x
ნაყოფის განვითარება ფეხმძიმობის პერიოდში და ხელისშემშლელი ფაქტორები
17 იანვარი, 23:41

image



მნიშვნელოვანია, ყველა ორსული დედა იყოს ინფორმირებული,
თუ როგორ მიმდინარეობს ახალი სიცოცხლის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში. როგორ ვითარდება ნაყოფი, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმასთვის, რომ მოხდეს ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში. ალბათ, ყველა ქალს აინტერესებს, როგორ დავიცვათ ჩვენს საფარველ ქვეშ მყოფი პატარა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ფეხმძიმობა,
ჩვეულებრივ, გრძელდება 38-40 კვირა. ჩასახვიდან დაბადებადე ნაყოფი იძენს მრავალ სრუქტურასა და უნარ-ჩვევას, რომელიც მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის. ორსულობის პირველი ორი კვირა შეუმჩნეველია. ამ პერიოდში ძირითადად ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლა და იქ ბინის დადება. ამ პერიოდში ვითარდება პლაცენტა, რომლის დახმარებითაც ორგანიზმს მიეწოდება საკვები და ჟანგბადი. მე-3 კვრიდან 2თვემდე ხდება
სხეულის ყველა ორგანოს ჩამოყალიბება. ამიტომ ეს პერიოდი ყველაზე მეტად საფრთხილო პერიოდია ორსულობის დროს, რადგანაც ამ დროს ემბრიონი
განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნორმალური განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების მიმართ და ნებისმიერი უარყოფითი ფაქტორის ზემოქმედებამ (ალკოჰოლი,
თამბაქოს მოწევა, არაბალანსირებული კვების რეჟიმი... ) შეიძლება შეაფერხოს ნაყოფის
ნორმალური განვითარება. მე-4 კვირის ბოლოს უკვე გული იწყებს ცემას. მე-3 თვიდან დაბადებამდე ხდება ჩამოყალიბებული ორგანოების განვითარება. ეს არის მუცლადყოფნის პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი
პერიოდი. მე-12 კვირიდან (მე-3 თვე) უკვე შესაძლებელია ნაყოფის სქესის დადგენა. მე-4 თვისთვს ნაყოფი უკვე იმდენად დიდია, რომ დედას უკვე შეუძლია მისი მოძრაობა იგრძნოს. დაახლოებით 6 თვისთვის ნაყოფს უვითარდება სმენა. როდესაც დედა ლაპარაკობს, ნაყოფის გულის რიტმი ნელდება, რაც ნიშნავს, რომ ნაყოფი დედას უსმენს. ამ დროს ის წყნარდება. ბავშვი უკვე მუცლადყოფნის
პერიოდშივე არჩევს დედის ხმის ტემბრს. თუ კი მამა ხშირად ესაუბრება ნაყოფს დაბადების შემდეგ ბავშვი ცნობს მის ხმასაც. ბავშვი ასევე ცნობს იმ მუსიკას, რომელსაც დედა უსმენდა ორსულობის პერიოდში და ეს მუსიკა დამამშვიდებლად მოქმედებს მასზე. ის მშვიდდება ასევე ნაცნობი ზღაპრის მოყოლისას, რომელსაც დედა უკითხვადა ორსულობის პერიოდში. ნაყოფი გრძნობს შეხებას. მუცელზე შეხება საშუალებას იძლევა გამყარდეს კავშირი მამას, დედასა და ნაყოფს შორის. იაპონელმა
მეცნერებმა დაადგინეს, რომ დედის მუცელთან სინათლის წყაროს მიტანისას, ნაყოფი თავისებურ რეაქციას იძლევა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნაყოფი უკვე მუცლადყოფნის პერიოდში ხედავს. თანდათან იზრდება ნაყოფის წონა და სიგრძე, რის გამოც ნაკლებად მოძრაობს წინა თვეებთან შედარებით, გარდა ამისა, ამის მიზეზია ტვინის განვითარება, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის მოქმედებებს. ნაყოფი თანდათან ემზადება ქვეყანაზე მოსავლენად. როგორც ვხედავთ, მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი არ არის პასიურად გავითარებადი არსება. ის ყველაფერს გრძნობს, ესმის, ხედავს და იმახსოვრებს კიდეც ინფორმაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდი გარემოს შექმნა, მოსიყვარულე და დადებითი ემოციებით აღსავსე ადამინებით, რათა ხელი შევუწყოთ მის ნორმალურ განვითარებას. ფსიქოლოგებისთვის უცხო არ არის, რომ დადებითი ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე, მისი ფსიქიკისა და პიროვნული
მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფიქრები, სიყვარული, სასიამოვნო განცდები და ემოციები დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. როდესაც განვიცდით სიხარულს გამოიყოფა „სიხარულის ჰორმონი“, რომელიც დადებითად მოქმედებს ნაყოფზე და შეუძლია აგრძნობინოს მას სიმშვიდე და სიხარული. თუ კი ამას განიცდის ნაყოფი რეგულარულად
ამახსოვრდება, რაც აისახება დაბადების შემდგომ მის პიროვნულ მახასიათებლებზე. ამიტომ აუცილებელია ორსული ქალბატონის მიმართ ახლობლებმა გამოხატონ ზრუნვა და მხარდაჭერა. ნაყოფის განვითარებაზე ძალიან ბევრ ფაქტორს შეუძლია უარყოფითი გავლენის მოხდენა. მშობელს კი ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ნაყოფის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.


რა ფაქტორები მოქმედებენ უარყოფითად ნაყოფის განვითარებაზე?
1.ინფექციური დაავადებები -დაავადებათა უმრავლესობა არ მოქმედებს ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, მათ შორის გაციება, მაგრამ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჩუტყვავილა, ყბაყურა, წითურა, ჰერპესი, მალარია მნიშველოვან ზიანს აყენებს მზარდ ორგანიზმს. 2. ნარკოტიკული ნივთიერებები-ისინი ვინც მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს (ჰეროინი, კოკაინი, მეტადინი) დიდ საფრთხეს უქმნიან ნაყოფის განვითრებას. ეს იწვევს სხვადასხვა ფიზიკურ დეფექტებსა და სუნთქვის პრობლემებს, მცირეწონიანობას, ახალშობილის ნაადრევ დაღუპვას, გარდა ამისა, ეს ჩვილები ნარკოტიკზე დამოკიდებულები იბადებიან. არიან მოუსვენრები, ნერვვიულები, ძნელად აღსაზრდელები. 3. თამბაქო- თამბაქოს მოხმარება ყველაზე დიდი პრობლემაა და მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს ნაყოფის განვითარებაში.
მწეველი დედების ბავშვებისთვის დამახასიათებელია: ასთმა და კიბო ბავშვობის ასაკში,
გულის ცემისა და სუნთქვის დარღვევები. ხშირია ახალშობილის დაღუპვა. თუ დედა ორსულობის ბოლო თვეებში მაინც შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას მნიშვნელოვნად შემცირდება მისგან გამოწვეული პრობლემების ალბათობა. ბავშვებს, რომელთა დედებიც თამბაქოს მოიხმარდნენ ორსულობის პერიოდში, აქვთ ყურადღების კონცენტრაციის ცუდი უნარი, სუსტი მეხსიება, დაბალი ინტელექტი. 4. ალკოჰოლის მოხმარება- აზიანებს ნაყოფის განვითარებას. ალკოჰოლის მოხმარებისას ორსულობის პერიოდში, დედის ორგანიზმს მიაქვს ბევრი ჟანგბადი, რის გამოც ნაყოფი ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის.
ეს იწვევს „ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადებას“. ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია გონებრივი ჩამორჩენა, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების ჩამორჩენა. ახასიათებთ ნელი ფიზიკური ზრდა, ცალკეული დეფექტები დამოკიდებულია ალკოჰოლის მოხმარების პერიოდსა
და ხანგრძლივობაზე. 5. გარემოს დაბინძურება- სამწუხაროდ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელთა გაკონტროლებაც ორსულ დედებს არ შეუძლიათ, მაგალითად: ქიმიკატების არსებობა, რადიაცია, რომლებიც ძლიერ მოქმედი უარყოფითი ფაქტორებია. 6. დედისეული ფაქტორები-1.ვარჯიში-ზომიერი
ვარჯიში ორსულობის პერიოდში (სეირნობა, ცურვა) დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში დედამ უარი უნდა თქვას ვარჯიშზე, რაგდან ამან შეიძლება
პირიქით, უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე და გახდეს მცირეწონიანობის მიზეზი. 2.კვება-ბავშვები მთლიანად დედის კვებაზე არიან დამიკიდებულნი. დედის არასრულფასოვანი კვება დაბადებისას მცირე წონის, თავის ტვინისა და სხვა ორგანოების დაზიანების მიზეზი ხდება. 3.დედის ასაკი შეიძლება გახდეს ხშირ შემთხვევაში რისკ-ფაქტორი ნაყოფის არაჯანსაღი განვითარებისა, 15 წლის ქვემოთ და 40 წემოთ ასაკში არსებობს რისკი განვითარდეს ანომალიები. 4. ძლიერი სტრესი იწვევს მზარდი ორგანიზმის სხვადახვა გართულებას და უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის
განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ორსული ქალის მიმართ ახლობლებმა გამოხატონ ზრუნვა და მხარდაჭერა. ახალდაბადებულზე გავლენას ახდენს დედის ძილისა და სიფხიზლის ციკლი. თუ კი დედას ორსულობის პერიოდში ხშირად უწევს ღამეების გათენება სხვადასხვა მიზეზის გამო, ბავშვსაც ექნება პრობლემები დაბადების შემდგომ ძილის რეჟიმთან დაკავშირებით. როგორც ხვედავთ, საკმაოდ ბევრია ისეთი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შუექმნას ნაყოფის ნორმალურ განვითრებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათ შესახებ,
რათა თავიდან ავიცილოთ მათი ზეგავლენით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და არ დავაყენოთ ნაყოფის განვითარება რისკ ქვეშ.


ავტორი: ქეთევან უგლავა, თსუ, IV კურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,


imageimageimage

142
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
რატომ აირჩია ჰიტლერმა სვასტიკის სიმბოლო?რატომ აირჩია ჰიტლერმა სვასტიკის სიმბოლო?
სვასტიკა - თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან,...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნითმან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით
იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ, მეტ...
შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...
ხშირად აძლევთ ახლობელ ადამიანებს დაპირებებს, მაგრამ არ უსრულებთ?...