x
დელინკვენტური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები მოზარდებში
17 იანვარი, 23:51

imageდელიკვენტური ქცევა – ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმედებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ – ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს –ის 20 – იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში.
ფსიქოლოგიაში დელინკვენტობა გამოიყენება ნორმინდან გადახრილი ქცევების
აღსაწერად, რომელსაც განსაკუთრებით ვხვდებით მოზარდობის ასაკში. კვლევებით
დამტკიცდა, რომ მოზარდების 80%-ზე მეტი ჩადის დელინკვენტურ ქმედებებს და დელინკვენტური ქცევების უმეტესობას ჩადიან 15-16 წლის მოზარდები. დელინკვენტური ქცევები უფრო მეტად გავრცელებულია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში, თუმცა ამგვარი ქმედებების გამოვლენის ნორმა ბოლო წლებია გოგონებში მაღლა იწევს. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა აშ.შ _ის 2 ურბანული ტიპის დასახლებაში აღმოჩინა, რომ ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმას ჩაიდინეს სხვადასხვა ტიპის დელინკვენტური ქცევები შემდეგია: ქურდობა(მოპარვა) 30%-დან 56%, სხვისი საკუთრების დაზიანება 31-51%, ღამის ქურდობა(გატეხვა) 6-8%.

დელინკვეტური ქცევების დიდი ნაწილი დაკავშიებულია თანატოლების ჯგუფის
სტატუსთან. დელინკვენტურ ქცევებს ჩადიან, როგორც თანატოლებთან ერთად, ასევე
თანატოლებისთვის. მოზარდებში უმნიშვნელო დელინკვენტური ქმედებები მიჩნეულია, როგორც ნორმალური და ძირითადად ამგვარი ქმედებები მოტივირებულია იმის სურვილით, რომ მოზარდები იყვნენ მოწონებულები თანატოლებისგან და რომ გაზარდონ საკუთარი თავის პატივისცემა სხვების თვალში. თანატოლთა წრეში პოპულარობის მოსაპოვებლად და თავის გამოჩენის მიზნით ისეთი ქცევები შეიძლება ჩაიდინონ, რითაც საფრთხე შეუქმნან საკუთარ თავს. ისინი შეიძლება ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ რეალურად თანატოლთა წრე უდიდეს გავლენას ახდენს
მოზარდის ფსიქოლოგიაზე.


როდესაც დელინკვეტური ქცევა ჩნდება ადრეულ ასაკში(12წლამდე), უფროსების მხრიდან ძირითადად ამ ტიპის ქცევა განხილულია, როგორც უწესო ქცევა, ხოლო როცა ხდება მსგავსი ქცევების განხორციელება მოზარდობის ასაკში იგი იდენტიფიცირებულია,
როგორც დელინკვენტური ქცევა. კვლევები გვიჩვენებს, რომ დელინკვენტობა შეიძლება
ვიწინასწარმეტყველოთ ადრეულ ასაკში გამომჟღვნებული ქცევებიდან გამომდინარე. მაღალი იმპულსურობა, დაბალი აკადემიური მოსწრება, კრიმინალი მშობლები, მშობლებს შორის კონფლიქტი და აღზრდა დეპრივირებულ(ჩამორთმეულ), მაღალკრიმინალურ გარემოში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, თუმცა აქვე უნდა გავაანალიზოთ, რომ შეიძლება კრიმინალთა უმრავლესობას აქვს მოზარდობის
ასაკში დელინკვენტური ქედებების გამოვლენის ისტორია, მაგრამ ბევრი ადამიანი მოზარდობაში დელინკვენტური ქმედებების ისტორიით, არ ამთავრებს კრიმინალით.



დელინკვენტური ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორებით და მათი ურთიერთქმედებით. ამერიკის სამართლიანობის დეპარტამენტის გამოკვლევით გამოვლინდა, რომ დაახლოებით 25000 მოზარდი არის გამოსასწორებელ დაწესებულებაში. მათგან 93% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, 40%-აფრიკელია, 75% არის განქორწინებული ან ერთ მშობლიანი ოჯახიდან, 50%ზე მეტს ყავს ოჯახის წევრი ციხეში და 60% უკვე იჯდა საპყრობილეში.

ზოგი მოზარდის დელინკვენტური ქცევები იმდენად ძალადობრივია, რომ მათ მოზრდილების ციხეში სვამენ. ხშირად პრობლემაა ის რომ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ციხის საკნებს, მათ მოწყობას, ვიდრე გარკვეული
სახის ინტერვენციებს, რომელიც შეამცირებდა მოზარდებში ამ ტიპის ქცევების
გამოვლენას და მოახდენდა მათი დამოკიდებულებების შეცვლას უკეთესი ცხოვრების დაწყების სასარგებლოდ. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად ვიღებთ საპირისპიროს. მოზარდები უფრო მეტად ხდებიან ჩართულნი კრიმინალთა საზოგადოებაში, რაც ზრდის შანსს იმისა, რომ მათი მისწრაფება დელინკვენტური ქცევისადმი უფრო გაიზრდება.

ავტორი:ქეთევან უგლავა



44
1-ს არ მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
რეალური და ძალზე სახალისო ისტორია რომელიც ბევრს გაამხიარულებსრეალური და ძალზე სახალისო ისტორია რომელიც ბევრს გაამხიარულებს
სამეგრელოს რეგიონის ერთერთი რაიონის ლამაზ სოფელში...