x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე ლამაზი ქართველი ქალბატონები

image
ყველაზე ლამაზი ქართველი ქალბატონები























თაკო ნაცვლიშვილი - თაკო დაიბადა 1998 წლის 9 ოქტომბერს, დედამისი არის ცნობილი ულამაზესი ყოფილი მოდელი--ნინო ცქიტიშვილი.
მას აქვს სააგენტო LOOK MOdels! თაკოს დედამისმა ძალიან შეუწყო ხელი, რომ ცნობილი მოდელი გამხდარიყო,
მამა-ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელი და პოლიტიკოსი, ჰყავს და -ძმა გუგა და ანა ნაცვლიშვილები
ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული, დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერას განსაზღვრავს. ქართველი ლამაზმანი, 15 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია.


image





























ჯანეტ ქერდიყოშვილი - დაიბადა 1991 წლის 29 ნოემბერს. 2011 წლის "მის საქართველო". ჯანეტის სამოდელო კარიერა 2009 წელს ელიტ მოდელ ლუქის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, საიდანაც მიიღო შეთავაზება მის საქართველოს კონკურსზეც ეცადა ბედი, რომელშიც მართლაც მიიღო მონაწილეობა 1 წლის შემდეგ. ❝ ელიტ მოდელ ლუქში გავედი მეორე ადგილზე და რატომღაც ყველა ამბობდა, რომ მის საქართველოზე უნდა გავიდეს, საამისო გოგოაო. ისე მოხდა, რომ მომიწია საქართველოდან წასვლა 1 წლით და რომ დავბრუნდი ვთქვი - რატომაც არა, ვცდი მაინც, ვნახოთ. ❞ - ამბობს ჯანეტი და იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში მამაც დაეთანხმა, თუმცა საერთოდ მოდელობის მომხრე არ იყო. დღესაც კი შემოთავაზებებს საზღვარგარეთიდან არც კი განიხილავენ.


image












თამარ ნემსიწვერიძე - დაიბადა 1987 წელს. ვიცე-მის საქართველო 2007, წარადგინა საქართველო მის მსოფლიო 2007-ზე (ჩინეთი) და მის სამყარო 2007-ზე (ვიეტნამი). სწავლობდა ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (American University for Humanities). ჰობი და სპორტული აქტივობა: თხილამურებზე სრიალი, ცურვა, კითხვა, გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა, ცეკვა და როკ-მუსიკა.


image

















ანკა ჩოჩია - დაიბადა 1992 წლის 14 სექტემბერს. ანკა არის ქართველი მოდელი, რომელსაც არაერთ საინტერესო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.

image





















შორენა ბეგაშვილი - დაიბადა 1982 წლის 8 ივლისს. ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ გლობუსში.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი„ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ შორენა თამაშობდა სხვადასხვა ეროტიულ როლებს.
2009-2010 წლებში ჰქონდა თავისი საავტორო ეროტიული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან.
ამჟამად რუსთავი 2-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავს გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს..


image




























ქრისტინე ძიძიგური - ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური "კრისტიან დიორის" ერთ-ერთი პარფიუმერული ხაზის სახეა. ფრანგული სააგენტო "ელისეს" წარმომადგენლებმა ქრისტინე თბილისში შენიშნეს და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ქრისტინეს ევროპაში კარგი კარიერა ჰქონდა, დიდი პერსპექტივებით, თუმცა მოულოდნელად პრინც ხუანზე იქორწინა და დროებით სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა.


image















1
901
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
901
  
2016, 17 იანვარი, 16:00
უკანასკნელი ფოტო შეცდომით არის ჩასმული იმედია მაპატიებთ :დ
0 1 1