x
2015 წელს აშენებული ყველაზე გრანდიოზული და გასაოცარი ნაგებობები
19 იანვარი, 21:49

კაცობრიობა თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე გამუდმებით ქმნიდა გასაოცარ შედევრებს არქიტექტურული ხელოვნებისა და თითქოს თანამედროვე ადამიანის რითიმე გაკვირვება ძნელია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობის საზღვარს აფართოებს და ერთი შეხედვით შეუძლებელს შესაძლებლად ხდის.


image


მაშ ასე, გთავაზობთ ტოპ-ათეულს 2015 წელს აშენებული ათი ყველაზე გრანდიოზული და გასაოცარი შენობა-ნაგებობისა.


1. პეკინის აეროპორტი


image

2015 წელს დასრულებული პეკინის აეროპორტი გახდა ჩინეთში პირველი და მსოფლიოს ტერმინალებს შორის ერთ-ერთი უდიდესი. აეროპორტი შედგება მთავარი სამგზავრი ტერმინალის, ორი სატელიტის, ორი მიწისქვეშა და ხუთი მიწისზედა სართულისაგან. აეროპორტიდან ხორციელდება შიგა და საერთაშორისო რეისები, ხოლო ტერმინალები მასპინძლობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო დელეგაციებს და დიპლომატიურ მისიებს.



2. დამბა "სამი ხეობა"


image

წარმოდგენაც კი რთულია იმისა, თუ რა რაოდენობის ბეტონი დაიხარჯა მდინარე იანძიზე (ჩინეთი) წარმოებულ ამ გრანდიოზულ მშენებლობაზე. მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ელექტროსადგური, ჩინური არქიტექტურის გასაოცარი შედევრი 1992 წლიდან შენდება. 2015 წელს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დამბა უკვე გამოიმუშავებს კოლოსალური რაოდენობის ენერგიას. მხოლოდ ერთი ფაქტი, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით ამ ნაგებობაზე- წყალსაცავის აშენებისათვის საჭირო გახდა 1, 3 მილიონი ადამიანის გადასახლება. ელექტროსადგურის 32 გენერატორი 22 500 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროსადგურის მშენებლობაზე დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.


3. პანამის არხის გაფართოება


image

პანამის არხი ნაოსნობისათვის 1914 წელს გაიხსნა და დღემდე ნამდვილ ოქროს ზოდს წარმოადგენდა მისი მეპატრონეებისათვის, მაგრამ ძველ არხი უკვე ვეღარ იტევდა მომრავლებული საზღვაო გადაზიდვების ნაკადს, ამიტომ არხის მფლობელმა კომპანიამ გადაწყვიტა აეშენებინა ახალაი სანაოსნო ტრასა, რომელიც არხის ყველაზე ვიწრო ადგილს შეცვლიდა. 4 კილომეტრი სიგრძის არხი მთლიანად ბეტონითაა ნაშენები - ამ საქმეზე სულ 4, 4 მილიონი კუბომეტრი ბეტონი დაიხარჯა.


4. პორტ-მანის ხიდი


image

ბეი - ბრიჯის ნავსადგურზე გადაჭიმული ხიდი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა ერთბაშად რამოდენიმე მაჩვენებლით - ყველაზე ფართო ხიდი მსოფლიოში, ყველაზე გრძელი ხიდი ჩრდილოეთ ამერიკაში და ყველაზე რთული საბაგირო ხიდი, რომელიც კი ოდესმე აშენებულა.


5. აიზაის დაკიდებული ხიდი


image

ჩინეთში, დეჰანგის ხეობაში აშენებული 1175 მეტრი სიგრის დაკიდებული ხიდი გახდა რეკორდსმენი ამ ტიპის ხიდებს შორის. ხიდი აერთიანებს ორ საავტომობილო გვირაბს, გაყვანილს მთების შუაგულში.


6. სტადიონი FFR Grand


image

მოძრავსახურავიანი სტადიონით დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ სულ სხვაა მოძრავი მინდორი. სწორედ ამით გამოირჩევა პარიზის სამხრეთ ნაწილში აშენებული სტადიონი FFR Grand, რომელიც 552 მილიონი დოლარი დაჯდა. ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონი გასართობი ცენტრის ფუნქციებსაც შეითვისებს.


7. გვირაბი London Crossrail


image

ჯერ კიდევ გრძელდება მეტროპოლიტენის ისტორიაში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა ლონდონში. 30 კილომეტრი სიგრძის გვირაბი 40-მდე მეტროსადგურით სრულებით მოხსნის მგზავრების გადაყვანის პრობლემებს ბრიტანეთის დედაქალაქში.


8. ჰონკონგ-ჩჟუხაი-მაკაოს ხიდი


image

ხიდი აშენდა ოთხ წელიწადში და მის აგებაზე 5, 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 60 მილიარდი ჩინური იუანი) დაიხარჯა. ხიდი დაყოფილია ექვს საგზაო ზოლად და ეყრდნობა 5200 ბურჯს. მშენებლები ირწმუნებიან, რომ კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს 8-ბალიან მიწისძვრას, ტაიფუნს და 300-ტონიანი ხომალდის შეჯახებას. ხიდის აგებაზე 1000-კაციანი ორი ბრიგადა მუშაობდა.


9. შანხაის ანძა


image

პროექტის მიხედვით ანძის სიმაღლემ შეადგინა 634 მეტრი, საერთო ფართობი კი 380 ათასი კვადრატული მეტრი. ანძა გახდა ჩინეთში სიმაღლით პირველი და მსოფლიოში მესამე შენობა დუბაიში მდებარე ხალიფა ბურჯის კოშკის (828 მეტრი) და ჯიდაში მდებარე ბურჯ ალ მამლუქის კოშკის (1000 მეტრი) შემდეგ.


10. სამეფო კოშკი ჯიდაში


image

ბურჯ ალ მამლუკის სახელობის კოშკი, ანუ სამეფო კოშკი საუდის არაბეთის პრინცის ალ-ვალიდ ტიმ ტალალია ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის სახელს ატარებს, ვისი ინიციატივითაც აშენდა ეს ნაგებობა. როგორც საინფორაციო საშუალებები ირწმუნებიან, კოშკის სიმაღლე 1000 მეტრს აღწევს, ხოლო საერთო ფართობი 5, 3 მილიონ კვადრატულ მეტრს; 200 - სართულიან შენობაში განთავსებული იქნება ეკონომიკური, საოფისე, ტურისტული და სასტუმრო ობიექტები.

487
7-ს მოსწონს
2
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
20 იანვარი, 0:01
დრომ მოიტანა.. თანამედროვე ტექნიკის დახმარებით უკვე ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე, წყნარად და მშვიდად გააფართოეს :)
19 იანვარი, 23:51
პანამის არხის გათხრის დროს იყო მალარია და ათასი უბედურება რომ გამრავლდა და მასშტაბური ფატალი მოყვა და კიდევ გააფართოვეს? :))
19 იანვარი, 23:35
ისე, ამ ბოლო კოშკის სახურავიდან გადმოხედვა არ გინდა? :DDD
მე -არაააა
19 იანვარი, 23:35
და ინტერესი-0 :)
19 იანვარი, 23:33
არადა გრადიოზული სტატიია
19 იანვარი, 23:19
მადლობა, მაგრამ ასე მგონია ჩემს სტატიებს ეგეც არ უშველის :)
19 იანვარი, 22:27
გავაზიარე
0 1 7
ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალებიყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები
ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ...
საბჭოეთის  დროინდელი  გრანდიოზული  და ფანტასტიკური  შენობებისაბჭოეთის დროინდელი გრანდიოზული და ფანტასტიკური შენობები
ცნობილმა ფოტოგრაფმა ფრედერიკ შობენმა თავის წიგნ...
ცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე კურიოზული მომენტებიცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე კურიოზული მომენტები
პრემიერ მინისტრებს, პრეზიდენტებსა თუ თავად რომის პაპსაც ყოვე...
მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსების კურიოზები.(ნაწილი 2)მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსების კურიოზები.(ნაწილი 2)
პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, თვით რომის პაპსაც კი ყოველთვ...
არქიტექტურის ოცი  ყველაზე არასტანდარტული  და  უცნაური  შედევრიარქიტექტურის ოცი ყველაზე არასტანდარტული და უცნაური შედევრი
ჩვენს გარშემო არსებული გარემო დიდ გავლენას ახდენ...
მსოფლიოს არაჩვეულებრივი შენობებიმსოფლიოს არაჩვეულებრივი შენობები
თანამედროვე არქიტექტურის შედევრებს ჩვენი გაოცება უძველეს ციხე-სიმაგრეებზე არან...
"ბილენკინი"-ავტომობილების ახალი რუსული მარკა"ბილენკინი"-ავტომობილების ახალი რუსული მარკა
რუსულმა საავტომობილო კომპანიამ 2015 წელს დუბაიში გახსნილ გამოფენაზ...