x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69543
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423127
"პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ რასაც დათესავთ"-ნანუკა ჟორჟოლიანი

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ჭორებმა გააღიზიანა. ის სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს ავრცელებს: "მე მესმის, რომ სხვისი პირადი ყოველთვის საინტერესოა. განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მაგრამ ცხვირის ჩაყოფის უფლება სხვის ცხოვრებაში, გვაქვს იქამდე, სადამდეც ეს თავად სურს ადამიანს.

მანამდე ვიდრე, ააოხრებთ სხვის ცხოვრებას, ენებს მოიფხანთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ. ჩვეულებრივი ემიციებით, ტკივილებით, პრობლემებით..

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თოთოეულ ჩვენგანს გვაქვს ის რაღაც, რაზეც არ გვინდა სხვებმა იჭორაონ, გათელონ, შეალამაზონ, გააზვიადონ.

ვიდრე სხვის პირადს მოთხრით, ან სხვას, გახსოვდეთ ის რაღაც, რაც თქვენია და სხვამ რომ ისაუბროს არ გინდათ! ბუმერანგია ეს ცხოვრება და პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ რასაც დათესავთ.

იმედია მოვა დრო, როცა ყველა ვიტყვით, რომ სხვისი პირადი ჩვენ არ გვეხება. წარმატებები მეგობრებო!"

რამ გააღიზიანა ჟურნალისტი ჯერ უცნობია. შესაძლოა ამ ყველაფრის მიზეზი ის ჭორებია, რომელიც გიგი უგულავასა და ლელა კილაძის დაშორებას მოჰყვა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ლელას რომანი აქვს გუკა რჩეულიშვილთან. ბევრს საუბრობენ თავად ნანუკა ჟორჟოლიანის დანგრეულ ოჯახზე. ის და ირაკლი კოდუა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდგომ დაშორდნენ. საზოგადოების ნაწილი დღემდე არ იჯერებს წყვილის დაშორების ამბავს. "ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით"-განაცხადა ნანუკამ რამდენიმე თვის წინ. image

0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0