x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დელინკვენტური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები მოზარდებში

imageდელიკვენტური ქცევა – ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმედებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ – ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს –ის 20 – იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში.
ფსიქოლოგიაში დელინკვენტობა გამოიყენება ნორმინდან გადახრილი ქცევების
აღსაწერად, რომელსაც განსაკუთრებით ვხვდებით მოზარდობის ასაკში. კვლევებით
დამტკიცდა, რომ მოზარდების 80%-ზე მეტი ჩადის დელინკვენტურ ქმედებებს და დელინკვენტური ქცევების უმეტესობას ჩადიან 15-16 წლის მოზარდები. დელინკვენტური ქცევები უფრო მეტად გავრცელებულია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში, თუმცა ამგვარი ქმედებების გამოვლენის ნორმა ბოლო წლებია გოგონებში მაღლა იწევს. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა აშ.შ _ის 2 ურბანული ტიპის დასახლებაში აღმოჩინა, რომ ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმას ჩაიდინეს სხვადასხვა ტიპის დელინკვენტური ქცევები შემდეგია: ქურდობა(მოპარვა) 30%-დან 56%, სხვისი საკუთრების დაზიანება 31-51%, ღამის ქურდობა(გატეხვა) 6-8%.

დელინკვეტური ქცევების დიდი ნაწილი დაკავშიებულია თანატოლების ჯგუფის
სტატუსთან. დელინკვენტურ ქცევებს ჩადიან, როგორც თანატოლებთან ერთად, ასევე
თანატოლებისთვის. მოზარდებში უმნიშვნელო დელინკვენტური ქმედებები მიჩნეულია, როგორც ნორმალური და ძირითადად ამგვარი ქმედებები მოტივირებულია იმის სურვილით, რომ მოზარდები იყვნენ მოწონებულები თანატოლებისგან და რომ გაზარდონ საკუთარი თავის პატივისცემა სხვების თვალში. თანატოლთა წრეში პოპულარობის მოსაპოვებლად და თავის გამოჩენის მიზნით ისეთი ქცევები შეიძლება ჩაიდინონ, რითაც საფრთხე შეუქმნან საკუთარ თავს. ისინი შეიძლება ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ რეალურად თანატოლთა წრე უდიდეს გავლენას ახდენს
მოზარდის ფსიქოლოგიაზე.


როდესაც დელინკვეტური ქცევა ჩნდება ადრეულ ასაკში(12წლამდე), უფროსების მხრიდან ძირითადად ამ ტიპის ქცევა განხილულია, როგორც უწესო ქცევა, ხოლო როცა ხდება მსგავსი ქცევების განხორციელება მოზარდობის ასაკში იგი იდენტიფიცირებულია,
როგორც დელინკვენტური ქცევა. კვლევები გვიჩვენებს, რომ დელინკვენტობა შეიძლება
ვიწინასწარმეტყველოთ ადრეულ ასაკში გამომჟღვნებული ქცევებიდან გამომდინარე. მაღალი იმპულსურობა, დაბალი აკადემიური მოსწრება, კრიმინალი მშობლები, მშობლებს შორის კონფლიქტი და აღზრდა დეპრივირებულ(ჩამორთმეულ), მაღალკრიმინალურ გარემოში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, თუმცა აქვე უნდა გავაანალიზოთ, რომ შეიძლება კრიმინალთა უმრავლესობას აქვს მოზარდობის
ასაკში დელინკვენტური ქედებების გამოვლენის ისტორია, მაგრამ ბევრი ადამიანი მოზარდობაში დელინკვენტური ქმედებების ისტორიით, არ ამთავრებს კრიმინალით.



დელინკვენტური ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორებით და მათი ურთიერთქმედებით. ამერიკის სამართლიანობის დეპარტამენტის გამოკვლევით გამოვლინდა, რომ დაახლოებით 25000 მოზარდი არის გამოსასწორებელ დაწესებულებაში. მათგან 93% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, 40%-აფრიკელია, 75% არის განქორწინებული ან ერთ მშობლიანი ოჯახიდან, 50%ზე მეტს ყავს ოჯახის წევრი ციხეში და 60% უკვე იჯდა საპყრობილეში.

ზოგი მოზარდის დელინკვენტური ქცევები იმდენად ძალადობრივია, რომ მათ მოზრდილების ციხეში სვამენ. ხშირად პრობლემაა ის რომ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ციხის საკნებს, მათ მოწყობას, ვიდრე გარკვეული
სახის ინტერვენციებს, რომელიც შეამცირებდა მოზარდებში ამ ტიპის ქცევების
გამოვლენას და მოახდენდა მათი დამოკიდებულებების შეცვლას უკეთესი ცხოვრების დაწყების სასარგებლოდ. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად ვიღებთ საპირისპიროს. მოზარდები უფრო მეტად ხდებიან ჩართულნი კრიმინალთა საზოგადოებაში, რაც ზრდის შანსს იმისა, რომ მათი მისწრაფება დელინკვენტური ქცევისადმი უფრო გაიზრდება.

ავტორი:ქეთევან უგლავა



0
362
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0