x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შემოქმედებითი თვითგამოხატვის პიროვნებისეული მნიშვნელობა

imageშემოქმედებითობა, ესაა თვისობრივად ახალი რეალობის შექმნა, ცხოვრებასა და სამყაროში ცვლილებების შეტანის
პროცესი. შემოქმედებითობის უმნიშვნელოვანესი თვისებაა თვითგამოხატვის იმპულსი. შემოქმედებითი აქტი გვამცნობს საკუთარი თავის
(„მე“-ს ) შესახებ ან სიტყვით ან მოქმედებით ან ფერით ან ბგერით ან რაიმე პროდუქტით
ან კიდევ ახალი იდეით. შემოქმედებითი აქტი გარღვევაა და ამოხეთვაა, რომელიც საკუთარი
თავის თვითაღსრულების გარდაუვალობის შესახებ
ღაღადებს, სწორედ ეს არის შემოქმედებითი თვითგამოხატვა.
შემოქმედებითი იმპულსების ბლოკირება, ჩახშობა აფერხებს პიროვნების განვითარებას
და იწვევს მასში ნევროტულ გადახრებს, ხოლო მათი გამოთავისუფლება, პირიქით, ხელს უწყობს
პიროვნების განვითარებას და ზრდას. შემოქმედებით აქვტივობას არ გააჩნია მისთვის სპეციფიკური, კონკრეტული სფერო და მოქმედების არეალი. იგი შეიძლება
ყველგან არსებობდეს: მწერლობასა თუ მხატვრობაში, სპორტსა თუ მეცნიერებაში, ხელოსნობასა
თუ მიწის უბრალო დაბარვაში, სახლის მოვლასა თუ კულინარიაში. ერთი და იმავე საქმიანობას
ერთი ადამინი შეიძლება მიუდგეს შემოქმედებითი იმპულსით, ხოლო მეორე შეიძლება სრულიად
რუტინულად საქმიანობდეს. ადამიანი თავისუფალი
არსებაა და მაშასადამე მას შეუძლია აირჩიოს: შემოქმედებითად მიუდგეს საკეთებელს თუ გაიმეოროს
ძველი, გაჰყვეს თვალდახუჭული მრავალჯერ
გატკეპნილ გზას და შეამციროს სიხალეებთან დაკავშირებული რისკი, თუმცა ჰქონდეს გარანტიები. იქ სადაც არის ცვლილება, წინსვლა, სიახლე, შექმნა, ყველგან არის შემოქმედებითობის პროცესი-კაცბრიობის
განვითარების გასაღები.
ადამიანის შემოქმედებითი
თვითგამოხატვის უნარი ქმნის მისი პიროვნების უნიკალურობას. ადამიანი თავისი შემოქმედებითი
მისწრაფებისა და პოტენციალის საფუძველზე ქმნის ცივილიზაციას და საკუთარ ისტორიას, გარდაქმნის
ბუნებას, გადალახავს საკუთარი პლანეტის ფარგლებს.
შემოქმედებითი თვითგამოხატვის დროს ადამიანი არ იზღუდება მატერილაური მოცემულობით
, ჩვეული და მყარად დადგენილი ნორმებით, პირიქით, იგი გაარღვევს დადგენილი მოცემულობის
საზღვრებს, ქმნის ახალ რეალობას და გამოხატავს საკუთარ თავს.


შემოქმედებითი
თვითგამოხატვა გარდა იმისა რომ საშუალებას გვაძლევვს დავინახოთ პიროვნების შინაგანი
ბუნება, ჩვენ-გარშემომყოფებმა, იგი ასევე თვითონ შემოქმედი ადამიანს ეხმარება საკუთარი
შინაგანი სამყაროს დანახვაში, მის, როგორც შემქმნელის ამპლუაში, მოქმედი, განვითებადი, ფუნქციონირებადი ადამიანის დანახვაში, რაც პიროვნების ბედნერების განცდის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
უზნაძის მიხედვით შემოქმედებითი თვითგამოხატვის
უნივერსალურ წყაროს ადამიანის ფუნქციობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების( ფუნქციონალური)
ტენდენცია წარმოადგენს.

ადამიანი გარემოს
შემოქმედია. იგი არამარტო არსებობს გარემოში და იღებს მისგან მომდინარე გავლენას, არამედ
რეაგირებს მასზე აქტიურად, ქმნის, განაახლებს,
ცვლის, გაარღვევს კიდეც მას. იგი იმეცნებს
გარესამყაროს. გარესამყაროს შემცნებაში, შემოქმედებით თვითგამოხატვას წარმოადგენს:
სამცნიერო ფორუმები, კონფერენციები, პუბლიკაციები. ადამიანი ქმნის თავის სამყაროს თავის ფერებში, საკუთარი დიზაინით და მხატვრული ხედვით, რომელშიც
აქსოვს მის მრავალ გამომგონებლურ და შემოქმედებით ენერგიას
და გამოხატავს თავის გემოვნებას, შესაძლებლობებს, ინტელექტს.


ადამიანს გარს
არტყია ფერები და ფორმები, მაგრამ იგი აქტივობის (ხატვა, ძერწვა, ქსოვა ...) პროცესში
სრულიად ახალ სამყაროს ქმნის გაჟღენთილს თავისი უნიკალური შემოქმედებითობით.

ადამიანს გარემოში
ესმის ბგერები, სიტყვები,
მაგრამ იგი ქმნის, სრულიად განხვავებულს, ახალს, უნიკალურს: ქმნის და ასრულებს მუსიკალურ
ნაწარმოებს, წერს ლექსებს, თხზავს რომანებს, ისტორიებს, მოთხრობებს, ნოველებს.


ადამიანი თავისი
შემოქმედებითობით ქმნის თვისობრივად ახალ მომენტებს თავის სასიცოცხლო გარემოში. ეს
პროცესი იწყება ღრმა ბავშვობიდან და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. თვით პატარა ბავშვის
სპონტანური ხატვა-ჯღაბნის დროსაც კი შეიძლება დავინახოთ სამყაროსადმი შემოქმედებითი
ხედვები.







ადამიანის ქცევები
არა თუ რეაქტიული პასუხია გარემოდან მომდინარე გამღიზიანებელზე არამედ იგი ღრმა, აზრიანია. იგი პროაქტიული ხასიათისაა,
რაც გულისმობს პიროვნების ნების თვიგამოხატვას, ახლებურ, დამოუკიდებელ, თავისუფალ,
პასუხისმგებლურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ პასუხს გამოწვევებზე, რომელიც შემოქმედებით
მიდგომებს ეფუძნება.


ისევე როგორც განხვავდება
თითოეული ადამიანის შემოქმედებითი თვთგამოხატვის გზები ასევე განსხვავდება მათი გამოვლენის
მასშტაბები ერთნამეთისგან. ჩვენი უნარები,
ნიჭი პოტენციალი განსაზღვრავს ჩვენი ქმედებების კოეფიციენტს. თუმცა, ჩვენი უნარები
არ არის სტატიკური კონსტრუქტები, ჩვენ შეგვიძლია მათი განვითარება და სრულყოფა. შემოქმედებითობა
მჭიდროთაა დაკავშირებული ინტელექტის ცნებასთან. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
იმით თუ ინტელექტის რომელი სახეობა რა ზომითაა წარმოჩენილი ამა თუ იმ პიროვნებაში.ინტელექტის
ყველა ნაირსახეობა ექვემდებარება წვრთნასა
და განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ იგი ჩვენივე ძალისხმევით, ეს პროცესი
ბავშვობიდანვე იწყება. მნიშვნელოვანია ამ პროცესებისადმი ხელშეწყობა და მხარდაჭერა,
რადაგან სწორედ ინტელექტუალური მონაცემები ქმნიან
შემოქმედებითი თვითგამოხატვის საფუძველს.
თავს მხრივ შემოქმედებითობაც ხელ უწყობს
ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.შემოქმედებითი თვითგამხატვის პროცესებში
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ასევე ჩვენს ღირებულებებს და რწმენებს, რადგან სწორედ
ისინი ქმნიან ჩვენი მოქმედებისა და ქცევის მოტივაციურ საფუძველს.


ადამიანის ურთერთობები
სოციალურ გარემოში ერთგვარი შემოქმედებისა და თვითგამოხატვის პროცესის სახეს იღებს.
ადამიანი ბავშვობიდან ჩართულია სხვადასხვა ურთიერთობათა ქსელებში, სკოლაში, სამსახურსა
და საზოგადოებრივ ურთიერთობებში მიკრო და მაკრო სოციალურ დონეზე. თუმცა ის არა მხოლოდ
ჩართულია, არამედ თვითონ ქმნის ამ ურთიერთობებს,
ამყარებს კომუნიკაციას, შეიძენს მომხრეებს, მხარდაჭერებს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი თვითგამხატვის პროცესების
განხორციელებას.


თვითგამოხატვის
უნარის განმავითარებელი სავარჯიშო

თვითგამოხატვის
პიროვნული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტიურად გამოიყენებენ თვითგამოხატვის სავარჯიშოებს. ერთი მხრივ მათი მიზანია შემოქმედებითი თვითგამოხატვის
უნარების განვითარება და ასევე ეს სავარჯიშოები
გვაწვდიან ადამიანის პიროვნების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც შეიძლება
სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ.


ქვემოთ მოცემული
სავარჯიშო მხატვრული ხედვისა და წარმოსახვის, თვითგამოხატვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.


სავარჯიშოს აქტივობის
ტიპი- მავარი აქტივობა.


წყარო- Mariam
Nabarro-ს პროგრამიდან.


მიზნები- წარმოსახვის,
მხატვრული ხედვისა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება.


ფოკუსი- სავარჯიშოს
მსვლელობისას გარკვეული დროის განმავლობაში ერთი მონაწილე ყურადღების ცენტრში ექცევა.


დინამიკა- საშუალო.


მონაწილეთა რიცხვი-
10-15.


ხანგრძლივობა
20-25წუთი.


მასალები- სახატავი
ფურცლები, ფანქრები, პასტელები


სავარჯიშოს აღწერა-
მონაწილეები მაგიდასთან სხედან. წამყვანი მათ სახატავ ფურცლებსა და პასტელებს ურიგებს
და შემდეგი სახის ინსტრუქციას აძლევს: „ყველას დავხუჭოთ თვალები და ფურცლის ფარგლები
ხელებით შევისწავლოთ. კარგად შეისწავლეთ ფურცლის სივრცე, მისი სიგანე და სიმაღლე“.
რამოდენიმე წუთის განმავლობაში თვალდახუჭული
მონაწილეები თავიანთ ფურცლებს ხელებით შეისწავლიან.
წამყვანი აგრძელებს ინსტრუქციის გაცემას: „ახლა
კი წარმოიდგინეთ, რომ მალე თქვენს ფურცლებზე წვიმა უნდა წამოვიდეს. წვიმის წვეთები
პასტელების წვერით გამოისახება, ხოლო ის ხმაური რომელიც პასტელების წვერების დარტყმით
გამოიცემა - წვიმის ხმაური არის. წვიმა ნელ-ნელა იწყება, შემდეგ დაუშვებს (ხმაური მოიმატებს),
ფურცლის მთელ სივრცეს დაფარავს და ბოლოს ისევ ნელ-ნელა, თანდათანობით გადაიღებს“. რამოდენიმე
წუთის განმავლობაში მონაწილეები ამ ინსტრუქციას ასრულებენ. წამყვანის ინსტრუქციის მიხედვით,
წვიმის ხმაური თანდათანობით კლებულობს და ბოლოს საერთოდ წყდება. შემდეგ მონაწილეებმა
ფურცელზე გამოსახული წერტილები ყოველგვარი დაფიქრების გარეშე განსხვავებული ფერის პასტელით
უნდა შეაერთონ. მას შემდეგ რაც ყოველი წერტილი
შეერთებული იქნება, წამყვანი მათ სთხოვს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ შექმნილ ხაზებს
და შეეცადნ რაიმე ფიგურები ან ფორმები დაინახონ მათ გადაკვეთაში. თითოეული მონაწილე
ხაზების ფერისაგან განსხვავებული ფერით გამოკვეთავს იმ ფრმას ან ფიგურას რომელიც აღმოაჩინა
და შემდეგ აფერადებს მას. ნახატებზე მუშაობის დასრულების შემდგომ, თითოეული მონაწილე
თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას ახდენს მთელი ჯგუფის წინაშე.


ამგვარად ადამიანი
თავისი არსებობის ყველა დონეზე შემოქმედებით
თვითგამოხატვას ესწრაფვის და ახერხებს. ადამიანის
თვითშემოქმდებითი უნარი ქმნის მისი პიროვნების უნიკალურობას. შემოქმედებითობა ქმნადობაა.
მასში შეგვიძლია დავინახოთ არა მარტო ადამიანის შემოქმედებითი უნარები, არამედ თვითონ
პიროვნება: მისი ხასიათი, განწყობები დამოკიდებულებები, ემოციები, ღირებულებები, რწმენები.
შემოქმედებითი თვითგამოხატვის ტექნიკები პიროვნების შესწავლის მიზნით აქტიურად გამოიყენება.
თვითგამოხატვას ასაკი არ გააჩნია, ისევე როგორც არ გააჩნია გამოვლენის ერთი კონკრეტული,
სპეციფიკური სფერო.

ავტორი: ქეთევან უგლავა



0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0