x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ავრცელებს-"დღეს ბიძინა კუჭავა კლავს ნათესავ პროკურორს, აქაც სავარაუდოდ ვალი ფიქსირდება..."
image
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა.

ბიძინა კუჭავას შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს და მას სხვა დანაშაულებებშიც ამხელს:

"ქირიას სავარაუდო მკვლელი ბიძინა კუჭავა, არ იყო ჩვეულებრივი მარტივი პიროვნება, მისი საქმიანობა გარდა "საქართველოს ხმისა" უკავშირდება კაზინოს, ის ცნობილი "იგროკი" იყო, 2007 წელს მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში იპოვეს ასევე, "იგროკის, " გოჩა მაღალდაძის გვამი, მკვლელობის ვერსიები მიდიოდა ბიძინა კუჭავასთან, რომელსაც წაგებული 50 ათასი დოლარის გადახდა არ სურდა მოკლულისთვის, თუმცა მაშინ ვერ დაუმტკიცდა ეს მკვლელობა, ასევე დადიოდა ჭორები, რომ უშიშროების გენერლის თამაზ ნინუას მკვლელობაც თითქოს უკავშირდებოდა ბიძინა კუჭავას, თუმცა იქ მკვლელობაში თამაზ გოგია იქნა ეჭვმიტანილი, რომელიც დღემდე არ აღიარებს მეგობრის მკვლელობას! და აი დღეს ბიძინა კუჭავა კლავს ნათესავ პროკურორს, აქაც სავარაუდოდ ვალი ფიქსირდება, გარბის ქალაქიდან, იგრძნო თუ არა რომ მის კვალს მისდევდა პოლიცია, მანქანაში ახლობელი ცოლ-ქმრის თვალწინ იღებს იარაღს და იკლავს თავს! სამწუხარო ისაა, რომ ბიძინა კუჭავას განეიტრალება არ მოხდა 2007 წელს..."

როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორი ვახტანგ ქირია რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ნაქირავებ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.


მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ კი მანქანაში თავი მოიკლა.imageimage

0
296
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0