x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"მე რა მაქვს გასაჩუმებელი,თქვენ იდარდეთ,კაპიკ კაპიკ ისტორია ცხვირიდან გადენთ მაგ ჩაყლაპულ გრანტებს" - იუნა შაფათავა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

imageმსახიობმა იუნა შაფათავამ სიციალურ ქსელ "ფეისბუქში" საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და მათ ტყუილ, ფარისეველ გრანტიყლაპია ორგანიზაციებს უწოდებს. მისი აღშფოთების მიზეზსა და სტატუსს უცველელად გთავაზობთ:


"2 დღის წინ ერთი ცნობილი "ქალთა უფლებების დაცვის" ორგანიზაციიდან მომივიდა კორექტული უარი, PR-ზე და დაახლ.cheer leader -ის თანამდებობაზე, ქალთა უფლებების დაცვის განხრით. იქნებ მომავალში, ქვენი "რესურსი" გამოგვადგესო"რესურსია" ჩემი ძალადობის ფაქტობრივი და ცოცხალი მაგალითი ამათთვისეს იმ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, რაც ჩემს სატელევიზიო ეთერებს მოყვა, ჩემი ცხოვრების რეალურ ფაქტებზე, ძალადობაზე, რეალურ ისტორიებზე, შავზე თეთრად დაწერილ ფაქტებზე, ადამიანები და ნორმალური, წესიერი ქალები რომ ტირილით მირეკავენ -შვილო ეს რა გადაგიტანიაო... მადლობა მათ! თან, არც ისე, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში უსუსური პოზიციის მქონე ქალის -ჩემს ირგვლივ ხდება ყველაფერი. გამოდის, რომ საქართველოში, რეალურად, ქალების, ძალადობის, დამცირების, გაუპატიურების, ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოიური ჯანმრთელობის პრობლემებზე "ზრუნვა" მოჩვენებითია.მე რომ რელიგია გამელანძღა და კარგად ვეცემე ვინმეს (ალბათ, პროვოკაცია იყო და ამისთვის ლანძღავდნენ ქართულ ღმერთს სახინკლეში), სექსუალური უმცირესობის "დაჩაგრული" ისტორია მომეყოლა, როგორ არ ამართლებენ ჩემს სექსუალურ სპეკულაციებს-შეიყრებოდა ბჭობა და კონფერენციები... გამოდის, რომ ქალების პრობლემა სულ ფეხებზე კიდიათ, აი ლგბტ ან ათეისტი ან კიდევ რამე კაცობრიობის გადაგვარებისთვის აუცილებელი სექტის სამარცხვინო წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ეგრევე წამოხტებოდნენ ეს "ლიბერალები" და "უფლებადამცველები". არაფერი ახალი, MTV goes on, ტყუილი ფარისეველი გრანტიყლაპია ორგანიზაციები ხართ...მაგრამ ამ გრანტებს ვინ და რაში და რისთვის გაძლევთ, ერთი კარგად გამოსაკვლევია.........პს ჩემი წიგნი ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება. თუმცა, საზოგადოების რეალობა და თქვენი "უფლებადამცველობა" სხვადასხვა სიბრტყეებში დევს qui tacet, consentit -მე რა მაქვს გასაჩუმებელი, თქვენ იდარდეთ, კაპიკ კაპიკ ისტორია ცხვირიდან გადენთ მაგ ჩაყლაპულ გრანტებს, და თქვენს შვილებს, ქუჩაში დარჩებილ უსახლკარო დედებს, სოციალურად დაუცველ ფენას კი არა და ფიზიკური და მორალური პროატიტუციის აღზევებას რომ ახმართ. მაგრამ ეს ხომ უნდა გესმოდეს ან ვინმე ზრუნავდეს ამაზე. მოვა მაგის დროც.


image

2
964
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
964
  
2016, 17 იანვარი, 20:22
მართალია ეს გოგო :)
2016, 17 იანვარი, 17:43
ყოჩაღ, დასცხე მაგ ნაძირლებს
0 1 2