x
ყველაზე მიმზიდველი მსახიობი ქალები
17 იანვარი, 18:45

სკარლეტ იოჰანსონი - ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. მან პოპულარობა 1998 წლის ფილმით „ცხენებთან მოჩურჩულე“ და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში „აჩრდილთა სამყარო“, „თარგმანში დაკარგული“, „გოგონა მარგალიტის საყურით“ და „შავი გეორგინი“. მსახიობი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსისჯილდოზე, მათ შორის ორჯერ 2003 წელს. დაიბადა 1984 წლის 22 ნოემბერს.

image























ანჯელინა ჯოლი ვოითი - ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორიკინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში„ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს და მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.


image










ევა გაელ გრინი - შვედური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მოდელი. გრინი მოღვაწეობდა თეატრში, სანამ შედგებოდა მისი დებიუტი 2003 წელს, ფილმში „მეოცნებენი“, სადაც მან ყურადღება მიიპყრო რამდენიმე შიშველი სცენის გამო. გრინმა აღიარება მოიპოვა რიდლი სკოტის ფილმით„ზეციური სამეფო“ (2005), რომელშიც განასახიერა იერუსალიმის დეფოფალი სიბილა. 2006 წელს ჯეიმზ ბონდის ახალი ფილმისთვის „კაზინო როიალი“ მოიპოვა BAFTA, როგორც ამომავალმა ვარსკვლავმა.


image












ემა სტოუნი - ამერიკელი მსახიობი. მონაწილეობს როგორც კინო-, ასევე სატელევიზიო ფილმებში. 2010 წელს ფილმში „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია მიუზიკლსა ან კომედიაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.


image














კრისტენ სტიუარტი - ამერიკელი მსახიობი, რომელსაც დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა როლმა "ბინდში". მას აგრეთვე აქვს მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა : შიშის ოთახი (2002), ილაპარაკე (2004), ზატურა (2005), წარგზავნილები (2007), ფიფქია და მონადირე (2012), გზაზე (2012). ის აგრეთვე მონაწილეობს ბანაკი იქს-რეიში(2014) და სილს მარიაში (2014) .



image





























ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი - ამერიკელი მსახიობი. არის ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი. ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში (შტატი კენტუკი, აშშ)სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მომუშავე კარენ ლოურენსის ოჯახში. უკვე 14 წლის ასაკში გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და სთხოვა მშობლებს წაეყვანათ ის ნიუ-იორკში, იმისათვის რომ იქ თავისთვის აგენტი ეპოვა. სააგენტოებმა მისი სამსახიობო უნარებს მაღალი შეფასება მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მას არ გააჩნდა სამუშაო განათლება და გამოცდილება. მან დაამთავრა სკოლა ექსტერნით 2 წლით ადრე, იმისათვის რომ აქტიურად დაეწყო გადაღებები.


image

























ჯენიფერ ენისტონი - ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. პოპულარული გახდა სერიალით „მეგობრები“, რომელიც გადიოდა 1994-2004 წლებში. არის პროდიუსერული კომპანია „Echo Films-ის“ თანადამფუძნებელი. ჟურნალ „Men's Health-ის“ შეფასებით ის ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალია.


image



























სანდრა ბულოკი - ამერიკელი მსახიობი. დაიბადა არლინგტონში. დედა ოპერის მომღერალი იყო მამა კი რიტორიკის მასწავლებელი. 1982 წელს მან სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ ის სწავლობდა კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო სამსახიობო კარიერა. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში. სანდრას პოპულარობაზე ასევე იმოქმედა ფილმმა „დამანგრეველი“ (1993), სადაც იგი სილვესტერ სტალონესთან ერთად თამაშობდა. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში. სანდრამ შავკანიანი ბიჭი ლუისი იშვილა. ეს მოხდა იმ პერიოდში როდესაც მისი და ჯესი ჯეიმზის ქორწინება ინგრეოდა. განქორწინების შემდეგ სანდრა მარტოხელა დედა აღმოჩნდა.



image

369
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)
მარიამ გრიგოლია ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ქალიშვილია. რ...