x
მსოფლიოს 10 საუკეთესო ანტიტერორისტული სპეცრაზმი
18 იანვარი, 14:04

1. "დელტა", აშშ.
image

ამერიკის ჯარის სპეციალური ძალების ოპერატიული რაზმი. შეიქმნა 1976 წელს. აშშ-ს მთავარი ანტიტერორისტუილი დაჯგუფება ასევე დაკავებული საზღვარგარეთ ამერიკელ მძევალთა გათავისუფლებს ოპერაციებით. ჯგუფში შედის 500 მებრძოლი, მათ შორის 2 ქალი. მონაწილეობა აქვს მიღებული ასობით საიდუმლო ოპერაციაში მსოფლიოს ფარგლებში. "დელტას" ყველაზე წარმატებულ ოპერაციად ითვლება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ბრძოლის დროს ერაყის წინააღდეგ ოპერაცია. ყველაზე დიდი მარცხი კი იყო 1980 წელს თეირანში, აშშ-ს საელჩოში მძევალთა გათავისუფლების მცდელობა. შტურმის მცდელობის დროს ამერიკელებმა შემთხვევით დაწვეს ვერტმფრენი, თვითმფრინავი, საწვავის საწყობი და ავტობუსი. საბოლოოდ მძევლები გაათავისუფლეს მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად, 444 დღის შემდეგ.

2. "საერეტ მატკალი" (Sayeret Matkal), ისრაელი.


image

ცნობილია ასევე, როგორც "შენაერთი 269". ეს არის ზესაიდუმლო სამხედრო დანაყოფი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ გენერალური შტაბის უფროსს და გამიზნულია განსაკუთრებული მნიშვნელობის დივერსიულ-სადაზვერვო და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად და დაზვერვის საბრძოლო მხარდასაჭერად როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

3. საზღვრის დაცვის ჯგუფი GSG-9, გერმანია.
image
გერმანიის ფედერალური პოლიციის სპეცრაზმის დანაყოფი. GSG 9 ჩამოყალიბდა 1973 წლის სექტემბერში, მიუნჰენის ოლიმპიადაზე სპორტსმენების ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ. რაზმის მიზანია გერმანიის ტერიტორიაზე ტერორისტული ქმედებეის თავიდან აცილება. იგი უშუალოდ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარება.

4. Special Air Service, SAS, (დიდი ბრიტანეთი).
image
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა სპეცრაზმის დანაყოფი ქვეყნის ძირითადი ანტიტერორისტული სპეცჯგუფია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა.


5. ეროვნული ჟანდარმერიის ინტერვენციის ჯგუფი, GIGN, საფრანგეთი.
image
შეიქმნა 1974 წლის მარტში საფრანგეთში არაბულ ტერორიზმთან საბრძოლველად. დასაწყისში იგი 15 მოხალისე ჟანდარმისგან შედგებოდა. დღეს ჯგუფში 200 ადამიანი შედის. არსებობის მანძილზე ჯგუფმა 500-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და 100-ზე მეტი წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომელთა დროს დანაყოფმა 10 მებრძოლი დაკარგა.


6. BBE (Bijzondere Bijstands Eenheid), ჰოლანდია.
image

ჰოლანდიის სამეფო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ანტიტერორისტული დანაყოფები. სპეცჯგუფი ცნობილი გახდა 1977 წელს, ქვეყნის სამხრეთით მატარებლის გამტაცებელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ. ეს ინიცდენტი ითვლება ტერორიზმთან სპეცრაზმების ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთ საკვანძო მომენტად.

მშვიდობიან დროს BBE ქვეყნის არმიის რიგითი სტრუქტურული ერთეულია. ჯგუფის ელიტური ნაწილია საზღვაო ფეხოსნების სპეცრაზმი (GOEM), არის ასევე სადესანტო საბრძოლო ჯგუფი (ACG).

7. კობრა, ავსტრია
image
ავსტრიის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1978 წელს და 200 ადამიანს ითვლის. დანაყოფი ექვემდებარება ავსტრიის შსს-საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორს. ანტიტერორისტული ოპერაციების გარდა, "კობრას" ევალება ვენის აეროპორტის, შვეკატის დაცვაც. არსებობიდან დღემდე "კობრას" არც ერთი წევრი არ დაღუპულა.


8. Forsvarets Spesialkommando, FSK, ნორვეგია.
image

ნორვეგიის ანტიტერორისტული მოქმედების რაზმი დაარსდა 1982 წელს და გაწვრთნილია, ძირითადად ნავთობის პლატფორმებზე მოქმედებებისთვის. გარდა ამისა, FSK-ს ევალება ასევე სამეფო ოჯახის, მთავრობისა და ეროვნული კრების დაცვა. ჩვეულებრივ, აღნიშნული სპეცრაზმი ოპერაციაზე გადის მხოლოდ პოლიციის მიერ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე.


9. "ალფა", რუსეთი.


image
მისი მთავარი დანიშნულებაა ტერორისტული აქტების აღკვეთა, მძევლების განთავისუფლება და ა.შ. ამას გარდა, "ალფას" მებრძოლები მონაწილეობას იღებენ ФСБ-ს სხვა, განსაკუთრებით რთულ დავალებებში და მოქმედებენ "ცხელ წერტილებში".


10. ST-6 (ცნობილია ასევე, როგორც Navy SEALs), აშშ.


image

აშშ-ს საზღვაო მოქმედების სპეციალური დანიშნულების ძირითადი ძალები. მომზადებულნი არიან საბრძოლო მოქმედებების არატრადიციული მეთოდებით წარმართვისთვის, მძევალთა გათავისუფლებისთვის, ტერორიზმთან ბრძოლისა და სხვა რთული მისიებისთვის.




676
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
20 იანვარი, 23:08
არაადა სხვა მონაცემებით რუსული ალფაა პირველი, ვეღარაფერი გავიგე ...
18 იანვარი, 14:38
გ.გ...საინტერესოა
0 1 2
მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი სახე - მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფიამეორე მსოფლიო ომის ნამდვილი სახე - მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფია
მეორე მსოფლიო ომი - ყველაზე მასშტაბური და სისხ...
10 სუპერსაზარელი პროექტი,რომელიც ნამდვილად არსებობდა.10 სუპერსაზარელი პროექტი,რომელიც ნამდვილად არსებობდა.
სუპერბოროტი ადამიანები უკვე დიდი ხანია გახდნენ ნაწილი პოპ...
თბილისური ცათამბრჯენებითბილისური ცათამბრჯენები
ამ ბოლო დროს თბილისში მრავალსართუიანი კორპუსების მშენებლობამ საგრძნობლად მოიმატა. ერთი ...
რატომ გახდა დღეს აქტუალური ჯიპიანი მამაოების თემა ? ...რატომ გახდა დღეს აქტუალური ჯიპიანი მამაოების თემა ? ...
რატომ გახდა დღეს აქტუალური ჯიპიანი მამაოების თემა? ხელო...
მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი მაფიებიმსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი მაფიები
მსოფლიოში არის მაფიოზური კლანები , რომელებიც სხვა და სხვა ქვეყნების წარმომა...
ათი  ყველაზე  სასტიკი  საბრძოლო ხელოვნება  მსოფლიოშიათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში
ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ დღეში 2-3 საათი ფიზიკური მომზა...