x
რეალური, სახალისო ისტორია თუ როგორ ასაღებდა მოხუცი ქალბატონი ერთი მარკის ზეთს სამი მარკის ზეთად
17 იანვარი, 19:40

image სამეგრელოს ერთერთ ქალაქში მეცხრამეტე მეოცე საუკუნის მიწურულს ერთმა ოჯახმა საწვავის ბიზნესს მოკიდა ხელი და საკმაოდ წარმატებითაც.
შვილს თავად შემოჰქონდა უზარმაზარი ბენზიმზიდით საწვავი და ავტოგასამართ სადგურებზე ანაწილებდა, თან იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ იშვიათი უცხოური მანქანებისათვის საჭირო დეფიციტური ძრავისათვის საჭირო ზეთების ჩამოტანასაც მიჰყო ხელი და დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდათ.
მეზობელმა ასაკოვანმა ქალბატონმა მათმა შემხედვარემ გადაწყვიტა თავადაც დაეწყო ზეთის გაყიდვა და ამისათვის პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ უზარმაზარი რეზერვუარი იყიდა და სახლის უკან ეზოში ჩაადგმევინა ამწეს.
არავინ იცის საიდან ჩამოჰქონდა ზეთი, მაგრამ მალე ისეთი ფხა გამოიჩინა ლამის ნახევარი ქალაქი და რაიონი უკვე მასთან დადიოდა ზეთის შესაძენად, მით უფრო მას შემდეგ, რაც მეზობელმა ზეთის შემოტანა შეწყვიტა და მხოლოდ საწვავზე გადავიდა.
ბებო სამი სხვადასხვა მარკის ზეთს ჰყიდდა ერთი რეზერვუარიდან და არავის გასჩენია ეჭვი იმაში, რომ სამივე მარკის ზეთი ერთი მარკისა იყო.
დაახლოებით 2 წელი ჰყიდდა ბებო ერთი მარკის ზეთს სამი მარკის ზეთად უპრობლემოდ, სანამ მასთან ტრაქტორის ძრავის ზეთისათვის ძალზე დაკვირვებული და კირკიტა მექანიზატორი არ მივიდა.
სანამ ზეთისათვის საჭირო ჭურჭელს მიაწვდიდა, მის წინ მდგომმა მამაკაცმა ბებოს სთხოვა მის ჭურჭელში 3 ლიტრი ზეთი ჩაესხა "ბენზოხერხისათვის", ბებომაც რეზერვუარის ონკანი მოუშვა და ჩაუსხა. როცა მექანიზატორმა ჭურჭელი მიაწოდა და ისიც იმ ონკანს შეუდგა, რომელი ონკანიდანაც სხვას სხვა მარკის ზეთი ჩამოუსხა, მექანიზატორს ეჭვი შეეპარა და ბებოს ჰკითხა: კი მაგრამ, ამ ერთი ონკანიდან ორი სხვადასხვა მარკის ზეთს როგორ ასხამო, ბებო კი შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და გამყოფი უყენია რეზერვუარსო.
არც მექანიზატორი იყო სულელი ასე მარტივად მოეტყუებინათ და დაუკითხავად აძვრა რეზერვუარზე, სახურავი ასწია და ჩაიხედა, ჩაიხედა და აყვირდა: ახლავე დამიცალე ჭურჭელი, შენ ვინ ყოფილხარო!
დააცლევინა ჭურჭელი და წავიდა თავის გზაზე, მაგრამ გასროლილი ტყვია ვის მოუბრუნებია, ისეთი ეფექტი მოჰყვა მექანიზატორის სიტყვებს, ზეთისათვის მოსული ხალხი ჯერ აყაყანდა, მერე კი ახარხარდა-ბარაქალა ბებო შენს "მარიფათს" 2 წელი, რომ გვატყუებდიო.
ეს ამბავი კი გახმაურდა და მალე ბებოს ბიზნესი ჩაუვარდა, თუმცა როგორც ამბობდნენ დიდად არ უნაღვლია, რადგან საკმაო თანხა მოაგროვა და რამდენიმე თვეში საკმაოდ დიდი სახლიც "წამოჭიმა" და იმ დროისათვის თანამედროვედაც გამოაწყო.

599
16-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
17 იანვარი, 20:12
სტატიაში გაპარულია უნებლიე შეცდომა –მეოცე საუკუნის წინ მიწერია მეცხრამეტე, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდი.
0 1 1
დაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოადაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოა
ვიცით, რომ ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდანუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა
როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: ყველ...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
ჩემი ველოსიპედიჩემი ველოსიპედი
მიყიდეს ველოსიპედი რომელიც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ჯერ დაჯდომას ვსწავლობდი ...