია, რომლის მონაწილეობით ფილმების „კანის კინოფესტივალის“ რჩეული ხშირად ხდება და ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცენატის – ფრანსუა-ანრი პინოს მეუღლე. წლების მატებასთან ერთად სელმა მხოლოდ მშვენდება და ამას ყველა აღიარებს.



ჩინელი: ფან ბინბინი


image


თუ თქვენ არ იცით, ვინ არის ფან ბინბინი, გამოდის, რომ ბევრი რამ გამოგრჩათ, რადგან სწორედ ის არის აზიის საოცნებო ქალი. კონტინენტის ყველაზე ლამაზი ქალბატონი L’Oreal-ის სახეა. ის ხშირად გამხდარა განხილვის საგანი “კანის კინოფესტივალზე” – ჩინელ მსახიობს ფაიფურის სკულპტურას ადარებენ და მის სილამაზეს არაამქვეყნიურს უწოდებენ.


და ასევე სხვა დანარჩენი:




Angelina Jolie

image




Laetitia Casta


image


Scarlett Johansson


image




Lupita Nyong’o


image



Kim Kardashian


image



Kacey Musgraves


image




Tao Okamoto


image


Megan Fox


image



სტატის ავტორი ბექა ავდიევი



513
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:emty
emty
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ინსტაგრამის თურქი ლამაზმანი – ელიფ ჩელიკიინსტაგრამის თურქი ლამაზმანი – ელიფ ჩელიკი
ინსტაგრამის ვარკსვლავებზე საუბარი ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა. როგო...
ვარსკვლავთა შვილები, რომლებიც სილამაზით ვერ დაიკვეხნიანვარსკვლავთა შვილები, რომლებიც სილამაზით ვერ დაიკვეხნიან
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო - კი არის ნ...
ყველაზე საშინელი ვარცხნილობები მამაკაცების არსებობის ისტორიაშიყველაზე საშინელი ვარცხნილობები მამაკაცების არსებობის ისტორიაში
საპარიკმახეროში ვიზიტი შეიძლება დაკავშირებული იყ...
ნინი ონიანი ოფიციალურად დაქორწინდა და გვარი შეიცვალა.ნინი ონიანი ოფიციალურად დაქორწინდა და გვარი შეიცვალა.
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სკანდალური ქართველი მსახიო...
"ძალიან გვენატრები..."-ლელა კილაძე გიგი უგულავას."ძალიან გვენატრები..."-ლელა კილაძე გიგი უგულავას.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ იუბილარი იყო. მისი ყო...
10 ყველაზე მომხიბვლელი სპორტსმენი ქალი "ოლიმპიადა 2016"-ზე10 ყველაზე მომხიბვლელი სპორტსმენი ქალი "ოლიმპიადა 2016"-ზე
ამერიკულმა ჟურნალმა, Maxim-მა 2016 წლის ოლიმპიურ თა...
ნამდვილი  სიყვარული და პატივისცემანამდვილი სიყვარული და პატივისცემა
ცოლმა და ქმარმა ერთად 30 წელი გაატარეს. ერთობლივი ცხოვრების 30-ე წლისთავზე, ...