x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61777
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
"ოე, ქართველებო"

"მოდი ამ ჭიქით საქართველოს გაუმარჯოს, ქართულ ბუნებას და სილამაზეს, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა."


image













თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.




image

















ზღაპრული სამყარო, ციფერი ცა
და ია-იებით მორთული გზა,
ღრუბლები ფუმფულა ხალიჩას გავს
და ჩემი ქოლგა კი მიყვება ქარს.




image










მინდვრად ნუ მოწყვეტ ბაღის ყვავილებს
პეპლებს ნუ დასდევ, ნუ დასდევ ბადით.
შენი გალობით სმენა დაატკბე
დაჰფენ პატარავ ამქვეყნად მადლი.



image













მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ.
უღრუბლო ცა, კრიალა ზღვა,
რა გინდა სხვა?



image


















საქართველოო ლამაზო…
„სხვა საქართველო სად არი?”

მხარევ, მოსილო დიდებით,
“სხვა საქართველო სად არი?”

სხვა საქართველო ვინ ნახა?
“სხვა საქართველო სად არი?”

საქართველოო ლამაზო,
“სხვა საქართველო სად არი?”


image













აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?



image












“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..."


image








image








დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…



image









ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი..

image








image











ილია ჭავჭავაძე - დაკარგული ედემი:


ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..



ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩინარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი,
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არ მცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არ რის მქონე,
არ რის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!



"გაუამრჯოს საქართველოს ბუნებას!!!"

0
338
6-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0